Добавить новость
World News in Georgian
Новости сегодня

Новости от TheMoneytizer

მაკრონის ოფისი: საფრანგეთი, დიდი ბრიტანეთი და გერმანია გმობენ ირანში დემონსტრანტების ხოცვას

საფრანგეთის, დიდი ბრიტანეთისა და გერმანიის ლიდერებმა 9 იანვარს დაგმეს ირანში საპროტესტო აქციების მონაწილეთა ხოცვა და ირანის ხელისუფლებას მოუწოდეს თავი შეიკავოს ძალადობისგან - ვკითხულობთ ერთობლივ განცხადებაში, რომელიც გაავრცელა საფრანგეთის პრეზიდენტის, ემანუელ მაკრონის ოფისმა.

"ირანის ხელისუფლებას ეკისრება თავისი მოსახლეობის დაცვის პასუხისმგებლობა და მან უნდა დაუშვას გამოხატვის და მშვიდობიანი შეკრების თავისუფლებები, შურისძიების შიშის გარეშე" - წერია განცხადებაში.

უფრო ადრე, ევროკავშირის საგარეო-პოლიტიკურმა ლიდერმა, კაია კალასმა თქვა, რომ ირანის უსაფრთხოების ძალების მხრიდან საპროტესტო აქციების მიმართ გატარებული ზომები "დისპროპორციულია" და რომ მშვიდობიანი დემონსტრანტების წინააღმდეგ ნებისმიერი ძალადობა მიუღებელია.

"ინტერნეტის გათიშვა, მაშინ, როცა მიმდინარეობს დემონსტრაციების ძალადობრივი ჩახშობა, ააშკარავებს რეჟიმს, რომელსაც საკუთარი ხალხის ეშინია", - წერს კალასი პლატფორმა ⁠X-ზე.

მანამდე, ყველაზე მასშტაბური ქუჩის დემონსტრაციის შემდეგ, ირანის უზენაესმა ლიდერმა ალი ხამენეიმ განაცხადა: „ისლამური რესპუბლიკა უკან არ დაიხევს“.

ისლამური რესპუბლიკის ლიდერმა მომიტინგეებს „დივერსანტების, არეულობის მონაწილეებისა და ქვეყნისთვის მავნე ადამიანების ჯგუფი“ უწოდა და განაცხადა, რომ ისინი „ქვეყნის შენობებს ანგრევდნენ ამერიკის პრეზიდენტის სიამოვნებისთვის“. მან ასევე ხაზგასმით აღნიშნა, რომ „ისლამური რესპუბლიკა უკან არ დაიხევს დივერსანტების წინაშე“.

Читайте на сайте


Smi24.net — ежеминутные новости с ежедневным архивом. Только у нас — все главные новости дня без политической цензуры. Абсолютно все точки зрения, трезвая аналитика, цивилизованные споры и обсуждения без взаимных обвинений и оскорблений. Помните, что не у всех точка зрения совпадает с Вашей. Уважайте мнение других, даже если Вы отстаиваете свой взгляд и свою позицию. Мы не навязываем Вам своё видение, мы даём Вам срез событий дня без цензуры и без купюр. Новости, какие они есть —онлайн с поминутным архивом по всем городам и регионам России, Украины, Белоруссии и Абхазии. Smi24.net — живые новости в живом эфире! Быстрый поиск от Smi24.net — это не только возможность первым узнать, но и преимущество сообщить срочные новости мгновенно на любом языке мира и быть услышанным тут же. В любую минуту Вы можете добавить свою новость - здесь.




Новости от наших партнёров в Вашем городе

Ria.city
Музыкальные новости
Новости России
Экология в России и мире
Спорт в России и мире
Moscow.media






Топ новостей на этот час

Rss.plus





СМИ24.net — правдивые новости, непрерывно 24/7 на русском языке с ежеминутным обновлением *