Добавить новость
World News in Georgian
Новости сегодня

Новости от TheMoneytizer

თამარ მეარაყიშვილს ოკუპირებულ ცხინვალში 2-თვიანი პატიმრობა შეუფარდეს

ოკუპირებილი ცხინვალის ე.წ სასამართლომ სამოქალაქო აქტივისტს თამარ მეარაყიშვილს "ორთვიანი წინასწარი პატიმრობა შეუფარდა", ამის შესახებ მისმა ადვოკატმა ალან ბაზაევმა განაცხადა. გამოცემა „საპას“ ცნობით, ადვოკატი გადაწყვეტილების გასაჩივრებას გაასაჩივრებს.

ადგილობრივი მედიის ცნობით, „თამარის მიერ სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ ერთ-ერთ ფოტოზე სპეცსამსახურების თანამშრომლებმა სტრატეგიული ობიექტი შენიშნეს“ - მეარაყიშვილს „საქართველოს სასარგებლოდ ჯაშუშობაში ადანაშაულებენ“.

"სასამართლოს" სხდომა დახურულ რეჟიმში ჩატარდა, ჟურნალისტებსა და თამარის ოჯახს სასამართლო დარბაზში შესვლის უფლება არ მისცეს. მეარაყიშვილს მშობლებს თამარასთან შეხვედრის უფლებაც არ მისცეს.

მეარაყიშვილი "დანაშაულს" არ აღიარებს და განაგრძობს წინა დღით დაწყებულ შიმშილობას. ის მხოლოდ წყალს სვამს მედიკამენტების მიღებისას.

დაპატიმრებამდე მეარაყიშვილმა თავის ფეისბუკის გვერდზე გამოქვეყნებულ ვიდეოში დააანონსა ცხინვალის ცენტრში საპროტესტო აქცია და ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის ე.წ. პრეზიდენტ ალან გაგლოევთან შეხვედრა მოითხოვა.

ოკუპურებული რეგიონში სოციალური ქსელების მომხმარებლები წერენ, რომ მეარაყიშვილის წინააღმდეგ ბრალდებები შეთითხნილია. დაკავების ფაქტის დადასტურების შემდეგ საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა განაცხადა, რომ „ამ საკითხთან დაკავშირებით ინტენსიური კომუნიკაცია მიმდინარეობს“.

წლებია, ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის დე ფაქტო ხელისუფლება თამარ მეარაყიშვილს დევნის. მისთვის ჩამორთმეული ჰქონდათ ოკუპირებული ცხინვალის რეგიონიდან გასვლისთვის საჭირო დოკუმენტები და ტერიტორიის დატოვება აკრძალული ჰქონდა.

Читайте на сайте


Smi24.net — ежеминутные новости с ежедневным архивом. Только у нас — все главные новости дня без политической цензуры. Абсолютно все точки зрения, трезвая аналитика, цивилизованные споры и обсуждения без взаимных обвинений и оскорблений. Помните, что не у всех точка зрения совпадает с Вашей. Уважайте мнение других, даже если Вы отстаиваете свой взгляд и свою позицию. Мы не навязываем Вам своё видение, мы даём Вам срез событий дня без цензуры и без купюр. Новости, какие они есть —онлайн с поминутным архивом по всем городам и регионам России, Украины, Белоруссии и Абхазии. Smi24.net — живые новости в живом эфире! Быстрый поиск от Smi24.net — это не только возможность первым узнать, но и преимущество сообщить срочные новости мгновенно на любом языке мира и быть услышанным тут же. В любую минуту Вы можете добавить свою новость - здесь.




Новости от наших партнёров в Вашем городе

Ria.city
Музыкальные новости
Новости России
Экология в России и мире
Спорт в России и мире
Moscow.media






Топ новостей на этот час

Rss.plus





СМИ24.net — правдивые новости, непрерывно 24/7 на русском языке с ежеминутным обновлением *