2025 წლის საქართველო შეიძლება იმ სიტყვებითაც აღიწეროს, რომლებიც ყოველ დღეს ისმოდა „ქართული ოცნების“ მთავრობის და ქუჩის პროტესტის ენაში. „სუვერენიტეტი“, „მშვიდობა“, „სტაბილურობა“, „უცხოური ჩარევა“ ერთ მხარეს - „სინდისის პატიმრები“, „უსამართლო სასამართლო“, „აჯანყდი“ და „ბოლომდე“ მეორე მხარეს.