Добавить новость
World News in Georgian
Новости сегодня

Новости от TheMoneytizer

შიმშილობის ფონზე თამარ მეარაყიშვილი კლინიკაში გადაიყვანეს

სამოქალაქო აქტივისტი, ოკუპირებულ ცხინვალში დაკავებული თამარ მეარაყიშვილი, რომელიც პროტესტის ნიშნად შიმშილობს ჰოსპიტალიზებულია. ინფორმაციას ამის შესახებ ადგილობრივი გამოცემა "საპა", მეარაყიშვილის ადვოკატზე ალან ბაზაევზე დაყრდნობით ავრცელებს.

"ის ნორმალურ განწყობაზეა, მაგრამ ძლიერ სისუსტეს გრძნობს", - ამბობს ბაზაევი.

მისი სიტყვებით, თამარი შიმშილობის შეწყვეტას არ აპირებს.

დღეს, 30 დეკემბერს სახალხო დამცველი ლევან იოსელიანი, გამოეხმაურა მეარაყიშვილის დაკავებას და ის შეაფასა უფლებადამცველის გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვად და დე ფაქტო ხელისუფლებას მეარაყიშვილის დაუყოვნებლივ გათავისუფლებისკენ მოუწოდა.

რუსეთის მიერ ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში დაპატიმრებული სამოქალაქო აქტივისტი თამარ მეარაყიშვილი, რომელიც 23 დეკემბრიდან შიმშილობს, „მშრალ შიმშილობაზე“ გადავიდა. მან წყლის მიღებაც შეწყვიტა. ადვოკატი 29 დეკემბერს ამბობდა, რომ მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა გაუარესდა და 10 კილოგრამი დაკარგა.

თამარ მეარაყიშვილი ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის ე.წ. პრეზიდენტ ალან გაგლოევთან შეხვედრას მოითხოვდა, წინააღმდეგ შემთხვევაში ცხინვალის ცენტრში საპროტესტო აქციის გამართვას გეგმავდა.

ის დაანონსებული აქციის წინა ღამით, 22 დეკემბერს, დააკავეს.

ე.წ. სასამართლომ მეარაყიშვილს 2-თვიანი წინასწარი პატიმრობა შეუფარდა.

„ჯაშუშობის“ ბრალებით, მას 10-დან 20 წლამდე პატიმრობა ემუქრება.

წლებია, ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის დე ფაქტო ხელისუფლება თამარ მეარაყიშვილს დევნის. მას ჩამოართვეს ოკუპირებული ცხინვალის რეგიონიდან გასვლისთვის საჭირო დოკუმენტები და ტერიტორიის დატოვება აუკრძალეს.

Читайте на сайте


Smi24.net — ежеминутные новости с ежедневным архивом. Только у нас — все главные новости дня без политической цензуры. Абсолютно все точки зрения, трезвая аналитика, цивилизованные споры и обсуждения без взаимных обвинений и оскорблений. Помните, что не у всех точка зрения совпадает с Вашей. Уважайте мнение других, даже если Вы отстаиваете свой взгляд и свою позицию. Мы не навязываем Вам своё видение, мы даём Вам срез событий дня без цензуры и без купюр. Новости, какие они есть —онлайн с поминутным архивом по всем городам и регионам России, Украины, Белоруссии и Абхазии. Smi24.net — живые новости в живом эфире! Быстрый поиск от Smi24.net — это не только возможность первым узнать, но и преимущество сообщить срочные новости мгновенно на любом языке мира и быть услышанным тут же. В любую минуту Вы можете добавить свою новость - здесь.




Новости от наших партнёров в Вашем городе

Ria.city
Музыкальные новости
Новости России
Экология в России и мире
Спорт в России и мире
Moscow.media






Топ новостей на этот час

Rss.plus





СМИ24.net — правдивые новости, непрерывно 24/7 на русском языке с ежеминутным обновлением *