Добавить новость
World News in Georgian
Новости сегодня

Новости от TheMoneytizer

ესპანეთი „მკაცრად გმობს“ ვენესუელაში საერთაშორისო სამართლის დარღვევას - პრემიერმინისტრი სანჩესი

ესპანეთმა დაგმო ის, რასაც საერთაშორისო სამართლის დარღვევა უწოდა ვენესუელაში, დაწერა ამ ქვეყნის პრემიერმინისტრმა პედრო სანჩესმა 4 იანვარს, აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის მიერ ვენესუელის პრეზიდენტის ნიკოლას მადუროს დაკავების მიზნით ჩატარებული რეიდის შემდეგ, წერილში, რომელიც მან თავისი სოციალისტური პარტიის წევრებს გაუგზავნა.

სანჩესის წერილში ლაპარაკია „საერთაშორისო სამართლის დარღვევაზე ვენესუელაში, აქტზე, რომელსაც ჩვენ მკაცრად ვგმობთ“.

აშშ-ის პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ მადურო გეგმავდა ნარკოტიკების შეტანას აშშ-ში და უკანონოდ იყო ხელისუფლებაში არჩევნების გაყალბების გამო. მადურო უარყოფს ამ ბრალდებებს, კარაკასის ოფიციალურმა პირებმა მისი გათავისუფლება მოითხოვეს.

ესპანეთში ლათინური ამერიკისა და აშშ-ს გარეთ ვენესუელელი მიგრანტების ყველაზე დიდი რაოდენობა ცხოვრობს და მათ შორის არიან ოპოზიციის მაღალი რანგის ფიგურები.

გაეროს უშიშროების საბჭო ვენესუელის თემაზე 5 იანვარს იმსჯელებს.
გაეროს გენერალური მდივნის, ანტონიუ გუტურეშის წარმომადგენლის თანახმად: ვენესუელის „ეს მოვლენები საშიშ პრეცედენტს წარმოადგენს.“
საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა სხვათა შორის დაწერა, რომ „მომავალი გარდამავალი პერიოდი უნდა იყოს მშვიდობიანი, დემოკრატიული და ვენესუელის ხალხის ნების პატივისცემით აღსავსე…”
გერმანიის კანცლერმა განაცხადა, რომ აშშ-ის ოპერაციის სამართლებრივი შეფასება რთულია და „ჩვენ დროს დავუთმობთ“ მის შეფასებას და დასძინა, რომ გამოყენებული უნდა იქნას საერთაშორისო სამართლის პრინციპები”.

რუსეთმა, ისევე ჩინეთმა დაგმეს აშშ-ის ქმედება ვენესუელის წინააღმდეგ.
ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი კირ სტარმერმა ჯერ ფაქტების დადგენა ისურვა, ტრამპთან საუბარი… “მე ყოველთვის ვამბობ და მჯერა, რომ ყველამ უნდა დავიცვათ საერთაშორისო სამართალი,“ -დასძინა ბრიტანეთის პრემიერმა.
ევროკავშირის საგარეო პოლიტიკურმა ხელმძღვანელმა, კაია კალასმა განაცხადა, რომ "ყველა ვითარებაში დაცული უნდა იყოს საერთაშორისო სამართლის პრინციპები და გაეროს ქარტია. ჩვენ გამოვდივართ თავშეკავებისკენ მოწოდებით."

Читайте на сайте


Smi24.net — ежеминутные новости с ежедневным архивом. Только у нас — все главные новости дня без политической цензуры. Абсолютно все точки зрения, трезвая аналитика, цивилизованные споры и обсуждения без взаимных обвинений и оскорблений. Помните, что не у всех точка зрения совпадает с Вашей. Уважайте мнение других, даже если Вы отстаиваете свой взгляд и свою позицию. Мы не навязываем Вам своё видение, мы даём Вам срез событий дня без цензуры и без купюр. Новости, какие они есть —онлайн с поминутным архивом по всем городам и регионам России, Украины, Белоруссии и Абхазии. Smi24.net — живые новости в живом эфире! Быстрый поиск от Smi24.net — это не только возможность первым узнать, но и преимущество сообщить срочные новости мгновенно на любом языке мира и быть услышанным тут же. В любую минуту Вы можете добавить свою новость - здесь.




Новости от наших партнёров в Вашем городе

Ria.city
Музыкальные новости
Новости России
Экология в России и мире
Спорт в России и мире
Moscow.media






Топ новостей на этот час

Rss.plus





СМИ24.net — правдивые новости, непрерывно 24/7 на русском языке с ежеминутным обновлением *