Добавить новость
World News in Georgian
Новости сегодня

Новости от TheMoneytizer

ამერიკის ციხეში გარდაიცვალა რუსეთის სასარგებლოდ ჯაშუშობისთვის მსჯავრდადებული ოლდრიჩ ეიმსი

ამერიკის შტატ მერილენდის ციხეში გარდაიცვალა ოლდრიჩ ეიმსი, ცენტრალური სადაზვერვო სამმართველოს (CIA) ყოფილი თანამშრომელი, რომელიც 1990-იან წლებში სსრკ-სა და რუსეთის სასარგებლოდ ჯაშუშობისთვის იყო გასამართლებული. ამერიკულმა მედიამ 84 წლის ეიმსის გარდაცვალების შესახებ აშშ-ის ციხეების ფედერალურ ბიუროზე დაყრდნობით გაავრცელა ინფორმაცია. ის 5 იანვარს გარდაიცვალა. გარდაცვალების მიზეზი არ გახმაურებულა.

The Washington Post-ისა და CBS-ის ცნობით, ეიმსის საქმიანობას მოჰყვა სულ მცირე 10 აგენტის სიკვდილი - ცენტრალური სადაზვერვო სამმართველოს მიერ დაქირავებული საბჭოთა კავშირის სპეცსამსახურების ოფიცრებისა, რომლებსაც სსრკ-ში დახვრეტა მიესაჯათ ღალატის ბრალდებით. ამან ასევე გავლენა მოახდინა CIA-ის 100-ზე მეტ ოპერაციაზე. ეს ითვლება ამერიკული დაზვერვისთვის მის ისტორიაში მიყენებულ ერთ-ერთ ყველაზე სერიოზულ დარტყმად. როგორც თავად ეიმსმა აღიარა სასამართლოში, მან საბჭოთა კგბ-ს მიაწოდა მისთვის ცნობილი თითქმის ყველა CIA-ისა და სსრკ-ში არსებული სხვა ამერიკული და უცხოური სპეცსამსახურების აგენტთა ვინაობა. მან კგბ-სთან თანამშრომლობა 1985 წელს დაიწყო, ამასთან, სხვა მრავალი ორმაგი აგენტისგან განსხვავებით, არა იდეოლოგიური, არამედ ანგარებიანი მოსაზრებებით. აღნიშნავენ, რომ 1994 წლის თებერვალში მისი გამოაშკარავებისა და დაპატიმრების ერთ-ერთი მთავარი ფაქტორი იყო მისი დიდი ხარჯები. იმავე წელს მას სამუდამო პატიმრობა მიესაჯა შეწყალების უფლების გარეშე.

ეიმსის საქმის გამო გადადგა CIA-ის მაშინდელი დირექტორი, ჯეიმს ვულსი, და ამ საქმემ გამოიწვია აშშ-რუსეთის ურთიერთობებში დაძაბულობის დროებითი ზრდა. „გაჩნდა შეკითხვები: თუ რუსეთი ჩვენს წინააღმდეგ ჯაშუშურ საქმიანობას ახორციელებს, არ უნდა გავაუქმოთ ან შევაჩეროთ მისი დახმარება?“ იხსენებდა აშშ-ის მაშინდელი პრეზიდენტი ბილ კლინტონი. მისი სიტყვებით, ის იმ დროს ამის წინააღმდეგი იყო. რუსეთის პრეზიდენტმა ბორის ელცინმა განაცხადა, რომ არ იცოდა ეიმსის საქმიანობის შესახებ.

Читайте на сайте


Smi24.net — ежеминутные новости с ежедневным архивом. Только у нас — все главные новости дня без политической цензуры. Абсолютно все точки зрения, трезвая аналитика, цивилизованные споры и обсуждения без взаимных обвинений и оскорблений. Помните, что не у всех точка зрения совпадает с Вашей. Уважайте мнение других, даже если Вы отстаиваете свой взгляд и свою позицию. Мы не навязываем Вам своё видение, мы даём Вам срез событий дня без цензуры и без купюр. Новости, какие они есть —онлайн с поминутным архивом по всем городам и регионам России, Украины, Белоруссии и Абхазии. Smi24.net — живые новости в живом эфире! Быстрый поиск от Smi24.net — это не только возможность первым узнать, но и преимущество сообщить срочные новости мгновенно на любом языке мира и быть услышанным тут же. В любую минуту Вы можете добавить свою новость - здесь.




Новости от наших партнёров в Вашем городе

Ria.city
Музыкальные новости
Новости России
Экология в России и мире
Спорт в России и мире
Moscow.media






Топ новостей на этот час

Rss.plus





СМИ24.net — правдивые новости, непрерывно 24/7 на русском языке с ежеминутным обновлением *