Добавить новость
World News in Georgian
Новости сегодня

Новости от TheMoneytizer

აბრამოვიჩი "ჩელსის" თანხებს უკრაინას არ გადასცემს, სანამ ჯერსიში არ შეწყვეტენ მის წინააღმდეგ გამოძიებას

რუსი მილიარდერის, რომან აბრამოვიჩის წარმომადგენლებმა განაცხადეს, რომ საფეხბურთო კლუბ „ჩელსის“ გაყიდვიდან მიღებული შემოსავალი უკრაინის მხარდამჭერ საქველმოქმედო ორგანიზაციას მანამდე არ გადაეცემა, სანამ ბრიტანეთის კუნძულ ჯერსის ხელისუფლება ბიზნესმენის წინააღმდეგ გამოძიებას შეწყვეტს.

„The Times“-ის ცნობით, კლუბის გაყიდვიდან მიღებული შემოსავალი დაახლოებით 1,5 მილიარდ გირვანქა სტერლინგს შეადგენს. გაზეთის ცნობით, აბრამოვიჩი აპირებს უგულებელყოს ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრის, კირ სტარმერის მოთხოვნა, რომ „ჩელსის“ გარიგებიდან მიღებული მთელი შემოსავალი დათმოს.

„The Times“ ასევე იუწყება, რომ მილიარდერმა სასამართლოში თავის წარმომადგენლად იურისტების გუნდი დაიქირავა. მათ შორისაა ერიკ ჰერშმანი, აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის ყოფილი მრჩეველი. გაზეთის ცნობით, აბრამოვიჩი დაახლოებით 2,5 მილიონი გირვანქის ოდენობის საპასუხო სარჩელის შეტანას გეგმავს.

„ჩელსის“ გაყიდვიდან მიღებული შემოსავალი, რომელიც 2 მილიარდ გირვანქაზე მეტს შეადგენს, ასევე 150 მილიონი გირვანქის ოდენობის პროცენტები, 2022 წლიდან გაყინულია აბრამოვიჩის კომპანია Fordstam Ltd.-ის საბანკო ანგარიშზე.

ჯერსის სასამართლოებმა მთლიანობაში გაყინეს ბიზნესმენის აქტივები, რომელთა ჯამური ღირებულება ხუთ მილიარდ გირვანქაზე მეტია. ეს ფულის გათეთრების გამოძიებებსა და სანქციებს უკავშირდება. აბრამოვიჩის წარმომადგენლები აცხადებენ, რომ მიმდინარე სასამართლო პროცესები და აქტივების გაყინვა ბლოკავს უკრაინისთვის თანხების გაცემის სამართლებრივ მექანიზმს.

Читайте на сайте


Smi24.net — ежеминутные новости с ежедневным архивом. Только у нас — все главные новости дня без политической цензуры. Абсолютно все точки зрения, трезвая аналитика, цивилизованные споры и обсуждения без взаимных обвинений и оскорблений. Помните, что не у всех точка зрения совпадает с Вашей. Уважайте мнение других, даже если Вы отстаиваете свой взгляд и свою позицию. Мы не навязываем Вам своё видение, мы даём Вам срез событий дня без цензуры и без купюр. Новости, какие они есть —онлайн с поминутным архивом по всем городам и регионам России, Украины, Белоруссии и Абхазии. Smi24.net — живые новости в живом эфире! Быстрый поиск от Smi24.net — это не только возможность первым узнать, но и преимущество сообщить срочные новости мгновенно на любом языке мира и быть услышанным тут же. В любую минуту Вы можете добавить свою новость - здесь.




Новости от наших партнёров в Вашем городе

Ria.city
Музыкальные новости
Новости России
Экология в России и мире
Спорт в России и мире
Moscow.media






Топ новостей на этот час

Rss.plus





СМИ24.net — правдивые новости, непрерывно 24/7 на русском языке с ежеминутным обновлением *