Добавить новость
World News in Georgian
Новости сегодня

Новости от TheMoneytizer

თეთრი სახლი: აშშ-ის სამხედრო ძალები გრენლანდიაზე დაუფლების შესაძლო ვარიანტს წარმომადგენს

აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი და მისი გუნდი გრენლანდიაზე დაუფლების ვარიანტებს განიხილავენ, განაცხადა 6 იანვარს თეთრმა სახლმა და დასძინა, რომ აშშ-ის სამხედრო ძალების გამოყენება ამ მიზნის მისაღწევად „ყოველთვის შესაძლო ვარიანტს წარმოადგენს.“

ცნობას ამის შესახებ ავრცელებს Reuters-ის სააგენტო, რომლის შეკითხვაზე თეთრმა სახლმა უპასუხა, რომ „პრეზიდენტმა ტრამპმა ცხადად თქვა, რომ გრენლანდიის შეძენა აშშ-ის ეროვნული უსაფრთხოების პრიორიტეტია და სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია არქტიკის რეგიონში ჩვენი მოწინააღმდეგეების შეკავებისთვის. პრეზიდენტი და მისი გუნდი ამ მნიშვნელოვანი საგარეო პოლიტიკური მიზნის მისაღწევად სხვადასხვა ვარიანტს განიხილავს და, რა თქმა უნდა, აშშ-ის სამხედრო ძალების გამოყენება ყოველთვის მეთაურის განკარგულებაში არსებული ვარიანტია“, - წერს თეთრი სახლი.

Reuters-ს მოჰყავს აშშ-ის მაღალი რანგის მოხელის სიტყვები, რომ აშშ-ს მიერ გრენლანდიის მოპოვების საკითხი „არ გამქრალა“ და ტრამპი დაჟინებით ისწრაფვის შეთანხმებისკენ ნატოს ლიდერების წინააღმდეგობის მიუხედავად.”

უფრო ადრე ევროპის ქვეყნების ლიდერებმა დანიის მიმართ სოლიდარობა გამოხატეს გრენლანდიის საკითხი : „გრენლანდია თავის მოსახლეობას ეკუთვნის. მხოლოდ დანიას და გრენლანდიას და მხოლოდ მათ შეუძლიათ მიიღონ გადაწყვეტილებები დანიასა და გრენლანდიასთან დაკავშირებულ საკითხებზე“, - ნათქვამია საფრანგეთის, დიდი ბრიტანეთის, გერმანიის, იტალიის, პოლონეთისა და ესპანეთის ლიდერების მიერ 6 იანვარს გამოქვეყნებულ ერთობლივ განცხადებაში.
კუნძულის მოსახლეობა მხოლოდ 57 000-ია. ტერიტორია არ არის ნატოს დამოუკიდებელი წევრი, მაგრამ მას, როგორც თავის ტერიტორიას, იცავს დანია, რომელიც დასავლური ალიანსის წევრია.

დონალდ ტრამპმა არაერთხელ გამოხატა გრენლანდიაზე კონტროლის მოპოვების სურვილი. მან პირველად ეს იდეა 2019 წელს, პრეზიდენტობის პირველი ვადის დროს გამოთქვა. ტრამპმა განაცხადა, რომ გრენლანდია სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი იყო აშშ-ის სამხედროებისთვის და რომ დანიამ საკმარისი არ გააკეთა მის დასაცავად.
ევროპასა და ჩრდილოეთ ამერიკას შორის გრენლანდიის სტრატეგიული მდებარეობა მას აშშ-ის რაკეტსაწინააღმდეგო თავდაცვის სისტემისთვის მნიშვნელოვან ადგილად აქცევს. კუნძული მდიდარია ასევე სხვადასხვა წიაღისეულით.
მასზე აშშ-სა და დანიას შორის ათწლეულების წინ გაფორმებული შეთანხმებით, აშშ-ს კოსმოსური ძალების ბაზა აქვს კუნძულზე.

Читайте на сайте


Smi24.net — ежеминутные новости с ежедневным архивом. Только у нас — все главные новости дня без политической цензуры. Абсолютно все точки зрения, трезвая аналитика, цивилизованные споры и обсуждения без взаимных обвинений и оскорблений. Помните, что не у всех точка зрения совпадает с Вашей. Уважайте мнение других, даже если Вы отстаиваете свой взгляд и свою позицию. Мы не навязываем Вам своё видение, мы даём Вам срез событий дня без цензуры и без купюр. Новости, какие они есть —онлайн с поминутным архивом по всем городам и регионам России, Украины, Белоруссии и Абхазии. Smi24.net — живые новости в живом эфире! Быстрый поиск от Smi24.net — это не только возможность первым узнать, но и преимущество сообщить срочные новости мгновенно на любом языке мира и быть услышанным тут же. В любую минуту Вы можете добавить свою новость - здесь.




Новости от наших партнёров в Вашем городе

Ria.city
Музыкальные новости
Новости России
Экология в России и мире
Спорт в России и мире
Moscow.media






Топ новостей на этот час

Rss.plus





СМИ24.net — правдивые новости, непрерывно 24/7 на русском языке с ежеминутным обновлением *