Добавить новость
World News in Georgian
Новости сегодня

Новости от TheMoneytizer

ისრაელის საბრძოლო მასალის აფეთქებას ირანში ერთი ადამიანი ემსხვერპლა

ირანის სახელმწიფო მედიის ცნობაზე დაყრდნობით AFP იტყობინება, რომ 19 აგვისტოს ისლამური რესპუბლიკის დასავლეთ ნაწილში აფეთქდა ისრაელისა და ირანის ომის დროს დარჩენილი საბრძოლო მასალა, რის შედეგადაც ერთი ადამიანი დაიღუპა.

სახელმწიფო საინფორმაციო სააგენტო IRNA-მ განაცხადა, რომ დასავლეთ ირანში, ლორესტანის პროვინციაში, ქალაქ ბეირანშაჰრის მახლობლად, „სიონისტური რეჟიმის აუფეთქებელი საბრძოლო მასალა“ აფეთქდა.

„ინციდენტის შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა და ცხრა დაშავდა“, - წერს სააგენტო და იმოწმებს რევოლუციური გვარდიის განცხადებას.

ივნისში 12-დღიანი თავდასხმების დროს ისრაელმა დაბომბა ირანის ბირთვული და სამხედრო ობიექტები, ასევე საცხოვრებელი რაიონები, რის შედეგადაც 1000-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა, მათ შორის მაღალი რანგის მეთაურები და მეცნიერები, ბირთვული ფიზიკოსები.

ირანმა აგრესიას უპასუხა საჰაერო თავდასხმებით, რომლებმაც ისრაელის მონაცემებით, ამ ქვეყანაში 28 ადამიანის სიცოცხლე შეიწირა.

აშშ-მა, რომელიც ომში ირანის ბირთვულ ობიექტებზე დარტყმით ჩაერთო, 24 ივნისს საბრძოლო მოქმედებების შეწყვეტის შესახებ განაცხადა.

მიუხედავად იმისა, რომ საომარი მოქმედებები დასრულდა, ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმება არ მიღწეულა.

ირანის ოფიციალური პირები მას შემდეგ აცხადებენ, რომ თეირანი მზადყოფნაშია იმ შემთხვევისთვის, თუ მის მოსისხლე მტერთან, ისრაელთან, კიდევ ერთი დაპირისპირება დაიწყება.

17 აგვისტოს ირანის უზენაესი ლიდერის, აიათოლა ალი ხამენეის სამხედრო მრჩეველმა იაჰია რაჰიმ საფავიმ ადგილობრივ მედიას განუცხადა, რომ ქვეყანა „ყველაზე ცუდი სცენარისთვის გეგმებს ამზადებს“.

Читайте на сайте


Smi24.net — ежеминутные новости с ежедневным архивом. Только у нас — все главные новости дня без политической цензуры. Абсолютно все точки зрения, трезвая аналитика, цивилизованные споры и обсуждения без взаимных обвинений и оскорблений. Помните, что не у всех точка зрения совпадает с Вашей. Уважайте мнение других, даже если Вы отстаиваете свой взгляд и свою позицию. Мы не навязываем Вам своё видение, мы даём Вам срез событий дня без цензуры и без купюр. Новости, какие они есть —онлайн с поминутным архивом по всем городам и регионам России, Украины, Белоруссии и Абхазии. Smi24.net — живые новости в живом эфире! Быстрый поиск от Smi24.net — это не только возможность первым узнать, но и преимущество сообщить срочные новости мгновенно на любом языке мира и быть услышанным тут же. В любую минуту Вы можете добавить свою новость - здесь.




Новости от наших партнёров в Вашем городе

Ria.city
Музыкальные новости
Новости России
Экология в России и мире
Спорт в России и мире
Moscow.media






Топ новостей на этот час

Rss.plus





СМИ24.net — правдивые новости, непрерывно 24/7 на русском языке с ежеминутным обновлением *