Добавить новость
World News in Georgian
Новости сегодня

Новости от TheMoneytizer

ირანში კვლავ ქუჩებში რჩებიან საპროტესტო გამოსვლების მონაწილეები

ირანში მე-15 დღეა გრძელდება მასშტაბური ანტისამთავრობო გამოსვლები. უსაფრთხოების ძალები მზარდ ძალადობას მიმართავენ დემონსტრაციების მონაწილეების წინააღმდეგ. თავის მხრივ ირანის ხელისუფლებაზე ზეწოლას აძლიერებს ამერიკის შეერთებული შტატებიც.

როგორც რადიო თავისუფლების ირანული სამსახური “რადიო ფარდა” იუწყება, 11 იანვრის დილით თეირანის ქუჩებში კვლავ ისმოდა ანტისამთავრობო შეძახილები, ხოლო უფლებადამცველი ჯგუფები და სამთავრობო მედია ათობით სხვა ქალაქში საპროტესტო აქციების, დაპატიმრებებისა და ძალადობის შესახებ იუწყებოდნენ - ერთ-ერთი უფლებადამცველი ჯგუფის ცნობით, ბოლო ორი კვირის განმავლობაში სულ მცირე 116 ადამიანი დაიღუპა.

AFP-ის მიერ დამოწმებულ ვიდეოში ჩანს, როგორ სკანდირებს ადამიანთა ჯგუფი ჩრდილოეთ თეირანში დიდი ხნის წინ გადაყენებული მონარქიის მხარდაჭერის ლოზუნგებს, ისვრის ფეიერვერკებს და პროტესტის ნიშნად აბრახუნებენ ქვაბებს.

ირანის ავტორიტარული რეჟიმი, რომლის წინააღმდეგ ზეწოლასაც აგრძელებს დონალდ ტრამპი, ქვეყანას 1979 წლის ისლამური რევოლუციის შემდეგ მართავს. მაშინ ძალაუფლება დაკარგა აშშ-ის მოკავშირე შაჰი მოჰამედ რეზა ფეჰლევიმ, რომელიც 1980 წელს ეგვიპტეში ემიგრაციაში გარდაიცვალა.

Truth Social-ზე 10 იანვრის პოსტში ტრამპმა განაცხადა, რომ შეერთებული შტატები „მზადაა დასახმარებლად“ და კიდევ ერთხელ გამოხატა მხარდაჭერა მომიტინგეების მიმართ, მანამდე მან ირანის ხელისუფლებას არაერთი გამაფრთხილებელი გზავნილი გაუგზავნა.

მოგვიანებით აშშ-ის პრეზიდენტმა გააზიარა Fox News-ის ვიდეო, სადაც ჩანს, თუ როგორ ცვლის მომიტინგე ირანის ამჟამინდელ დროშას 1979 წლის რევოლუციამდელი დროშით.

ტრამპმა ირანთან დაკავშირებით ვრცელი კომენტარი გააკეთა თეთრ სახლში ნავთობისა და გაზის კომპანიების ხელმძღვანელებთან გამართული შეხვედრის შემდეგ.

"ირანი სერიოზულ გასაჭირშია. როგორც ჩანს, ხალხი გარკვეულ ქალაქებს იკავებს, რაც, სულ რამდენიმე კვირის წინ, ყველას შეუძლებელი ეგონა. ჩვენ ვითარებას განსაკუთრებული ყურადღებით ვაკვირდებით, - განაცხადა დონალდ ტრამპმა, - ძალიან მკაფიოდ განვაცხადე, რომ თუ ისინი დაიწყებენ ხალხის დახოცვას ისე, როგორც ამას წარსულში აკეთებდნენ, ჩვენ ჩავერთვებით. მათ ძალიან მტკივნეულად დავარტყამთ იქ, სადაც ყველაზე მეტად ეტკინებათ. ეს არ ნიშნავს სახმელეთო ჯარების შეყვანას, მაგრამ ნიშნავს ძალიან, ძალიან ძლიერ დარტყმებს იქ, სადაც ეტკინებათ. ჩვენ არ გვინდა, რომ ეს მოხდეს”.

ამას მოჰყვა აშშ-ის სახელმწიფო მდივნის, მარკო რუბიოს, მოკლე პოსტი X-ზე, სადაც ნათქვამია, რომ შეერთებული შტატები „მხარს უჭერს ირანის მამაც ხალხს“.

აშშ-ის ადმინისტრაციის ამგვარი განცხადებების პასუხად ირანის ქუჩებში დემონსტრანტები ხშირად ახსენებენ ტრამპის სახელს, პოსტერებზეც ჩანს მისი ფოტოები და სოციალურ მედიაშიც ხშირად სთხოვენ მას დაპირებულ დახმარებას. ირანის უზენაესმა ლიდერმა, აიათოლა ალი ხამენეიმ ამის გამო ირანის პროტესტში ჩართულებს სხვა ქვეყნიდან მართულები უწოდა 9 იანვარს გავრცელებულ ვიდეომიმართვაში.

Читайте на сайте


Smi24.net — ежеминутные новости с ежедневным архивом. Только у нас — все главные новости дня без политической цензуры. Абсолютно все точки зрения, трезвая аналитика, цивилизованные споры и обсуждения без взаимных обвинений и оскорблений. Помните, что не у всех точка зрения совпадает с Вашей. Уважайте мнение других, даже если Вы отстаиваете свой взгляд и свою позицию. Мы не навязываем Вам своё видение, мы даём Вам срез событий дня без цензуры и без купюр. Новости, какие они есть —онлайн с поминутным архивом по всем городам и регионам России, Украины, Белоруссии и Абхазии. Smi24.net — живые новости в живом эфире! Быстрый поиск от Smi24.net — это не только возможность первым узнать, но и преимущество сообщить срочные новости мгновенно на любом языке мира и быть услышанным тут же. В любую минуту Вы можете добавить свою новость - здесь.




Новости от наших партнёров в Вашем городе

Ria.city
Музыкальные новости
Новости России
Экология в России и мире
Спорт в России и мире
Moscow.media






Топ новостей на этот час

Rss.plus





СМИ24.net — правдивые новости, непрерывно 24/7 на русском языке с ежеминутным обновлением *