Добавить новость
World News in Georgian
Новости сегодня

Новости от TheMoneytizer

NYT: ვენესუელაში აშშ-ის ოპერაციის შედეგად სულ მცირე 40 ადამიანი დაიღუპა

ვენესუელაში აშშ-ის სამხედრო ოპერაციის შედეგად, სულ მცირე, 40 ადამიანი დაიღუპა - მათ შორის სამხედრო მოსამსახურეები და მშვიდობიანი მოქალაქეები - იტყობინება The New York Times ვენესუელელ მაღალჩინოსანზე დაყრდნობით, რომელმაც გამოცემასთან ანონიმურობის პირობით ისაუბრა.

მანამდე აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ არცერთი ამერიკელი სამხედრო მოსამსახურე არ დაღუპულა, თუმცა რამდენიმე დაიჭრა.

ოპერაციაში სულ 150 ამერიკული თვითმფრინავი მონაწილეობდა. მთელი ოპერაცია კი, NYT-ის ცნობით, ორ საათსა და 20 წუთს გაგრძელდა.

გაზეთის წყაროების ცნობით, მადურო ვენესუელას მთავრობაში ცენტრალური სადაზვერვო სააგენტოს წყაროს დახმარებით დააკავეს, რომელიც ბოლო დღეების განმავლობაში მის ადგილსამყოფელს აკვირდებოდა.

შაბათს, 3 იანვარს, ვენესუელის პრეზიდენტი ნიკოლას მადურო, რომელიც მეუღლესთან, სილია ფლორესთან ერთად, ნარკოტიკებით ვაჭრობის ბრალდებით დააკავეს. ის ნიუ-იორკში გადაიყვანეს. მადურო და ფლორესი ამჟამად წინასწარ პატიმრობაში იმყოფებიან.

ნიუ-იორკის ფედერალურმა მოსამართლემ ახალი ბრალდება გამოაქვეყნა, რომლითაც მადუროს, მის მეუღლეს და კიდევ ოთხ პირს ოთხი ბრალდება წაუყენეს, მათ შორის მათ ბრალი ედებათ „ნარკოტერორიზმსა“ და შეთქმულებაში კოკაინის იმპორტის მიზნით.

აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა 3 იანვარს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ ვენესუელას აშშ უხელმძღვანელებს მანამ, სანამ ძალაუფლების "უსაფრთხო, რიგიანი და კეთილგონიერი" გადაცემა გახდება შესაძლებელი.

ტრამპის თქმით, მადუროს დაპატიმრების შემდეგ აშშ ვენესუელაში მიავლენს აშშ-ის მსხვილ ნავთობკომპანიებს. ამასთან ამ ეტაპზე ძალაში რჩება ემბარგო ვენესუელის ნავთობზე.

Читайте на сайте


Smi24.net — ежеминутные новости с ежедневным архивом. Только у нас — все главные новости дня без политической цензуры. Абсолютно все точки зрения, трезвая аналитика, цивилизованные споры и обсуждения без взаимных обвинений и оскорблений. Помните, что не у всех точка зрения совпадает с Вашей. Уважайте мнение других, даже если Вы отстаиваете свой взгляд и свою позицию. Мы не навязываем Вам своё видение, мы даём Вам срез событий дня без цензуры и без купюр. Новости, какие они есть —онлайн с поминутным архивом по всем городам и регионам России, Украины, Белоруссии и Абхазии. Smi24.net — живые новости в живом эфире! Быстрый поиск от Smi24.net — это не только возможность первым узнать, но и преимущество сообщить срочные новости мгновенно на любом языке мира и быть услышанным тут же. В любую минуту Вы можете добавить свою новость - здесь.




Новости от наших партнёров в Вашем городе

Ria.city
Музыкальные новости
Новости России
Экология в России и мире
Спорт в России и мире
Moscow.media






Топ новостей на этот час

Rss.plus





СМИ24.net — правдивые новости, непрерывно 24/7 на русском языке с ежеминутным обновлением *