Добавить новость
World News in Georgian
Новости сегодня

Новости от TheMoneytizer

პაპი შობის დღესასწაულის წინ ამბობს, რომ ღარიბებისთვის დახმარებაზე უარის თქმა ღმერთის უარყოფაა

რომის პაპმა, ლეონმა, 24 დეკემბერს, შობის დღესასწაულის დადგომამდე გამართულ მსახურებაზე გაიხსენა, რომ იესოს ბაგაში დაიბადა, რადგან ოჯახს გასაჩერებელი ადგილი არ ჰქონდა - პაპის თქმით, ამ ამბავმა ქრისტიანებს უნდა შეახსენოს, რომ ღარიბების და უცხოების დახმარებაზე უარის თქმა დღეს თავად ღმერთის უარყოფის ტოლფასია. ლეონმა - რომელმაც პაპად არჩევის შემდეგ იმიგრანტებზე და ღატაკებზე ზრუნვა მთავარ საკითხებად აქცია - თქვა, რომ იესოს დაბადება მოწმობს ღმერთის ყოფნას ყოველ ადამიანში. წმინდა პეტრეს ტაძარში წარმოთქმული ამ სიტყვებით რომის პაპი მსოფლიოს 1,4 მილიარდ კათოლიკე ქრისტიანს შობის დღესასწაულში შეუძღვა.

"დედამიწაზე ღმერთის ადგილი არ არის, თუკი არ არის ადგილი ადამიანისთვის. ერთის უარყოფა მეორის უარყოფაა" - თქვა პაპმა მსახურებაზე, რომელსაც ტაძარში 6000-მდე ადამიანი ესწრებოდა.

აშშ-ში დაბადებული პაპი, ლეონი, პირველ შობის დღესასწაულს ზეიმობს მას მერე, რაც მაისში ის ვატიკანში პაპად აირჩიეს, პაპი ფრანცისკეს გარდაცვალების შემდეგ. ლეონმა - რომელიც აკრიტიკებს აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის მკაცრ პოლიტიკას იმიგრანტების მიმართ - მოიტანა პაპ ბენედიქტე XVI-ის ციტატა, რომ მსოფლიოს არ ანაღვლებს ბავშვები, ღარიბები და უცხოელები.

"მაშინ, როცა გამრუდებული ეკონომიკა გვიბიძგებს ადამიანებს უბრალოდ საქონელივით მოვექცეთ, ღმერთი ხდება ჩვენი მსგავსი და ააშკარავებს ყოველი ადამიანის უსასრულო ღირსებას" - თქვა ლეონმა.

"სადაც ადამიანის ადგილია, იქ ღმერთის ადგილიცაა" - თქვა პაპმა. "ბაგაც კი შეიძლება უფრო საკრალური იყოს, ვიდრე ტაძარი".

ტაძრის ეზოში 5000-მდე ადამიანი მსახურებას იქვე დამონტაჟებულ ეკრანებზე ადევნებდა თვალს. რომში ამ დროს ძლიერი წვიმა მოდიოდა, მორწმუნეებს ქოლგები ეჭირათ.

მსახურების დაწყებამდე 70 წლის პაპი ტაძრის ეზოში გავიდა მორწმუნეებთან შესახვედრად. "აღფრთოვანებული ვარ თქვენით, პატივს გცემთ და მადლობას გიხდით თქვენი გამბედაობისთვის და სურვილისთვის ამ საღამოს აქ ყოფილიყავით" - თქვა პაპმა - "ასეთ ამინდშიც კი".

25 დეკემბერს პაპი საშობაო წირვას ჩაატარებს და წარმოთქვამს ტრადიციულ სიტყვას Urbi et Orbi ("ქალაქსა და მსოფლიოს").

Читайте на сайте


Smi24.net — ежеминутные новости с ежедневным архивом. Только у нас — все главные новости дня без политической цензуры. Абсолютно все точки зрения, трезвая аналитика, цивилизованные споры и обсуждения без взаимных обвинений и оскорблений. Помните, что не у всех точка зрения совпадает с Вашей. Уважайте мнение других, даже если Вы отстаиваете свой взгляд и свою позицию. Мы не навязываем Вам своё видение, мы даём Вам срез событий дня без цензуры и без купюр. Новости, какие они есть —онлайн с поминутным архивом по всем городам и регионам России, Украины, Белоруссии и Абхазии. Smi24.net — живые новости в живом эфире! Быстрый поиск от Smi24.net — это не только возможность первым узнать, но и преимущество сообщить срочные новости мгновенно на любом языке мира и быть услышанным тут же. В любую минуту Вы можете добавить свою новость - здесь.




Новости от наших партнёров в Вашем городе

Ria.city
Музыкальные новости
Новости России
Экология в России и мире
Спорт в России и мире
Moscow.media






Топ новостей на этот час

Rss.plus





СМИ24.net — правдивые новости, непрерывно 24/7 на русском языке с ежеминутным обновлением *