Добавить новость
World News in Georgian
Новости сегодня

Новости от TheMoneytizer

"აქსიოსი" - სტივ უიტკოფი პუტინთან შეხვედრის შესახებ დღეს ვიდეოკონფერენციას გამართავს უკრაინისა და ევროპის წარმომადგენლებთან

ამერიკული ახალი ამბების ვებსაიტ „აქსიოსის“ ინფორმაციით, თეთრი სახლის წარგზავნილი სტივ უიტკოფი 7 აგვისტოს გამართავს ვიდეოკონფერენციას უკრაინის, ფინეთის, საფრანგეთის, გერმანიის, იტალიისა და გაერთიანებული სამეფოს მაღალი რანგის პირებთან და ინფორმაციას მიაწვდის მათ რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინთან 6 აგვისტოს მოსკოვში გამართული შეხვედრის შესახებ, აგრეთვე განიხილავს წინსვლის გზას, მათ შორის ტრამპი-პუტინის შესაძლო შეხვედრასაც. „აქსიოსი“ იმოწმებს ორ წყაროს, რომლებსაც პირდაპირი წვდომა აქვთ აღნიშნულ ინფორმაციაზე.

7 აგვისტოს დაგეგმილი „შეხვედრის“ შესახებ ხუთშაბათის ვიდეომიმართვაში ილაპარაკა უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმაც. მას ტექნიკური ფორმატი არ დაუზუსტებია, თუმცა აღნიშნა, რომ ეს იქნება უსაფრთხოების საკითხებში მრჩევლების შეხვედრა:

„დღეს იქნება აგრეთვე უსაფრთხოების საკითხებში მრჩევლების შეხვედრა უკრაინიდან, ევროპის ქვეყნებიდან და აშშ-დან - პრეზიდენტ ტრამპის წარმომადგენელი იქნება იქ. ყველა დეტალი იქნება განხილული. ჩვენ გვჭირდება კოორდინირებული და გულდასმით შემუშავებული მიდგომები დიპლომატიაში“.

„აქსიოსი“ წერს, რომ პრეზიდენტი ტრამპი რუსეთის მიმართ „ბევრად ხისტ პოზიციას ავითარებდა“, თუმცა უიტკოფის პუტინთან შეხვედრის შემდეგ „შემოტრიალდა, მიღწეულ „პროგრესსა“ და პუტინთან სამიტის შესაძლებლობაზე ოპტიმისტურად ალაპარაკდა“.

ხუთშაბათს ვლადიმირ პუტინმა განაცხადა, რომ მისი და ტრამპის შეხვედრის მიმართ „ორმხრივი დაინტერესებაა“ და რომ უკრაინის პრეზიდენტთან შეხვედრის საწინააღმდეგო არაფერი აქვს, მაგრამ „ამისთვის უნდა შეიქმნას გარკვეული პირობები. ასეთი პირობების შექმნამდე კი, სამწუხაროდ, ჯერჯერობით შორია“.

ხუთშაბათსვე უკრაინის პრეზიდენტმა კიდევ ერთხელ დაადასტურა მზადყოფნა პუტინთან შესახვედრად: „უკრაინას არ ეშინია შეხვედრების და მოელის ასეთსაცე გაბედულ მიდგომას რუსეთის მხრიდანაც. დროა დავასრულოთ ომი". ვოლოდიმირ ზელენსკი აცხადებს, რომ განიხილება ლიდერების დონეზე ორი ორმხრივი და ერთი სამმხრივი შეხვედრის „პოტენციური ფორმატები“.

Читайте на сайте


Smi24.net — ежеминутные новости с ежедневным архивом. Только у нас — все главные новости дня без политической цензуры. Абсолютно все точки зрения, трезвая аналитика, цивилизованные споры и обсуждения без взаимных обвинений и оскорблений. Помните, что не у всех точка зрения совпадает с Вашей. Уважайте мнение других, даже если Вы отстаиваете свой взгляд и свою позицию. Мы не навязываем Вам своё видение, мы даём Вам срез событий дня без цензуры и без купюр. Новости, какие они есть —онлайн с поминутным архивом по всем городам и регионам России, Украины, Белоруссии и Абхазии. Smi24.net — живые новости в живом эфире! Быстрый поиск от Smi24.net — это не только возможность первым узнать, но и преимущество сообщить срочные новости мгновенно на любом языке мира и быть услышанным тут же. В любую минуту Вы можете добавить свою новость - здесь.




Новости от наших партнёров в Вашем городе

Ria.city
Музыкальные новости
Новости России
Экология в России и мире
Спорт в России и мире
Moscow.media






Топ новостей на этот час

Rss.plus





СМИ24.net — правдивые новости, непрерывно 24/7 на русском языке с ежеминутным обновлением *