Добавить новость
World News in Georgian
Новости сегодня

Новости от TheMoneytizer

კრემლის პროპაგანდისტ სოლოვიოვის გამონათქვამის გამო სომხეთში რუსეთის ელჩს ნოტა გადასცეს

რუსეთის ელჩი სომხეთში, სერგეი კოპირკინი, ორშაბათს ქვეყნის საგარეო საქმეთა სამინისტროში დაიბარეს. მას გადასცეს ნოტა, რომელშიც გამოთქმული იყო „ღრმა აღშფოთება სახელმწიფო ტელევიზიის გადაცემაში გაკეთებული განცხადებების გამო“. ამის შესახებ რადიო თავისუფლების სომხური სამსახური იტყობინება სომხეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურზე დაყრდნობით.

როგორც სამინისტრომ განაცხადა, „ხაზი გაესვა იმას, რომ ეს არის სომხეთის რესპუბლიკის სუვერენიტეტის მიუღებელი ხელყოფა“ და „სომხეთსა და რუსეთს შორის მეგობრული ურთიერთობების ფუნდამენტური პრინციპების უხეში დარღვევა“.

საქმე ეხება რუსეთის ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი პროკრემლისტური ტელეწამყვანის, ვლადიმირ სოლოვიოვის გადაცემას „საღამო ვლადიმირ სოლოვიოვთან ერთად“. ბოლო გამოშვებაში მან მხარი დაუჭირა სხვა ქვეყნებში, მათ შორის სომხეთში, უკრაინის მაგალითზე ჩატარდეს, მისი თქმით, „სპეციალური სამხედრო ოპერაცია“. ოფიციალური მოსკოვი უკრაინის წინააღმდეგ ომს სპეციალურ სამხედრო ოპერაციას უწოდებს.

სოლოვიოვმა გამოთქვა მოსაზრება, რომ რუსეთმა უნდა მიბაძოს ვენესუელაში აშშ-ის მოქმედების მაგალითს, რომელმაც, მისი აზრით, „უგულებელყო საერთაშორისო სამართალი“ ნიკოლას მადუროს იძულებით ხელში ჩაგდების ოპერაციის განხორციელებით. სოლოვიოვის თქმით, რუსეთისთვის სომხეთისა და ცენტრალური აზიის ქვეყნების „დაკარგვა“ ვენესუელის „დაკარგვაზე“ გაცილებით უარესი იქნებოდა. „ჯანდაბაში საერთაშორისო სამართალს, საერთაშორისო წესრიგს. თუ ჩვენი ეროვნული უსაფრთხოებისთვის უკრაინაში სტრატეგიული სამხედრო ოპერაციის დაწყება დაგვჭირდა, მაშინ რატომ არ შეგვიძლია იმავე მიზეზების გამო სტრატეგიული სამხედრო ოპერაციის დაწყება ჩვენი გავლენის ზონის სხვა ნაწილებში?“ - განაცხადა სოლოვიოვმა.

ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც ის ემუქრება რუსეთის მეზობლებს ან დსთ-ს ქვეყნებს, მათ შორის სომხეთს.

Читайте на сайте


Smi24.net — ежеминутные новости с ежедневным архивом. Только у нас — все главные новости дня без политической цензуры. Абсолютно все точки зрения, трезвая аналитика, цивилизованные споры и обсуждения без взаимных обвинений и оскорблений. Помните, что не у всех точка зрения совпадает с Вашей. Уважайте мнение других, даже если Вы отстаиваете свой взгляд и свою позицию. Мы не навязываем Вам своё видение, мы даём Вам срез событий дня без цензуры и без купюр. Новости, какие они есть —онлайн с поминутным архивом по всем городам и регионам России, Украины, Белоруссии и Абхазии. Smi24.net — живые новости в живом эфире! Быстрый поиск от Smi24.net — это не только возможность первым узнать, но и преимущество сообщить срочные новости мгновенно на любом языке мира и быть услышанным тут же. В любую минуту Вы можете добавить свою новость - здесь.




Новости от наших партнёров в Вашем городе

Ria.city
Музыкальные новости
Новости России
Экология в России и мире
Спорт в России и мире
Moscow.media






Топ новостей на этот час

Rss.plus





СМИ24.net — правдивые новости, непрерывно 24/7 на русском языке с ежеминутным обновлением *