Добавить новость
World News in Georgian
Новости сегодня

Новости от TheMoneytizer

ევროკავშირი, საფრანგეთი, გერმანია გმობენ აშშ-ის მხრიდან ვიზების აკრძალვას

ევროკავშირმა, საფრანგეთმა და გერმანიამ დაგმეს აშშ-ის მხრიდან ვიზების გაცემის აკრძალვა ევროკავშირის ქვეყნების მოქალაქეებზე, რომლებიც ებრძვიან ინტერნეტში სიძულვილის და დეზინფორმაციის გავრცელებას. ბრიუსელი აცხადებს, რომ ამ "გაუმართლებელ ზომებს" შესაძლოა "სწრაფად და გადამწყვეტად" უპასუხოს.

აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის ადმინისტრაციამ 23 დეკემბერს ვიზების გაცემა აკრძალა ევროკავშირის ქვეყნების ხუთ მოქალაქეზე, მათ შორის ევროკავშირის ყოფილ კომისარზე, ფრანგ ტიერი ბრეტონზე - რომელსაც აშშ ადანაშაულებს სიტყვის თავისუფლების ცენზურისთვის მუშაობაში, ან ზედმეტად მკაცრი წესების შემოღებით უსამართლო მოპყრობაში აშშ-ის ტექნოლოგიური კომპანიების მიმართ.

ევროკომისიის პრესმდივანმა განაცხადა, რომ "მძლავრად გმობს აშშ-ის გადაწყვეტილებას" და დასძინა - "გამოხატვის თავისუფლება ევროპაში ფუნდამენტური უფლებაა და საზიარო ღირებულება აშშ-სთან, მთელი დემოკრატიული სამყაროს მასშტაბით".

სააგენტო Reuters-ის შეფასებით, ვიზების აკრძალვა, სავარაუდოდ, კიდევ უფრო გააღრმავებს უთანხმოებას ვაშინგტონსა და ევროპის ზოგიერთ დედაქალაქს შორის ისეთ საკითხებზე, როგორებიცაა სიტყვის თავისუფლება, თავდაცვა, იმიგრაცია, ულტრამემარჯვენეთა პოლიტიკა, ვაჭრობა და რუსეთის მიერ უკრაინაში წარმოებული ომი.

რამდენიმე კვირით ადრე აშშ-ის სახელმწიფო უსაფრთხოების სტრატეგიის დოკუმენტში გამოთქმული იყო გაფრთხილება, რომ ევროპა "ცივილიზაციური წაშლის" საფრთხის წინაშეა და აშშ-ის სანდო მოკავშირედ დასარჩენად მან კურსი უნდა შეცვალოს.

ბრეტონი იყო ერთ-ერთი შემოქმედი ევროკავშირის ციფრული მომსახურების აქტისა - მნიშვნელოვანი კანონმდებლობის, რომელიც, როგორც აცხადებენ, მიზნად ისახავს ინტერნეტის უსაფრთხოების გაზრდას, და რომელიც აშშ-ის ოფიციალურ პირებში გაღიზიანებას იწვევს.

მათი გაღიზიანება გაამძაფრა მიმდინარე თვეში ბრიუსელის მიერ მილიარდერ ილონ მასკის პლატფორმა X-სთვის დაწესებულმა სანქციამ - პლატფორმა 120 მილიონი ევროთი დაჯარიმდა, ონლაინ გავრცელებული შინაარსის წესების დარღვევის გამო. მასკსა და ბრეტონს შორის ბევრჯერ მოხდა კონფლიქტი ევროკავშირის ტექნოლოგიური რეგულირების გარშემო - მასკმა ბრეტონს "ევროპის ტირანიც" კი უწოდა.

ტიერი ბრეტონის გარდა აშშ-ის მხრიდან სანქცირებული არიან ციფრულ სიძულვილთან მებრძოლი ორგანიზაციის, CCDH-ის ხელმძღვანელი, ბრიტანელი იმრან აჰმედი, „გლობალური დეზინფორმაციის ინდექსის”(GDI) დამფუძნებელი, ბრიტანელი კლერ მელფორდი და გერმანული არასამთავრობო ორგანიზაციის, HateAid-ის წარმომადგენლები ანალენა ფონ ჰოდენბერგი და ჟოზეფინა ბალონი.

Читайте на сайте


Smi24.net — ежеминутные новости с ежедневным архивом. Только у нас — все главные новости дня без политической цензуры. Абсолютно все точки зрения, трезвая аналитика, цивилизованные споры и обсуждения без взаимных обвинений и оскорблений. Помните, что не у всех точка зрения совпадает с Вашей. Уважайте мнение других, даже если Вы отстаиваете свой взгляд и свою позицию. Мы не навязываем Вам своё видение, мы даём Вам срез событий дня без цензуры и без купюр. Новости, какие они есть —онлайн с поминутным архивом по всем городам и регионам России, Украины, Белоруссии и Абхазии. Smi24.net — живые новости в живом эфире! Быстрый поиск от Smi24.net — это не только возможность первым узнать, но и преимущество сообщить срочные новости мгновенно на любом языке мира и быть услышанным тут же. В любую минуту Вы можете добавить свою новость - здесь.




Новости от наших партнёров в Вашем городе

Ria.city
Музыкальные новости
Новости России
Экология в России и мире
Спорт в России и мире
Moscow.media






Топ новостей на этот час

Rss.plus





СМИ24.net — правдивые новости, непрерывно 24/7 на русском языке с ежеминутным обновлением *