Добавить новость
World News in Georgian
Новости сегодня

Новости от TheMoneytizer

„იმოქმედეთ“ – მოძრაობა ,,300 ქალი" ანასტასია ზინოვკინას და ნანა სანდერის გამო ქალთა ციხის უფროსს მიმართავს 

საპროტესტო მოძრაობა ,,300 ქალი" პატიმარ ანასტასია ზინოვკინას და პატიმარ ნანა სანდერის სიცოცხლესა და ჯანმრთელობაზე პასუხისმგებლობას ქალთა მეხუთე პენიტენციური დაწესებულების დირექტორს, ნესტან ვერულაშვილს აკისრებს და მას მოქმედებისკენ მოუწოდებს.

18 იანვარს მოძრაობის წევრები ქალთა პენიტენციურ დაწესებულებასთან შეიკრიბნენ და ნესტან ვერულაშვილს განცხადებით მიმართეს.

მას მისი ერთ-ერთი საჯარო ინტერვიუდან რამდენიმე ციტატაც შეახსენეს, სადაც ის ამბობს, რომ რაც შეუძლია აკეთებს „ჩემი მსჯავრდადებული ქალებისთვის“ და რომ ის ციხეში კი არ მუშაობს,

ცხოვრობს და ამირომ, „თითოეულის (პატიმრის) გულის წყრომას, ტკივილს მაშინვე გრძნობს და თუ შეუძლია დახმარება, ეხმარება“.

„როცა ადამიანს უკან მოხედვის არ გეუხერხულება და არ გრცხვენია, პრობლემა არ არის“ - ესეც ერთ-ერთი ციტატაა მისი ინტერვიუდან.

„გეთანხმებით, და გთხოვთ, გააკეთოთ ყველაფერი, რაც აუცილებელია ქალი პატიმრებისთვის - კერძოდ, ანასტასია ზინოვკინას და ნანა სანდერის ჯანმრთელობის მდგომარეობა ძალიან შემაშფოთებელი და საყურადღებოა. ჩვენი ინფორმაციით, ისინი ვერ იღებენ სათანადო სამედიცინო მომსახურებას ციხის პირობებში. მათი წერილებითა და სატელეფონო საუბრებით ჩვენ ვიგებთ და ვისმენთ, რომ აუტანელია მათი ყოფა საკნებში და მათდამი გულგრილი დამოკიდებულება აშკარაა“, - წერს საპროტესტო მოძრაობა „300 ქალი“.

ისინი ნესტან ვერულაშვილს მიმართავენ როგორც ქალს და როგორც ქალთა #5 პენიტენციური დაწესებულების დირექტორსაც და შეახსენებენ მის სიტყვებს და ვალდებულებებს.

„პირველ რიგში თქვენ გაკისრებთ პასუხისმგებლობას ანასტასია ზინოვკინას და ნანა სანდერის სიცოცხლესა და ჯანმრთელობაზე. იმოქმედეთ“, - წერია განცხადებაში.

როგორც „300 ქალის“ წევრმა, თეონა ჭალიძემ უთხრა რადიო თავისუფლებას, მათ იმედი აქვთ, რომ მათ განცხადებას რეაგირება მოჰყვება.

2025 წლის 4 ოქტომბრის „მშვიდობიანი დამხობის“ აქციასთან დაკავშირებით დაკავებული ერთ-ერთი დემონსტრანტი, ნანა სანდერი 13 იანვრის სასამართლოზე ჰყვებოდა საპატიმროში არაადამიანურ პირობებზე და ამბობდა, რომ თუკი არ გაათავისუფლებენ, შიმშილობას დაიწყებდა.

თვეებია ანასტასია ზინოვკინა ციხეში გაუსაძლის პირობებზე ლაპარაკობს და დახმარებას ითხოვს - მას და არტემ გრიბულს, ნარკოდანაშაულის ბრალდებით დაკავებულ რუსეთის მოქალაქეებს 8 წლითა და 6 თვით პატიმრობა აქვთ მისჯილი.

Читайте на сайте


Smi24.net — ежеминутные новости с ежедневным архивом. Только у нас — все главные новости дня без политической цензуры. Абсолютно все точки зрения, трезвая аналитика, цивилизованные споры и обсуждения без взаимных обвинений и оскорблений. Помните, что не у всех точка зрения совпадает с Вашей. Уважайте мнение других, даже если Вы отстаиваете свой взгляд и свою позицию. Мы не навязываем Вам своё видение, мы даём Вам срез событий дня без цензуры и без купюр. Новости, какие они есть —онлайн с поминутным архивом по всем городам и регионам России, Украины, Белоруссии и Абхазии. Smi24.net — живые новости в живом эфире! Быстрый поиск от Smi24.net — это не только возможность первым узнать, но и преимущество сообщить срочные новости мгновенно на любом языке мира и быть услышанным тут же. В любую минуту Вы можете добавить свою новость - здесь.




Новости от наших партнёров в Вашем городе

Ria.city
Музыкальные новости
Новости России
Экология в России и мире
Спорт в России и мире
Moscow.media






Топ новостей на этот час

Rss.plus





СМИ24.net — правдивые новости, непрерывно 24/7 на русском языке с ежеминутным обновлением *