Добавить новость
World News in Georgian
Новости сегодня

Новости от TheMoneytizer

ლუკაშენკამ შეიწყალა „ექსტრემისტული დანაშაულისთვის“ გასამართლებული კიდევ 20 პატიმარი

ბელარუსის ავტორიტარმა მმართველმა საახალწლოდ შეიწყალა კიდევ 22 პატიმარი.

ლუკაშენკას ოფიციალურ საიტზე დღეს, 30 დეკემბერს გამოქვეყნებული ინფორმაციით, „ჰუმანიტარული მოტივებით“ შეწყალებულია 15 ქალი და 7 მამაკაცი, რომლებმაც „ბრალი აღიარეს, მოინანიეს და სახელმწიფოს მეთაურს შეწყალების შუამდგომლობით მიმართეს“.

20 მათგანი „ექსტრემისტული მიმართულების დანაშაულისთვის“ იყო გასამართლებული.

ბელარუსის ხელისუფლება „ექსტრემისტული მიმართულების დანაშაულისთვის“ მსჯავრდადებულებად, როგორც წესი, მოიხსენიებს პოლიტიკური მოტივებით გასამართლებულებს.

შეწყალებულთა ვინაობა საჯაროდ არ გამოქვეყნებულა.

2025 წლის დასაწყისიდან ლუკაშენკამ აშშ-ის ოფიციალურ პირებთან შეხვედრების შედეგად გაათავისუფლა პოლიტიკური ნიშნით სხვადასხვა დროს დაკავებული ორასამდე პოლიტიკოსი, უფლებადამცველი, აქტივისტი და ჟურნალისტი.

სულ ბოლოს, 13 დეკემბერს ბელარუსში გაათავისუფლეს 120-ზე მეტი პოლიტპატიმარი, მათ შორის მშვიდობის დარგში ნობელის პრემიის ლაურეატი, უფლებადამცველი ალეს ბიალიაცკი, პრეზიდენტობის ყოფილი კანდიდატი ვიქტარ ბაბარიკა და ოპოზიციონერი მარია კოლესნიკავა.

ივნისსა და სექტემბერში გათავისუფლებულთა შორის იყვნენ ბელარუსის ოპოზიციის ლიდერი სიარჰეი ციხანოუსკი და დამოუკიდებელი პროფკავშირების ლიდერები.

თებერვალში პატიმრობიდან გათავისუფლდა რადიო თავისუფლების ბელარუსული სამსახურის ჟურნალისტი ედრეი კუზნჩიკი.

ლუკაშენკას რეჟიმის მიერ პოლიტპატიმრების გათავისუფლების სანაცვლოდ ამერიკის შეერთებულმა შტატებმა სანქციები მოუხსნა ბელარუსის ავიაკომპანია „ბელავიას" და კალიუმის მომპოვებელ კომპანიას.

უფლებადამცველი ორგანიზაციების მონაცემებით, ბელარუსის ციხეებში რჩება ათასზე მეტი პოლიტპატიმარი.

Читайте на сайте


Smi24.net — ежеминутные новости с ежедневным архивом. Только у нас — все главные новости дня без политической цензуры. Абсолютно все точки зрения, трезвая аналитика, цивилизованные споры и обсуждения без взаимных обвинений и оскорблений. Помните, что не у всех точка зрения совпадает с Вашей. Уважайте мнение других, даже если Вы отстаиваете свой взгляд и свою позицию. Мы не навязываем Вам своё видение, мы даём Вам срез событий дня без цензуры и без купюр. Новости, какие они есть —онлайн с поминутным архивом по всем городам и регионам России, Украины, Белоруссии и Абхазии. Smi24.net — живые новости в живом эфире! Быстрый поиск от Smi24.net — это не только возможность первым узнать, но и преимущество сообщить срочные новости мгновенно на любом языке мира и быть услышанным тут же. В любую минуту Вы можете добавить свою новость - здесь.




Новости от наших партнёров в Вашем городе

Ria.city
Музыкальные новости
Новости России
Экология в России и мире
Спорт в России и мире
Moscow.media






Топ новостей на этот час

Rss.plus





СМИ24.net — правдивые новости, непрерывно 24/7 на русском языке с ежеминутным обновлением *