Добавить новость
World News in Georgian
Новости сегодня

Новости от TheMoneytizer

რუსეთში მღვდელი დააჯარიმეს, პუტინის "შეშლილ მანიაკთან" შედარების გამო

რუსეთში, კრასნოდარის მხარეში, სლავიანსკი-ყუბანის სასამართლომ მართლმადიდებელი ეკლესიის არაკანონიკურ ტაძარში მომსახურე მღვდელი, ილია სიგიდა დააჯარიმა პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინის შედარებისთვის "შეშლილ მანიაკთან" და კანიბალთან. სასულიერო პირი სახელმწიფოსადმი უპატივცემულობაში დაადანაშაულეს და ჯარიმის სახით 40 ათასი რუბლის (დაახლოებით 500 დოლარი) გადახდა დააკისრეს.

ადმინისტრაციულ საქმეზე გადაწყვეტილება მიიღეს 18 დეკემბერს, თუმცა მედიაში ეს ცნობა 24 დეკემბერს გავრცელდა. საქმის მასალების თანახმად, სიგიდამ კანონის დარღვევის და ზემოთხსენებული შედარებების შემცველი სტატია განათავსა რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის არქიეპისკოპოსის, ვიქტორ პივოვაროვის ვებსაიტზე. ეს ტექსტი ამჟამად ხელმისაწვდომი არ არის.

23 დეკემბერს სასამართლომ კიდევ ორი ადმინისტრაციული საქმე განიხილა სიგიდასთან მიმართებით, ამ საქმეების დეტალები ჯერჯერობით უცნობია. მანამდე ვრცელდებოდა ცნობები, რომ ინტერნეტში სახელმწიფოს შეურაცხყოფის სამი ეპიზოდის გარდა, მას ედავებოდნენ რუსეთის არმიის "დისკრედიტაციას" და "ნაციზმის რეაბილიტაციას".

სლავიანსკი-ყუბანში ეკლესიის მსახური 27 ნოემბერს, ძალის გამოყენებით დააკავეს შეიარაღებულმა პირებმა, რომლებსაც სახეები ნიღბებით ჰქონდათ დაფარული. შემდეგ დღეს იგი შინაპატიმრობაში მოათავსეს.

ილია სიგიდა არის თანაშემწე რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის არქიეპისკოპოსის, ვიქტორ პივოვაროვის - რომელიც წარსულში ორჯერაა დაჯარიმებული არმიის "დისკრედიტაციის" მუხლით. თავად სიგიდა უკვე დაპატიმრებული იყო "პოლიციისადმი დაუმორჩილებლობის" ბრალდებით.

რადიო თავისუფლების რუსული სამსახური ავრცელებს ერთ-ერთი თვითმხილველის სიტყვებს - რომ მან სიგიდა სასამართლოს შენობასთან ნახა, დაკავებული დედასთან ერთად იყო, თმა და წვერი მოპარსული ჰქონდა, ანაფორა - დახეული.

რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის გარდა - რომლის კანონიკურობას (კანონიერებას) აღიარებს ყველა სხვა ადგილობრივი მართლმადიდებელი ეკლესია - რუსეთის ტერიტორიაზე მოქმედებს რამდენიმე ალტერნატიული მართლმადიდებელი იურისდიქცია, რომლებიც აცხადებენ, რომ საპატრიარქოსგან დამოუკიდებლები არიან.

Читайте на сайте


Smi24.net — ежеминутные новости с ежедневным архивом. Только у нас — все главные новости дня без политической цензуры. Абсолютно все точки зрения, трезвая аналитика, цивилизованные споры и обсуждения без взаимных обвинений и оскорблений. Помните, что не у всех точка зрения совпадает с Вашей. Уважайте мнение других, даже если Вы отстаиваете свой взгляд и свою позицию. Мы не навязываем Вам своё видение, мы даём Вам срез событий дня без цензуры и без купюр. Новости, какие они есть —онлайн с поминутным архивом по всем городам и регионам России, Украины, Белоруссии и Абхазии. Smi24.net — живые новости в живом эфире! Быстрый поиск от Smi24.net — это не только возможность первым узнать, но и преимущество сообщить срочные новости мгновенно на любом языке мира и быть услышанным тут же. В любую минуту Вы можете добавить свою новость - здесь.




Новости от наших партнёров в Вашем городе

Ria.city
Музыкальные новости
Новости России
Экология в России и мире
Спорт в России и мире
Moscow.media






Топ новостей на этот час

Rss.plus





СМИ24.net — правдивые новости, непрерывно 24/7 на русском языке с ежеминутным обновлением *