სადავო პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი ჟურნალისტ მზია ამაღლობელის პატიმრობის მიზეზს საქართველოს პარტნიორი ქვეყნების ელჩებს აბრალებს - იმის მიუხედავად, რომ გადაწყვეტილება ქართულმა სასამართლო სისტემამ მიიღო, „ქართული ოცნების“ ლიდერები კი სილის გაწვნის გამო ჟურნალისტის დასჯას მიესალმებოდნენ.