Добавить новость
World News in Georgian
Новости сегодня

Новости от TheMoneytizer

კრემლში პუტინი შეხვდა აშშ-ის პრეზიდენტის წარმომადგენლებს

22 იანვარს, გვიან ღამით, მოსკოვში, კრემლში რუსეთის პრეზიდენტი, ვლადიმირ პუტინი შეხვდა აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის წარმომადგენელს, სტივ უიტკოფსა და მის სიძეს, ჯარედ კუშნერს. შეხვედრა შუაღამემდე დაიწყო და ოთხსაათნახევარს გაგრძელდა.
რუსეთის პრეზიდენტის თანაშემწის, იური უშაკოვის თქმით, შეხვედრის მთავარი შედეგი იყო შეთანხმება რუსეთის, უკრაინისა და აშშ-ის წარმომადგენლების მონაწილეობით აბუ დაბიში სამმხრივი სამუშაო ჯგუფის შეხვედრის ჩატარების შესახებ.

შეხვედრა 23 იანვარს არის დაგეგმილი. რუსეთის დელეგაცია, რომელსაც უხელმძღვანელებს იგორ კოსტიუკოვი, ადმირალი, რუსეთის შეიარაღებული ძალების გენშტაბის მთავარი სამმართველოს, იგივე მთავარი სადაზვერვო სამმართველოს (ГРУ) უფროსი და რომელშიც შედის კერძო საინვესტიციო ფონდის ხელმძღვანელი კირილ დმიტრიევი მოლაპარაკებას გამართავს სტივ უიტკოფთან.

არაბთა გაერთიანებულ საემიროებში გამართული მოლაპარაკებების დამატებითი დეტალები არ გამოქვეყნებულა და უცნობია, შეხვდებიან თუ არა რუსი და უკრაინელი ოფიციალური პირები ერთმანეთს პირისპირ.
Reuters-ის თანახმად, ცნობით, უშაკოვმა აღნიშნა, რომ ტერიტორიული საკითხების მოგვარების გარეშე მდგრადი მშვიდობის მიღწევა შეუძლებელია. უშაკოვის თანახმად, მოლაპარაკება „სასარგებლო იყო ყველა თვალსაზრისით,“ "არსებითი, კონსტრუქციული და ძალიან გულწრფელი“.

„რაც მთავარია, ჩვენს პრეზიდენტსა და ამერიკელებს შორის ამ მოლაპარაკებების დროს კიდევ ერთხელ იქნა ხაზგასმული, რომ ტერიტორიული საკითხის ანკორიჯში შეთანხმებული ფორმულის შესაბამისად მოგვარების გარეშე, გრძელვადიანი მოგვარების იმედი არ არსებობს“, - თქვა მან და მინიშნება გააკეთა შარშან ალასკაში ტრამპისა და პუტინის სამიტზე.
„ჩვენ გულწრფელად ვართ დაინტერესებული (კონფლიქტის) პოლიტიკური და დიპლომატიური გზებით მოგვარებით“, - განუცხადა უშაკოვმა ჟურნალისტებს.
„სანამ ეს არ მოხდება, რუსეთი გააგრძელებს თავისი მიზნების მიღწევას... ბრძოლის ველზე“.

ხუთშაბათს, უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ შეთანხმების პროექტი „თითქმის, თითქმის მზადაა“ და რომ ის და ტრამპი შეთანხმდნენ ომისშემდგომი უსაფრთხოების გარანტიების საკითხზე.

Читайте на сайте


Smi24.net — ежеминутные новости с ежедневным архивом. Только у нас — все главные новости дня без политической цензуры. Абсолютно все точки зрения, трезвая аналитика, цивилизованные споры и обсуждения без взаимных обвинений и оскорблений. Помните, что не у всех точка зрения совпадает с Вашей. Уважайте мнение других, даже если Вы отстаиваете свой взгляд и свою позицию. Мы не навязываем Вам своё видение, мы даём Вам срез событий дня без цензуры и без купюр. Новости, какие они есть —онлайн с поминутным архивом по всем городам и регионам России, Украины, Белоруссии и Абхазии. Smi24.net — живые новости в живом эфире! Быстрый поиск от Smi24.net — это не только возможность первым узнать, но и преимущество сообщить срочные новости мгновенно на любом языке мира и быть услышанным тут же. В любую минуту Вы можете добавить свою новость - здесь.




Новости от наших партнёров в Вашем городе

Ria.city
Музыкальные новости
Новости России
Экология в России и мире
Спорт в России и мире
Moscow.media






Топ новостей на этот час

Rss.plus





СМИ24.net — правдивые новости, непрерывно 24/7 на русском языке с ежеминутным обновлением *