Добавить новость
World News in Georgian
Новости сегодня

Новости от TheMoneytizer

ბელარუსში სახელმწიფოს ღალატის ბრალდებით გაასამართლეს რუსეთის მხარეს მებრძოლი პირი

ბელარუსში სახელმწიფოს ღალატის და გადაბირებულ მებრძოლად ყოფნის ბრალდებებით გაასამართლეს უკრაინის წინააღმდეგ, რუსეთის მხარეს მებრძოლი პირი, მაქსიმ ზეზიულჩიკი. ამ ცნობას ავრცელებს უფლებადამცველი ინიციატივა DissidentBY.

უკრაინის ტყვეობაში მყოფმა ზეზიულჩიკმა 2023 წელს ინტერვიუ მისცა უკრაინელ ბლოგერს, ვოლოდიმირ ზოლკინს. მან თქვა, რომ რუსეთის მხრიდან უკრაინაში წარმოებულ ომამდე კონტრაქტით მსახურობდა ბელარუსის საგანგებო ოპერაციების ძალებში, შემდეგ კი კერძო საბრძოლო კომპანიაში გადავიდა.

ზეზიულჩიკის თქმით, კერძო საბრძოლო კომპანიაში შესვლა მას ბატალიონის მეთაურის მოადგილემ შესთავაზა, ჯერ კიდევ 2021 წლის დეკემბერში - ორი თვით ადრე, ვიდრე რუსეთი უკრაინაში სრულმასშტაბიან ომს დაიწყებდა. "ჩვენს ჯგუფს ევალებოდა დივერსიული ქმედებები უკრაინის ტერიტორიაზე" - ამბობს ზეზიულჩიკი ამ ინტერვიუში.

გარდა ამისა, ზეზიულჩიკმა თქვა, რომ ბელარუსის და რუსეთის სამართალდამცავი ორგანოების თანამშრომლები, რომლებსაც სამოქალაქო სამოსი ეცვათ, 2020 წელს ომონს ეხმარებოდნენ ბელარუსში დემონსტრაციების დაშლაში.

ფრონტზე მოხვედრის შემდეგ, 2022 წლის სექტემბერში, ზეზიულჩიკი ტყვედ აიყვანა უკრაინის მხარემ. უკრაინის უსაფრთხოების სამსახური ზეზიულჩიკს ბელარუსის უშიშროების მზვერავად მოიხსენიებდა.

უკრაინის სასამართლომ ზეზიულჩიკს 10 წლით მიუსაჯა პატიმრობა, გადაბირებულ სამხედროდ ყოფნის საქმის ფარგლებში. 2024 წელს უკრაინამ ზეზიულჩიკი გადასცა რუსეთს - რომელმაც, DissidentBY-ის თანახმად, იგი ბელარუსში გაგზავნა.

Читайте на сайте


Smi24.net — ежеминутные новости с ежедневным архивом. Только у нас — все главные новости дня без политической цензуры. Абсолютно все точки зрения, трезвая аналитика, цивилизованные споры и обсуждения без взаимных обвинений и оскорблений. Помните, что не у всех точка зрения совпадает с Вашей. Уважайте мнение других, даже если Вы отстаиваете свой взгляд и свою позицию. Мы не навязываем Вам своё видение, мы даём Вам срез событий дня без цензуры и без купюр. Новости, какие они есть —онлайн с поминутным архивом по всем городам и регионам России, Украины, Белоруссии и Абхазии. Smi24.net — живые новости в живом эфире! Быстрый поиск от Smi24.net — это не только возможность первым узнать, но и преимущество сообщить срочные новости мгновенно на любом языке мира и быть услышанным тут же. В любую минуту Вы можете добавить свою новость - здесь.




Новости от наших партнёров в Вашем городе

Ria.city
Музыкальные новости
Новости России
Экология в России и мире
Спорт в России и мире
Moscow.media






Топ новостей на этот час

Rss.plus





СМИ24.net — правдивые новости, непрерывно 24/7 на русском языке с ежеминутным обновлением *