Добавить новость
World News in Georgian
Новости сегодня

Новости от TheMoneytizer

პორტუგალიაში საპრეზიდენტო არჩევნები ჩატარდა

პორტუგალიაში 18 იანვარს საპრეზიდენტო არჩევნები გაიმართა.
პირველ ტურში ზომიერი სოციალისტი ანტონიუ ჟოსე სეგურუ ლიდერობს, მას მოსდევს ულტრამემარჯვენე ანდრე ვენტურა. ეგზიტპოლები და პირველი ნაწილობრივი შედეგები აჩვენებს, რომ ორივე მათგანი მეორე ტურში იყრიან კენჭს.

ხმების დაახლოებით 50%-ის დათვლის შემდეგ ნაწილობრივი შედეგების მიხედვით, სეგურუმ ხმების 30%-ზე ოდნავ მეტი მოიპოვა, ხოლო ეგზიტპოლების მიხედვით, მას 30-35%-ი მიემხრო. ვენტურა 26.9% მოაგროვა, რაც მისი ეგზიტპოლების დიაპაზონის 19.9%-24.1%-ის ზედა ზღვარს აღემატება.


ულტრამემარჯვენე პარტია Chega-ს (საკმარისია) ლიდერი, ანდრე ვენტურა პირველ ტურში გამარჯვების ფავორიტად ითვლებოდა, თუმცა გამოკითხვების პროგნოზით, ის მეორე ტურში დამარცხდება, იმის მიუხედავად, თუ ვის დაუპირისპირდება.

პრეზიდენტის როლი პორტუგალიაში ძირითადად ცერემონიულია, მაგრამ კრიზისის დროს შეუძლია დაითხოვოს პარლამენტი, დანიშნოს არჩევნები ან გაათავისუფლოს პრემიერ-მინისტრი.

ვენტურამ განაცხადა, რომ ამ მზიან დედაქალაქში ხმის მიცემის შემდეგ თავს „ძალიან თავდაჯერებულად“ გრძნობს.
„ჩვენ არ შეგვიძლია დრო დავხარჯოთ რაღაცების კრიტიკაში და შემდეგ დივანზე ვიჯდეთ იმ დღეს, როდესაც გადაწყვეტილების მიღება მოგვიწევს“, - თქვა მან.
11 კანდიდატიდან მხოლოდ ხუთს აქვს რეალური შანსი, რომ 8 თებერვალს გადამწყვეტ კენჭისყრაში მოხვდეს და მოქმედი პრეზიდენტის, კონსერვატორი მარსელუ რებელუ დი სოზას ადგილი დაიკავოს.
სეგურუმ ადრე განაცხადა, რომ მხოლოდ მას შეუძლია ვენტურას „ექსტრემიზმის“ დამარცხება და „ყველა დემოკრატს“ მის გარშემო გაერთიანებისკენ მოუწოდა.

„მე მჯერა პორტუგალიელების საღი აზრის“, - განაცხადა მან მშობლიურ ქალაქ კალდაშ-და-რაინიაში ხმის მიცემის შემდეგ.

Читайте на сайте


Smi24.net — ежеминутные новости с ежедневным архивом. Только у нас — все главные новости дня без политической цензуры. Абсолютно все точки зрения, трезвая аналитика, цивилизованные споры и обсуждения без взаимных обвинений и оскорблений. Помните, что не у всех точка зрения совпадает с Вашей. Уважайте мнение других, даже если Вы отстаиваете свой взгляд и свою позицию. Мы не навязываем Вам своё видение, мы даём Вам срез событий дня без цензуры и без купюр. Новости, какие они есть —онлайн с поминутным архивом по всем городам и регионам России, Украины, Белоруссии и Абхазии. Smi24.net — живые новости в живом эфире! Быстрый поиск от Smi24.net — это не только возможность первым узнать, но и преимущество сообщить срочные новости мгновенно на любом языке мира и быть услышанным тут же. В любую минуту Вы можете добавить свою новость - здесь.




Новости от наших партнёров в Вашем городе

Ria.city
Музыкальные новости
Новости России
Экология в России и мире
Спорт в России и мире
Moscow.media






Топ новостей на этот час

Rss.plus





СМИ24.net — правдивые новости, непрерывно 24/7 на русском языке с ежеминутным обновлением *