Добавить новость
World News in Georgian
Новости сегодня

Новости от TheMoneytizer

პროდუქციის თვითღირებულებიდან დახლამდე საშუალო ფასნამატი 90%-მდეა - ეკონომიკის მინისტრის მოადგილე

ეკონომიკის მინისტრის მოადგილის ვახტანგ ცინცაძის გაცხადებით, საქართველოში "სავაჭრო მიწოდების ჯაჭვებში ფასნამატი საკმაოდ მაღალია". მისი თქმით, პროდუქციის თვითღირებულებიდან დახლამდე საშუალო ფასნამატი, დაახლოებით, 90%-ს შეადგენს. ამის შესახებ, მან პროსახელისულებო ტელეკომპანია "იმედთან" კომენტარში განაცხადა.

მისი სიტყვებით "მაღალია ფასთა შორის სხვაობა ქართულ და ევროპულ ქსელურ მარკეტებთან შედარებით, კერძოდ შესადარის პროდუქტებზე ღირებულება საქართველოში 20-დან 180%-მდე უფრო მაღალია", - ცინცაძის თანახმად მსგავსი "გამოწვევა" ევროპის ქვეყნებშიც არსებობდა და "მას სხვადასხვა ქვეყნებმა სხვადასხვა ადეკვატური მექანიზმებით უპასუხეს. ჩვენი მიზანია, რომ ეს საკითხი სიღრმისეულად შევისწავლოთ, რათა გამოწვევას შესაბამისი ადეკვატური მექანიზმებით ვუპასუხოთ".

მანამდე „ქართული ოცნების“ მთავრობის მეთაურმა ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ ქვეყანაში სასურსათო ფასების სიძვირეს, - ევროპულთან შედარებით, - განაპირობებს მაღალი ფასნამატი და მოგების მაღალი მარჟები.

მან საგამოძიებო უწყებებს მოუწოდა, შეისწავლონ ეს საკითხი; ასევე მოითხოვა საპარლამენტო საგამოძიებო კომისიის შექმნაც.

კობახიძის თანახმად, საზოგადოება ხშირად გამოხატავს წუხილს იმის გამო, რომ ქართულ სუპერმარკეტებში სასურსათო პროდუქციის ფასები ევროპულ ფასებს მნიშვნელოვნად აღემატება.

მისი თქმით, მთავრობამ შეარჩია რამდენიმე ძირითადი სასურსათო პროდუქტი, შეადარა საქართველოსა და ევროპის სხვადასხვა ქვეყანაში ამ პროდუქტების ფასები და გააანალიზა ფასნამატის სტრუქტურა, მათ შორის ქსელური მარკეტების სავაჭრო პრაქტიკა და დაასკვნა - „ქართულ და ევროპულ ფასებს შორის სხვაობა მართლაც საკმაოდ დიდია“.

ირაკლი კობახიძეს გამოეხმაურა სადავო პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი და განაცხადა, რომ საგაზაფხულო სესიის გახსნისთანავე პარლამენტი შექმნის სპეციალურ კომისიას სასურსათო ფასების შესახებ.

ეკონომისტების ნაწილი აცხადებს, რომ პროდუქტების ფასების, - და, ზოგადად, სამომხმარებლო ფასების, - ზრდის მიზეზი არის ხელისუფლების არასწორი ფულად-საკრედიტო პოლიტიკა.ამჟამად საქართველოში ინფლაცია 4.8%-ია.2023 წლის თებერვალში მაშინდელმა პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ეკონომიკის სამინისტროს დაავალა, მოემზადებინა კანონპროექტი, რომელიც ბაზარზე ფასებს დაარეგულირებდა.„იმპორტიორებს ექნებათ განსაზღვრული მარჟები, ფასნამატები და ასევე რითეილს ექნება თავისი განსაზღვრული წესები. ეს არის გამოსავალი, რაც ამ მოკლე ორ კვირიანი მუშაობის შედეგად გამოიკვეთა“, - განაცხადა მან.საკითხს პარლამენტში მსვლელობა არ მისცემია.

Читайте на сайте


Smi24.net — ежеминутные новости с ежедневным архивом. Только у нас — все главные новости дня без политической цензуры. Абсолютно все точки зрения, трезвая аналитика, цивилизованные споры и обсуждения без взаимных обвинений и оскорблений. Помните, что не у всех точка зрения совпадает с Вашей. Уважайте мнение других, даже если Вы отстаиваете свой взгляд и свою позицию. Мы не навязываем Вам своё видение, мы даём Вам срез событий дня без цензуры и без купюр. Новости, какие они есть —онлайн с поминутным архивом по всем городам и регионам России, Украины, Белоруссии и Абхазии. Smi24.net — живые новости в живом эфире! Быстрый поиск от Smi24.net — это не только возможность первым узнать, но и преимущество сообщить срочные новости мгновенно на любом языке мира и быть услышанным тут же. В любую минуту Вы можете добавить свою новость - здесь.




Новости от наших партнёров в Вашем городе

Ria.city
Музыкальные новости
Новости России
Экология в России и мире
Спорт в России и мире
Moscow.media






Топ новостей на этот час

Rss.plus





СМИ24.net — правдивые новости, непрерывно 24/7 на русском языке с ежеминутным обновлением *