Добавить новость
World News in Georgian
Новости сегодня

Новости от TheMoneytizer

რუბიომ და ევროპის წარმომადგენლებმა უკრაინისთვის უსაფრთხოების გარანტიები განიხილეს

ვაშინგტონი და მისი ევროპელი მოკავშირეები რუსეთ-უკრაინის ომის დასრულების შესაძლო შეთანხმების შემდეგ უკრაინისთვის უსაფრთხოების გარანტიების მიცემის განხილვას განაგრძობენ.
აშშ-ის დედაქალაქში 19-21 აგვისტოს შეხვედრები გაიმართა აშშ-ის, დიდი ბრიტანეთის, საფრანგეთის, გერმანიის, იტალიისა და ფინეთის მაღალი რანგის სამხედრო პირებთან, უკრაინის წარმომადგენლების მონაწილეობით, იტყობინება Reuters-ი.
პენტაგონის ცნობით, შემუშავდა უსაფრთხოების გარანტიების სამხედრო კომპონენტის სხვადასხვა ვარიანტი. ისინი განსახილველად წარედგინა კონსულტაციებში მონაწილე ქვეყნების ეროვნული უსაფრთხოების სფეროს მრჩევლებს.

21 აგვისტოს ეს გეგმები განიხილეს მრჩევლების ონლაინ შეხვედრაზე, რომელსაც ესწრებოდა აშშ-ის სახელმწიფო მდივანი მარკო რუბიო, რომელიც ასევე ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში პრეზიდენტის თანაშემწეა. შეხვედრაში მონაწილეობდნენ იმავე ხუთი ევროპული ქვეყნის, ასევე ევროკომისიის და ნატოს წარმომადგენლები. წყაროების ცნობით, მხარეები შეთანხმდნენ, რომ ევროპის ქვეყნებმა უნდა აიღონ უკრაინისთვის უსაფრთხოების გარანტიების უზრუნველყოფის პასუხისმგებლობის „ლომის წილი“. ადრე ამაზე ილაპარაკა აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტმა ჯ.დ. ვენსმა. ვაშინგტონი ხაზს უსვამს, რომ მზადაა, წვლილი შეიტანოს ევროპელი მოკავშირეების დახმარებაში.

Reuters-ის ცნობით, ერთ-ერთი ვარიანტი კვლავ ევროპის ქვეყნების გარკვეული რაოდენობის ჯარის უკრაინაში განლაგებაა. აშშ-ს შეუძლია საჰაერო მხარდაჭერის უზრუნველყოფა - ან უკრაინის გარკვეული ტერიტორიების საჰაერო სივრცის პატრულირებით, ან საჰაერო თავდაცვის დაფარვით.
გაურკვეველია, ევროპის რომელი ქვეყნები შეძლებენ ჯარების გაგზავნას უკრაინაში. ზოგიერთმა მათგანმა, მათ შორის პოლონეთმა და რუმინეთმა, რომლებიც მხარს უჭერენ უკრაინას, უარყვეს ჯარების გაგზავნის შესაძლებლობა. გერმანიიდან ჯარების მონაწილეობაც საეჭვოა.

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა კიდევ ერთხელ უარყო ნატოს ჯარების უკრაინაში განლაგების შესაძლებლობა. იგივე გააკეთა რუსეთის უშიშროების საბჭოს თავმჯდომარის მოადგილემ, დიმიტრი მედვედევმა.
მოსკოვის ოფიციალური პოზიციაა, რომ უკრაინისთვის გარანტიები უნდა უზრუნველყონ გაეროს უშიშროების საბჭოს წევრმა სახელმწიფოებმა, მათ შორის ჩინეთმა და თავად რუსეთმა. კიევი ამას არ ეთანხმება.

Bloomberg-ი წყაროებზე დაყრდნობით იტყობინება, რომ ლავროვის კომენტარებმა „ფაქტობრივად გაანადგურა“ რუსეთსა და აშშ-ს შორის ბოლო დროს გამართული მოლაპარაკებები. არსებული ცნობით, რამდენიმე მაღალი რანგის ევროპელი მოხელე და დიპლომატი დარწმუნებულია, რომ რუსეთი ამჟამად მშვიდობიანი მოგვარებისკენ არ მიისწრაფვის, არამედ მხოლოდ პროცესის გაჭიანურებას ცდილობს, რათა რაც შეიძლება დიდხანს აიცილოს თავიდან აშშ-ის ახალი სანქციების დაწესება. აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა, რომელმაც უკრაინაში მშვიდობის მიღწევის შესაძლებლობის მიმართ ოპტიმიზმი გამოთქვა, ერთი დღით ადრე განაცხადა, რომ თუ 1-2 კვირაში პროგრესი არ იქნება, ვაშინგტონმა შესაძლოა სხვა სტრატეგია აირჩიოს.

აშშ-ს ვიცე-პრეზიდენტმა ჯ.დ. ვენსმა ერთი დღით ადრე Fox News-თან ინტერვიუში განაცხადა, რომ მიუხედავად იმისა, რომ ტერიტორიული საკითხები რუსეთისთვის მთავარია, უკრაინისთვის მნიშვნელოვანია გარანტიების მიღება, რომ რუსული აგრესია აღარ განმეორდება. ეს არის უსაფრთხოების გარანტიების საკითხის არსი, რომელიც, სხვა საკითხებთან ერთად, 18 აგვისტოს განიხილეს თეთრ სახლში, სადაც დონალდ ტრამპი ზელენსკის და ევროპის ქვეყნების ხელმძღვანელებს შეხვდა.

Читайте на сайте


Smi24.net — ежеминутные новости с ежедневным архивом. Только у нас — все главные новости дня без политической цензуры. Абсолютно все точки зрения, трезвая аналитика, цивилизованные споры и обсуждения без взаимных обвинений и оскорблений. Помните, что не у всех точка зрения совпадает с Вашей. Уважайте мнение других, даже если Вы отстаиваете свой взгляд и свою позицию. Мы не навязываем Вам своё видение, мы даём Вам срез событий дня без цензуры и без купюр. Новости, какие они есть —онлайн с поминутным архивом по всем городам и регионам России, Украины, Белоруссии и Абхазии. Smi24.net — живые новости в живом эфире! Быстрый поиск от Smi24.net — это не только возможность первым узнать, но и преимущество сообщить срочные новости мгновенно на любом языке мира и быть услышанным тут же. В любую минуту Вы можете добавить свою новость - здесь.




Новости от наших партнёров в Вашем городе

Ria.city
Музыкальные новости
Новости России
Экология в России и мире
Спорт в России и мире
Moscow.media






Топ новостей на этот час

Rss.plus





СМИ24.net — правдивые новости, непрерывно 24/7 на русском языке с ежеминутным обновлением *