Добавить новость
World News in Georgian
Новости сегодня

Новости от TheMoneytizer

Politico: ჯერ არ დანიშნულა დავოსში ტრამპისა და ზელენსკის შეხვედრა

თეთრ სახლს ჯერ არ დაუნიშნავს აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპსა და უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის ორმხრივი შეხვედრა დავოსში, შვეიცარიის ქალაქში, სადაც ამ კვირაში იმართება ყოველწლიური მსოფლიო ეკონომიკური ფორუმი, წერს Politico.

რესპუბლიკური პარტიის საგარეო პოლიტიკის სპეციალისტის თქმით, რომელმაც ანონიმურად დარჩენა ისურვა, ზელენსკის პირისპირ შეხვედრის სურვილი ექნებოდა, თუმცა თეთრი სახლი ამგვარ სურვილს არ ავლენს.

„ზელენსკი ყოველთვის ისურვებდა ტრამპთან შეხვედრას, რადგან მიიჩნევს, რომ სარგებელი დანახარჯებს აჭარბებს და თუ ის არ დაუკავშირდება მას, ამას სხვები იზამენ“, - განუცხადა წყარომ გამოცემას.

დღევანდელ დღეს Politico საკვანძოდ მიიჩნევს უკრაინაზე დისკუსიისთვის, ვინაიდან ამას უკავშირებს ტრამპისა და უკრაინის მოკავშირე "მსურველთა კოალიციის" ლიდერებთან შეხვედრას, რომელიც 21 იანვარსაა დაგეგმილი. გამოცემის მიხედვით, ისინი აპირებენ სთხოვონ ტრამპს, დაეთანხმოს ამ თვის დასაწყისში პარიზში შეთანხმებულ უსაფრთხოების გარანტიებს ომისშემდგომი უკრაინისთვის - შეერთებული შტატების ხელმძღვანელობით ფართომასშტაბიანი სამშვიდობო მოლაპარაკებების ფარგლებში.

9 იანვარს The Telegraph-ი, დასავლელ ოფიციალურ პირებზე დაყრდნობით, წერდა, რომ ვოლოდიმირ ზელენსკი ერთი კვირით ადრე თეთრ სახლში ჩასვლას გეგმავდა, რათა დაესრულებინა როგორც უკრაინის რეკონსტრუქციის გეგმა, ასევე ომისშემდგომი უსაფრთხოების გარანტიების შესახებ შეთანხმება.

თუმცა, გამოცემის ცნობით, ევროპელმა მხარდამჭერებმა „მსურველთა კოალიციიდან“ უკრაინის პრეზიდენტს ვაშინგტონში ჩასვლა გადააფიქრებინეს და ტრამპთან შეხვედრის უფრო შესაფერის ადგილად დავოსი შესთავაზეს.

ოფიციალური პირების თქმით, გეგმაა შეხვედრის გამოყენება ეკონომიკური შეთანხმების დასასრულებლად - რაც აშშ-ის გადამუშავებული სამშვიდობო გეგმის მთავარი თავია, იტყობინება Current Time.

Читайте на сайте


Smi24.net — ежеминутные новости с ежедневным архивом. Только у нас — все главные новости дня без политической цензуры. Абсолютно все точки зрения, трезвая аналитика, цивилизованные споры и обсуждения без взаимных обвинений и оскорблений. Помните, что не у всех точка зрения совпадает с Вашей. Уважайте мнение других, даже если Вы отстаиваете свой взгляд и свою позицию. Мы не навязываем Вам своё видение, мы даём Вам срез событий дня без цензуры и без купюр. Новости, какие они есть —онлайн с поминутным архивом по всем городам и регионам России, Украины, Белоруссии и Абхазии. Smi24.net — живые новости в живом эфире! Быстрый поиск от Smi24.net — это не только возможность первым узнать, но и преимущество сообщить срочные новости мгновенно на любом языке мира и быть услышанным тут же. В любую минуту Вы можете добавить свою новость - здесь.




Новости от наших партнёров в Вашем городе

Ria.city
Музыкальные новости
Новости России
Экология в России и мире
Спорт в России и мире
Moscow.media






Топ новостей на этот час

Rss.plus





СМИ24.net — правдивые новости, непрерывно 24/7 на русском языке с ежеминутным обновлением *