უკრაინას ჯერ არ გადაუწყვეტია, როდის ჩაატარებს საპრეზიდენტო არჩევნებს, თუმცა კრემლი უკვე ცდილობს პროცესზე გავლენის მოხდენას. ვლადიმირ პუტინი მოითხოვს რუსეთში მცხოვრები “მილიონობით” უკრაინელის არჩევნებში ჩართვას, რასაც კიევი ლეგიტიმაციის ჩაშლის მცდელობად მიიჩნევს.