ირანში გრძელდება მასშტაბური პროტესტი, რომელმაც, უფლებადამცველების თანახმად, 10 დღეში 36 ადამიანის სიცოცხლე შეიწირა. ეკონომიკური პრობლემების გამო დაწყებულ სპონტანურ აქციებს ბოლო დღეებში პოლიტიკური შინაარსის სლოგანები დაემატა - ირანის მმართველთა წინააღმდეგ.