Добавить новость
World News in Georgian
Новости сегодня

Новости от TheMoneytizer

სიბიჰა: უკრაინა ენერგეტიკული „რამშტაინის“ შეხვედრას იწვევს

უკრაინა რუსეთის დარტყმებითა და ძლიერი ყინვებით გამოწვეული რთული ენერგეტიკული სიტუაციის ფონზე ენერგეტიკის საკითხებში "რამშტაინის" შეხვედრას იწვევს, ამის შესახებ უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა ანდრიი სიბიჰამ განაცხადა.

უკრაინის დაცვის საკონტაქტო ჯგუფი, რომელიც ასევე ცნობილია „რამშტაინის ფორმატის სახელით.

„რამშტაინის ფორმატის“ დასახელება უკავშირდება გერმანიაში აშშ-ის სამხედრო-საჰაერო ბაზის დასახელებას. მასში გაერთიანებულია 50 სახელმწიფო, უკრაინის მოკავშირეები აშშ-ის მეთაურობით.

ჯგუფის ამოცანაა უკრაინისთვის მილიონობით დოლარის ოდენობის მნიშვნელოვანი სამხედრო და სხვა დახმარების უზრუნველყოფა და კოორდინაცია.

„პრემიერ-მინისტრ იულია სვირიდენკოს დავალებით, ენერგეტიკის სამინისტროსთან ერთად, ჩვენ ვიწვევთ ენერგეტიკის საკითხებში რამშტაინის შეხვედრას, სადაც ჩვენი მოკავშირეებისგან დამატებითი შენატანებისა და კონკრეტული ვალდებულებების მიღებას ველით. ჩვენ მუდმივ კონტაქტზე ვართ ევროპის ენერგეტიკულ თანამეგობრობასთან უკრაინის ენერგეტიკული მხარდაჭერის ფონდის შევსებისა და ფონდიდან აღჭურვილობის შესყიდვის საკითხთან დაკავშირებით“, - დაწერა მან Facebook-ზე.

სიბიჰას თქმით, იტალიამ უკვე დაიწყო მაღალი სიმძლავრის სამრეწველო ქვაბების (550-დან 3000 კვტ-მდე) მიწოდება, რომელთა საერთო ღირებულება 1,85 მილიონი ევროა და რომლებიც ყველაზე მეტად დაზარალებულ რეგიონებს დაეხმარება.

მისი სიტყვებით, ნორვეგიიდან ამ კვირაში მიიღეს 200 მილიონი დოლარის ოდენობის დახმარების პაკეტი გაზისა და აღჭურვილობის შესაძენად.

უკრაინის ენერგეტიკული ინფრასტრუქტურის მხარდასაჭერად დამატებითი 20 მილიონი გირვანქა სტერლინგის (26,7 მილიონი აშშ დოლარი) გამოყოფის შესახებ განაცხადა დიდმა ბრიტანეთმა.

ბრიტანეთის მთავრობის განცხადებით, ძლიერი ყინვის დროს „ასობით ათასი უკრაინელი, მათ შორის ბავშვები და სკოლები, გათბობისა და ელექტროენერგიის გარეშე დარჩა“, ეს თანხა კი უზრუნველყოფს "სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან საგანგებო დახმარებას ქვეყნის მასშტაბით ენერგეტიკის სექტორში რემონტის, აღდგენის, დაცვისა და გენერირებისთვის, რათა მკაცრი ზამთრის პირობებში სახლები, საავადმყოფოები და სკოლები უზრუნველყოფილი იყოს ელექტროენერგიითა და გათბობით“.

2022 წლის თებერვალში სრულმასშტაბიანი შეჭრის დაწყებიდან, რუსეთი უკრაინის ენერგეტიკულ ინფრასტრუქტურას ესხმის თავს. 2025 წლის შემოდგომიდან რუსეთის ძალებმა გააძლიერეს თავდასხმები უკრაინის ენერგეტიკულ ინფრასტრუქტურაზე.

უკრაინის უსაფრთხოების სამსახური რუსეთის მიერ უკრაინის ენერგეტიკულ ინფრასტრუქტურაზე განხორციელებულ დარტყმებს კაცობრიობის წინააღმდეგ ჩადენილ დანაშაულებად აფასებს. უწყების თანახმად, წელს გათბობის სეზონის დასაწყისიდან უკრაინის ენერგეტიკულ ობიექტებსა და გათბობის სისტემებზე რუსეთის 256 საჰაერო დარტყმა აღრიცხეს.

სიტუაცია ბოლო ოთხი წლის განმავლობაში ყველაზე რთულია.

დეკემბრის ბოლოს უკრაინას ცხრა ცალი სხვადასხვა სიმძლავრის გენერატორი საქართველომაც გაუგზავნა, ამ ტიპის ჰუმანიტარული დახმარების ეს უკვე მეორე შემთხვევა იყო 2022 წელს უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ.

Читайте на сайте


Smi24.net — ежеминутные новости с ежедневным архивом. Только у нас — все главные новости дня без политической цензуры. Абсолютно все точки зрения, трезвая аналитика, цивилизованные споры и обсуждения без взаимных обвинений и оскорблений. Помните, что не у всех точка зрения совпадает с Вашей. Уважайте мнение других, даже если Вы отстаиваете свой взгляд и свою позицию. Мы не навязываем Вам своё видение, мы даём Вам срез событий дня без цензуры и без купюр. Новости, какие они есть —онлайн с поминутным архивом по всем городам и регионам России, Украины, Белоруссии и Абхазии. Smi24.net — живые новости в живом эфире! Быстрый поиск от Smi24.net — это не только возможность первым узнать, но и преимущество сообщить срочные новости мгновенно на любом языке мира и быть услышанным тут же. В любую минуту Вы можете добавить свою новость - здесь.




Новости от наших партнёров в Вашем городе

Ria.city
Музыкальные новости
Новости России
Экология в России и мире
Спорт в России и мире
Moscow.media






Топ новостей на этот час

Rss.plus





СМИ24.net — правдивые новости, непрерывно 24/7 на русском языке с ежеминутным обновлением *