Добавить новость
World News in Georgian
Новости сегодня

Новости от TheMoneytizer

პენსიონერი იოსებ ხეოშვილი გზის გადაკეტვის საბაბით 5 ათასი ლარით დააჯარიმეს

მოსამართლე თორნიკე ქოჩქიანმა გზის გადაკეტვის საქმეზე 72 წლის პენსიონერი, შშმ პირის სტატუსის მქონე იოსებ ხეოშვილი 5 000 ლარით დააჯარიმა.

შშმ პირის სტატუსი ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით, პატიმრობას გამორიცხავს.

იოსებ ხეოშვილის წინააღმდეგ შსს-მ სულ ხუთი საქმე აღძრა, საქმეების განხილვა სხვადასხვა დროს, სხვადასხვა მოსამართლესთან გაიმართა. ის ერთხელ უკვე დაჯარიმებულია 5 000 ლარით - ჯამში 10 000 ლარის ჯარიმა აქვს გადასახდელი.

იოსებ ხეოშვილი მარტოხელაა, ჰყავს მხოლოდ დეიდა, რომელთან ერთადაც ცხოვრობს, ჯანმრთელობის თანმდევი პრობლემების გამო, გადაადგილება უჭირს.

დღევანდელ, 7 ნოემბრის სხდომაზე, მას კონკრეტულად ედავებოდნენ 24-25 ოქტომბერს გზის გადაკეტვას.

„მე არ ვიძახი, რომ გზის გადაკეტვაში არ მიმიღია მონაწილეობა. არის შემთხვევა, როცა მე უკვე გადაკეტილ გზაზე გადავედი...“ - თქვა იოსებ ხეოშვილმა სასამართლო სხდომაზე.

შსს-ს იურისტის, თამთა ქიმბარიშვილის სიტყვებით, კამერების ჩანაწერებიდანაც კარგად ჩანს, რომ იოსებ ხეოშვილი ხალხის ნაკადთან ერთად გადადის გზის სავალ ნაწილზე და იქ რჩება 22-23 წუთის განმავლობაში, ანუ 15-წუთიანი ლოდინის დრო, რასაც პოლიციელები აძლევენ, გასულიაო.

„ვიცით, რომ ვერ დავაპატიმრებთ, ამიტომ ვითხოვთ მის დაჯარიმებას“, - თქვა თამთა ქიმბარიშვილმა.

ადვოკატი ვერიკო გაგუა მოსამართლეს მოუწოდებდა, გამოეყენებინა ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 22-ე მუხლი და იოსებ ხეოშვილისთვის მხოლოდ შენიშვნა გამოეცხადებინა.

72 წლის პენსიონერი რამდენჯერმე დააკავეს, პირველად, როცა პროტესტის ნიშნად რუსთაველის გამზირზე გადავიდა და ქუჩაზე დაწვა. ის პოლიციამ დაუმორჩილებლობის მუხლით დააკავა, რა დროსაც ფეხსაცმელები გაძვრა. მან იზოლატორში მთელი ღამე ფეხშიშველმა გაატარა.

დღესვე მოსამართლე კობა ჩაგინავამ 1-დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა შეუფარდა მანამდე გზის გადაკეტვის საბაბით დაკავებულ კოკო მიქაიას.

განახლებული კანონმდებლობით, აქციაზე გზის გადაკეტვისთვის პირველ ჯერზე ადმინისტრაციული პატიმრობა განიხილება სასჯელად, განმეორების შემთხვევაში კი სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა დგება.

Читайте на сайте


Smi24.net — ежеминутные новости с ежедневным архивом. Только у нас — все главные новости дня без политической цензуры. Абсолютно все точки зрения, трезвая аналитика, цивилизованные споры и обсуждения без взаимных обвинений и оскорблений. Помните, что не у всех точка зрения совпадает с Вашей. Уважайте мнение других, даже если Вы отстаиваете свой взгляд и свою позицию. Мы не навязываем Вам своё видение, мы даём Вам срез событий дня без цензуры и без купюр. Новости, какие они есть —онлайн с поминутным архивом по всем городам и регионам России, Украины, Белоруссии и Абхазии. Smi24.net — живые новости в живом эфире! Быстрый поиск от Smi24.net — это не только возможность первым узнать, но и преимущество сообщить срочные новости мгновенно на любом языке мира и быть услышанным тут же. В любую минуту Вы можете добавить свою новость - здесь.




Новости от наших партнёров в Вашем городе

Ria.city
Музыкальные новости
Новости России
Экология в России и мире
Спорт в России и мире
Moscow.media






Топ новостей на этот час

Rss.plus





СМИ24.net — правдивые новости, непрерывно 24/7 на русском языке с ежеминутным обновлением *