Добавить новость
World News in Georgian
Новости сегодня

Новости от TheMoneytizer

აშშ-ის კონგრესის წევრები გრენლანდიის მხარდასაჭერად დანიას ეწვივნენ

აშშ-ის კონგრესის ორპარტიული დელეგაცია 16 იანვარს კოპენჰაგენში ჩავიდა, რათა მხარდაჭერა გამოეხატა დანიისა და გრენლანდიის მიმართ მას შემდეგ, რაც აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი არქტიკაში მდებარე კუნძულის, დანიის ავტონომიური ტერიტორიის, მიტაცებით დაიმუქრა.
ეს ორდღიანი ვიზიტი ემთხვევა ევროპის სხვა ქვეყნების მხარდაჭერის გამოხატვის აქტს გრენლანდიაში სამხედრო სადაზვერვო მისიის გაგზავნის სახით.
ამის ფონზე, აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა 16 იანვარს განაცხადა, რომ შესაძლოა ტარიფები დაუწესოს იმ ქვეყნებს, რომლებიც არ დაუჭერენ მხარს მის გეგმას აშშ-ის მიერ გრენლანდიის გაკონტროლების შესახებ.

დაგეგმილი იყო აშშ-ის 11 კონგრესმენის დანიის პრემიერ-მინისტრ მეტე ფრედერიქსენთან და მის გრენლანდიელ კოლეგასთან, იენს-ფრედერიკ ნილსენთან მოლაპარაკება.

მოგვიანებით ისინი დანიის პარლამენტის წევრებს უნდა შეხვედროდნენ და დანიის პარლამენტის თავზე გრენლანდიის დროშა უნდა აღემართათ ერთიანობის ნიშნად.
„ჩვენ ორპარტიულ სოლიდარობას ვუცხადებთ ამ ქვეყნის ხალხს და გრენლანდიას. ისინი ათწლეულების განმავლობაში ჩვენი მეგობრები და მოკავშირეები იყვნენ“, - განუცხადა დემოკრატმა სენატორმა დიკ დურბინმა ჟურნალისტებს.

„გვსურს მათ იცოდნენ, რომ ჩვენ ამას ძალიან ვაფასებთ. და პრეზიდენტის მიერ გაკეთებული განცხადებები არ ასახავს ამერიკელი ხალხის გრძნობებს“, - დასძინა მან ტრამპის შესახებ.

დელეგაციის ვიზიტი მოჰყვა ოთხშაბათს ვაშინგტონში გამართულ შეხვედრას, რომლის დროსაც დანიის წარმომადგენლებმა განაცხადეს, რომ კოპენჰაგენს და ვაშინგტონს გრენლანდიის მომავალთან დაკავშირებით „ფუნდამენტური უთანხმოება“ აქვთ.
ტრამპი აცხადებს, რომ შეერთებულ შტატებს მინერალებით მდიდარი გრენლანდია სჭირდება, და გააკრიტიკა დანია იმის გამო, რომ, მისი თქმით, ის საკმარისს არ აკეთებს მისი უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად.

აშშ-ის პრეზიდენტი ამ არგუმენტს ავითარებს იმის მიუხედავად, რომ სტრატეგიულად განლაგებული გრენლანდია - როგორც დანიის ნაწილი - ნატოს უსაფრთხოების ქოლგის ქვეშაა.

„მე არ ვფიქრობ, რომ ევროპის ჯარების ყოფნა გავლენას ახდენს პრეზიდენტის გადაწყვეტილების მიღების პროცესზე, და ასევე საერთოდ არ ახდენს გავლენას მის მიზანზე - მოიპოვოს გრენლანდია“, - განაცხადა თეთრი სახლის პრესმდივანმა
კეროლაინ ლევიტმა ბრიფინგზე.

დანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა ლარს ლოკე რასმუსენმა უპასუხა, რომ აშშ-ის მიერ გრენლანდიის მოპოვება „გამორიცხულია“.
გრენლანდიაში სამხედრო წვრთნებისთვის ევროპული ჯარების განლაგების მიზანია „სიგნალის გაგზავნა“ „ყველასთვის“, მათ შორის შეერთებული შტატებისთვისაც, რომ ევროპის ქვეყნებს მტკიცედ აქვთ გადაწყვეტილი, „დაიცვან (საკუთარი) სუვერენიტეტი“, - განაცხადა საფრანგეთის შეიარაღებული ძალების მინისტრმა ელის რუფომ.

დიდმა ბრიტანეთმა, ფინეთმა, საფრანგეთმა, გერმანიამ, ნიდერლანდმა, ნორვეგიამ და შვედეთმა გამოაცხადეს მცირე რაოდენობის სამხედრო პერსონალის განლაგების შესახებ არქტიკაში, მომავალი წვრთნებისთვის მოსამზადებლად.

დურბინის გარდა, აშშ-ის დელეგაციაში შედიან დემოკრატი სენატორები კრის კუნსი, ჯინ შაჰინი და პიტერ უელჩი, ასევე რესპუბლიკელები ლიზა მურკოვსკი და ტომ ტილისი.

დელეგაციაში არიან ასევე წარმომადგენელთა პალატის დემოკრატი წევრები მადელინ დინი, სტენი ჰოიერი, სარა ჯეიკობსი, სარა მაკბრაიდი და გრეგორი მიკსი.

Читайте на сайте


Smi24.net — ежеминутные новости с ежедневным архивом. Только у нас — все главные новости дня без политической цензуры. Абсолютно все точки зрения, трезвая аналитика, цивилизованные споры и обсуждения без взаимных обвинений и оскорблений. Помните, что не у всех точка зрения совпадает с Вашей. Уважайте мнение других, даже если Вы отстаиваете свой взгляд и свою позицию. Мы не навязываем Вам своё видение, мы даём Вам срез событий дня без цензуры и без купюр. Новости, какие они есть —онлайн с поминутным архивом по всем городам и регионам России, Украины, Белоруссии и Абхазии. Smi24.net — живые новости в живом эфире! Быстрый поиск от Smi24.net — это не только возможность первым узнать, но и преимущество сообщить срочные новости мгновенно на любом языке мира и быть услышанным тут же. В любую минуту Вы можете добавить свою новость - здесь.




Новости от наших партнёров в Вашем городе

Ria.city
Музыкальные новости
Новости России
Экология в России и мире
Спорт в России и мире
Moscow.media






Топ новостей на этот час

Rss.plus





СМИ24.net — правдивые новости, непрерывно 24/7 на русском языке с ежеминутным обновлением *