Добавить новость
World News in Georgian
Новости сегодня

Новости от TheMoneytizer

მოსკოვში გაურკვეველ ვითარებაში გარდაიცვალა სერბეთის თავდაცვითი კომპანიის წარმომადგენელი

მოსკოვში გაურკვეველ ვითარებაში გარდაიცვალა სერბეთის სახელმწიფო თავდაცვითი კომპანიის „იუგოიმპორტ-СДПР“-ის წარმომადგენელი რადომირ კურტიჩი. ამის შესახებ, წყაროებზე დაყრდნობით, იუწყება სერბული მედია, კერძოდ - "РТС"-ი და "ბლიცი". კურტიჩი გარდაიცვალა 17 ნოემბერს, მაგრამ ცნობები მისი გარდაცვალების შესახებ მხოლოდ ახლა გამოჩნდა. სამშაბათს საღამოს მომხდარზე კომენტარი გააკეთა სერბეთის პრეზიდენტმა ალექსანდრ ვუჩიჩმა.

გამოცემა "ბლიცი“ წერს, რომ „გარდაცვალება საეჭვო ხასიათისაა“ და რომ სერბეთის პრეზიდენტი ამის თაობაზე ინფორმირებული იყო. გამოცემა აგრეთვე მიუთითებს, რომ რუსეთის მხარეს ჯერჯერობით სერბეთისთვის არ მიუწოდებია სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნა.

ვრცელდება ცნობა, რომ სერბეთის სპეცსამსახურებმა ვუჩიჩს მიაწოდეს ანგარიში რადომირ კურტიჩის „საეჭვო გარდაცვალებაზე“. გავრცელებული ინფორმაციით, ის მოსკოვის ქუჩაში მოულოდნელად გარდაიცვალა. სიკვდილის ოფიციალური მიზეზი უცნობია. „ბლიცის“ თანახმად, კურტიჩის სიკვდილის შემდეგ, კომპანია „იუგოიმპორტის“ წარმომადგენლები გაემგზავრნენ მოსკოვში და კომპანიის ოფისში აღმოაჩინეს, რომ დაკარგულია დიდი რაოდენობით დოკუმენტები, აგრეთვე კომპიუტერების მყარი დისკები.

გამოცემა წერს, რომ „უსაფრთხოების სამსახურების და „იუგოიმპორტის“ წარმომადგენლებთან შეხვედრაზე სერბეთის პრეზიდენტმა განაცხადა, არავინ უნდა დავადანაშაულოთ, სანამ არ მივიღებთ წონიან მტკიცებულებებს, მაგრამ ვითხოვთ ყველა აუცილებელი ინფორმაციის მოწოდებას რუსეთის სახელმწიფოსა და სპეცსამსახურებისგან“.

16 დეკემბერს, საღამოს ალექსანდრ ვუჩიჩმა დაადასტურა, რომ რადომირ კურტიჩის გარდაცვალებაზე პასუხს რუსეთის სპეცსამსახურებიდან ელოდება. აგრეთვე განაცხადა, რომ იბრძოლებს სიმართლის დასადგენად, მაგრამ არ სურს ამ თემაზე სპეკულაცია:

„ვიცი, რომ დაიკარგა მყარი დისკები და სხვა ნივთები, მაგრამ ეს აუცილებლად რომელიღაც მოვლენას არ უნდა დავუკავშიროთ. ჯერჯერობით ექსპერტ-კრიმინალისტებისგან არაფერი მიგვიღია. ლაპარაკია ჩვენს მოქალაქეზე. თუმცა, ეჭვებისა და შეთქმულების თეორიების გავრცელება არ შემიძლია“, - განაცხადა ვუჩიჩმა.

რუსეთის მედიას კურტიჩის სიკვდილზე სახელმწიფო ორგანოების რეაქციები ჯერ არ გაუვრცელებია.

„იუგოიმპორტი“ იარაღით, თავდაცვითი ტექნიკითა და ტექნოლოგიებით ვაჭრობს. გამოცემა "РТС"-ი მას რეგიონის უმსხვილეს თავდაცვით კომპანიად მოიხსენიებს.

მაისში რუსეთის საგარეო დაზვერვის სამსახურმა სერბეთის თავდაცვითი კომპანიები დაადანაშაულა უკრაინისთვის საბრძოლო მასალების მიწოდებაში, ბელგრადის მიერ ოფიციალურად გამოცხადებული ნეიტრალიტეტის მიუხედავად.

რუსეთის საგარეო დაზვერვის ცნობა გამოქვეყნდა სათაურით „სერბეთის სამხედრო წარმოება რუსეთისთვის ზურგში სროლას ცდილობს“. ტექსტში ნათქვამი იყო, რომ „დასავლეთის მიერ გაჩაღებულ ომში სერბეთის თავდაცვითი წარმოების წვლილი“ ფასდება „მრავალჯერადი გაშვების სარაკეტო სისტემის ასობით ათასი ჭურვითა და ჰაუბიცით, აგრეთვე ცეცხლსასროლი იარაღის მილიონი პატრონით“. სერბეთის ხელისუფლებამ განაცხადა, რომ საბრძოლო მასალას უკრაინას პირდაპირ არ აწვდიან, მაგრამ ჰყიდიან მას ევროპის ქვეყნებშ, რომლებსაც შეუძლიათ ეს მასალა სურვილისამებრ განკარგონ.

Читайте на сайте


Smi24.net — ежеминутные новости с ежедневным архивом. Только у нас — все главные новости дня без политической цензуры. Абсолютно все точки зрения, трезвая аналитика, цивилизованные споры и обсуждения без взаимных обвинений и оскорблений. Помните, что не у всех точка зрения совпадает с Вашей. Уважайте мнение других, даже если Вы отстаиваете свой взгляд и свою позицию. Мы не навязываем Вам своё видение, мы даём Вам срез событий дня без цензуры и без купюр. Новости, какие они есть —онлайн с поминутным архивом по всем городам и регионам России, Украины, Белоруссии и Абхазии. Smi24.net — живые новости в живом эфире! Быстрый поиск от Smi24.net — это не только возможность первым узнать, но и преимущество сообщить срочные новости мгновенно на любом языке мира и быть услышанным тут же. В любую минуту Вы можете добавить свою новость - здесь.




Новости от наших партнёров в Вашем городе

Ria.city
Музыкальные новости
Новости России
Экология в России и мире
Спорт в России и мире
Moscow.media






Топ новостей на этот час

Rss.plus





СМИ24.net — правдивые новости, непрерывно 24/7 на русском языке с ежеминутным обновлением *