2022 წლის შემდეგ, ნავალნი მეცხრამეტედ მოათავსეს სადამსჯელო საკანში
![2022 წლის შემდეგ, ნავალნი მეცხრამეტედ მოათავსეს სადამსჯელო საკანში](https://gdb.rferl.org/01000000-0aff-0242-2636-08dba3fd1c99_w800_h450.jpg)
რუსი ოპოზიციონერი პოლიტიკოსი, ალექსეი ნავალნი - რომელსაც, ექსტრემიზმის და სხვა ბრალდებებით, საერთო ჯამში 19 წლით აქვს მისჯილი პატიმრობა - 2022 წლის აგვისტოს შემდეგ მეცხრამეტედ მოათავსეს სამარტოო, სადამსჯელო საკანში. ეს ინფორმაცია ნავალნიმ ინსტაგრამით გამოაქვეყნა.
გამოქვეყნებულ ცნობაში ნათქვამი არ არის მიზეზი, რატომ გაგზავნეს ნავალნი 13 დღით სამარტოო საკანში, თუმცა ცნობილია, რომ მანამდე მას კონფლიქტი ჰქონდა პენიტენციური დაწესებულების ადმინისტრაციასთან, მასთან ნათესავების ვიზიტების გაუქმების გამო.
ნავალნიმ, რომელიც სადამსჯელო საკანში მისი გამწესების ყველა შემთხვევას "პოლიტიკურად მოტივირებულს" უწოდებს, ამგვარ საკნებში საერთო ჯამში 207 დღე დაჰყო.