გრეტა თუნბერგი თბილისში აქციას აანონსებს კავკასიაში ავტორიტარიზმის ტალღის წინააღმდეგ
აქცია ორშაბათს თბილისში, თავისუფლების მოედანზე, პუშკინის სკვერიდან დაიწყება.
„შემოგვიერთდით აქციაზე, რომლითაც გავერთიანდებით ავტორიტარიზმისა და ექსპლუატაციის ტალღის წინააღმდეგ, რომელიც ვრცელდება კავკასიის რეგიონში“, - წერს თუნბერგი ინსტაგრამზე.
იგი ძირითადად აზერბაიჯანზე საუბრობს, თუმცა ამბობს, რომ „ავტორიტარული ტრენდი იზოლირებული შემთხვევა არ არის:
„რეგიონის მასშტაბით, ივანიშვილი, პუტინი ერდოანი, ირანის თეოკრატიული რეჟიმი აძლიერებენ კონტროლს, ახშობენ წინააღმდეგობას, ავიწროებენ საკუთარ ხალხს და ეომეობიან და ეთნიკურ წმენდას უწყობენ სომხებს, უკრაინელებს, ქურთებსა და სხვა ეთნიკურ უმცირესობებს“, - მიიჩნევს ის.
„აზერბაიჯანი, რომელიც გაეროს კლიმატის კონფერენცია COP29-ს ფასადურად იყენებს, აძლიერებს ავტორიტარულ კონტროლს ყალბი „მწვანე“ დღის წესრიგით, და რეგიონში ვითარებას ძაბავს“, - წერს თუნბერგი.
თუნბერგი ერთი კვირაა, თბილისში იმყოფება.
4 ნოემბერს თბილისში, რუსთაველის გამზირზე, მყოფმა თუნბერგმა მხარი დაუჭირა საქართველოს ოპოზიციას, რომელიც გაყალბებულად მიიჩნევს 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შედეგებს და საპროტესტო აქციებს მართავს.