Добавить новость
World News in Georgian
Новости сегодня

Новости от TheMoneytizer

უმაღლესი წარმომადგენელი ბოსნიაში იმედოვნებს საკონსტიტუციო კრიზისის მოგვარებას

ბოსნია-ჰერცეგოვინის სერბული შემადგენელი ნაწილის, "რეპუბლიკა სრპსკას" პრეზიდენტის, მილორად დოდიკის თანამდებობიდან გადაყენების შემდეგ, ამ ქვეყანაში საერთაშორისო საზოგადოების უმაღლესმა წარმომადგენელმა ქრისტიან შმიდტმა გამოხატა ოპტიმიზმი, რომ შესაძლებელია არსებული საკონსტიტუციო კრიზისის მოგვარება.
გერმანიის პარტია ქრისტიან-დემოკრატიული კავშირის პოლიტიკოსმა Deutschlandfunk-ს განუცხადა, რომ სიტუაცია ამჟამად ძალიან დაძაბულია, რადგან არსებობს ოპოზიცია, რომელსაც დოდიკისგან სრულიად განსხვავებული აზრი აქვს.

მათ არ სურთ კონსტიტუციისთვის დარტყმის მიყენება და ევროპული ინტეგრაციის გზის კითხვის ნიშნის ქვეშ დაყენება, თქვა შმიდტმა და აღნიშნა, რომ იმედოვნებს, რომ გამოჩნდება დემოკრატიული გადაწყვეტის გზა. მან მოუწოდა საერთაშორისო საზოგადოებას, არ დაკარგონ მხედველობიდან ბოსნია-ჰერცეგოვინა. მთელი დასავლეთ ბალკანეთის სტაბილურობა დამოკიდებულია ქვეყნის ფუნქციონირებაზე, თვლის შმიდტი.
დოდიკი რამდენიმე დღეა ოფიციალურად აღარ არის სერბული რეგიონის, “რეპუბლიკა სრპსკას” პრეზიდენტის თანამდებობაზე. მან ამოწურა ყველა სამართლებრივი საშუალება სასამართლოს მიერ თანამდებობიდან მისი გადაყენების წინააღმდეგ.
ის გეგმავს რეფერენდუმების შესაძლებლობის გამოყენებას ახალი საპრეზიდენტო არჩევნების თავიდან ასაცილებლად, რასაც ახლა “რეპუბლიკა სრპსკას” პარლამენტი განიხილავს.
დოდიკი ადრე გასამართლებული იყო უმაღლესი წარმომადგენლის მიერ მიღებული გადაწყვეტილებების აღსრულებისთვის უარის თქმის გამო. ქვეყანაში მის უფლებამოსილებებს განსაზღვრავს დეიტონის სამშვიდობო შეთანხმებები, რომლებითაც 1995 წელს ბოსნიის ომი დასრულდა.
ბოსნია-ჰერცეგოვინის სახელმწიფოს ხელისუფლებას წარმოადგენს საერთაშორისო თანამეგობრობის “უმაღლესი წარმომადგენელი.” ეს პოსტი 2021 წლის აგვისტოს მერე უჭირავს ქრისტიან შმიდტს.

Читайте на сайте


Smi24.net — ежеминутные новости с ежедневным архивом. Только у нас — все главные новости дня без политической цензуры. Абсолютно все точки зрения, трезвая аналитика, цивилизованные споры и обсуждения без взаимных обвинений и оскорблений. Помните, что не у всех точка зрения совпадает с Вашей. Уважайте мнение других, даже если Вы отстаиваете свой взгляд и свою позицию. Мы не навязываем Вам своё видение, мы даём Вам срез событий дня без цензуры и без купюр. Новости, какие они есть —онлайн с поминутным архивом по всем городам и регионам России, Украины, Белоруссии и Абхазии. Smi24.net — живые новости в живом эфире! Быстрый поиск от Smi24.net — это не только возможность первым узнать, но и преимущество сообщить срочные новости мгновенно на любом языке мира и быть услышанным тут же. В любую минуту Вы можете добавить свою новость - здесь.




Новости от наших партнёров в Вашем городе

Ria.city
Музыкальные новости
Новости России
Экология в России и мире
Спорт в России и мире
Moscow.media






Топ новостей на этот час

Rss.plus





СМИ24.net — правдивые новости, непрерывно 24/7 на русском языке с ежеминутным обновлением *