Добавить новость
World News in Georgian
Новости сегодня

Новости от TheMoneytizer

ვოლოდიმირ ზელენსკი: დონბასის საკითხი საკვანძოა და ის აბუ-დაბიში სამმხრივ შეხვედრაზე იქნება განხილული

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ დონბასის საკითხი საკვანძოა და მასზე აუცილებლად იმსჯელებენ 23 იანვარს აბუ დაბიში კიევის, მოსკოვისა და ვაშინგტონის წარმომადგენლების შეხვედრაზე. ზელენსკის სიტყვებს რადიო თავისუფლების უკრაინული სამსახური ციტირებს.

„დონბასის საკითხი საკვანძოა და მასზე დღეს და ხვალ იმსჯელებენ აბუ-დაბიში. განხილული იქნება სამივე მხარის ხედვა“, - განუცხადა უკრაინის პრეზიდენტმა ჟურნალისტებს.

რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმირ პუტინის თანაშემწემ, იური უშაკოვმა, კრემლში აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის სპეციალურ წარმომადგენლებთან გამართული შეხვედრის შემდეგ განაცხადა, რომ „ტერიტორიული საკითხის შესახებ ანკორიჯში შეთანხმებული ფორმულის შესაბამისად მოგვარების გარეშე, არავის უნდა ჰქონდეს გრძელვადიანი მოგვარების იმედი“.

აბუ-დაბიში რუსეთის დელეგაციას რუსეთის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის (ГРУ) მთავარი სადაზვერვო სამმართველოს უფროსი, ადმირალი იგორ კოსტიუკოვი უხელმძღვანელებს, ხოლო უკრაინის დელეგაციას - ეროვნული უშიშროებისა და თავდაცვის საბჭოს მდივანი რუსტემ უმეროვი.

22 იანვარს ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ მოლაპარაკებები „ტექნიკურ დონეზე“ 23-24 იანვარს გაიმართებოდა.

„რუსები კომპრომისზე წასასვლელად მზად უნდა იყვნენ. ყველა უნდა იყოს მზად, არა მხოლოდ უკრაინა. ვნახოთ, როგორი შედეგი იქნება“, - დასძინა მან.

ვოლოდიმირ ზელენსკის თქმით, დავოსში დონალდ ტრამპთან შეხვედრისას განიხილეს უკრაინის საჰაერო თავდაცვისა და უსაფრთხოების გარანტიები. უკრაინის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ უსაფრთხოების გარანტიის შეთანხმება მზად არის ხელმოსაწერად.

„რა თქმა უნდა, კიდევ ბევრი ტექნიკური დეტალი იქნება და ამ დოკუმენტის საფუძველზე დამატებით კიდევ არაერთი დოკუმენტი გამოჩნდება. თუმცა უსაფრთხოების გარანტიების შესახებ მთავარი, ფუნდამენტური შეთანხმება უკვე არსებობს“, - ციტირებს ზელენსკის უკრაინული „Суспільне“. მისი თქმით, შემდგომი ნაბიჯები დამოკიდებულია თარიღზე, რომელსაც ტრამპი დაასახელებს და დოკუმენტის აშშ-ის კონგრესსა და უკრაინის ვერხოვნა რადაში რატიფიცირებაზე.

ვოლოდიმირ ზელენსკისთან შეხვედრის შემდეგ აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ შეხვედრა „ძალიან კარგად“ წარიმართა და რომ პუტინთან მისი გზავნილია, რომ ომი უნდა დასრულდეს.

Financial Times-ის ცნობით, შეხვედრაზე ზელენსკი ცდილობდა ტრამპის დარწმუნებას, რომ აეღო უკრაინის მხარდაჭერის დამატებითი ვალდებულებები (ეს დოკუმენტები შეთანხმებული იყო ამერიკელ ოფიციალურ პირებთან), თუმცა მათი განხილვა არ დასრულებულა და, შესაბამისად, მათზე ხელმოწერაც არ მომხდარა.

Читайте на сайте


Smi24.net — ежеминутные новости с ежедневным архивом. Только у нас — все главные новости дня без политической цензуры. Абсолютно все точки зрения, трезвая аналитика, цивилизованные споры и обсуждения без взаимных обвинений и оскорблений. Помните, что не у всех точка зрения совпадает с Вашей. Уважайте мнение других, даже если Вы отстаиваете свой взгляд и свою позицию. Мы не навязываем Вам своё видение, мы даём Вам срез событий дня без цензуры и без купюр. Новости, какие они есть —онлайн с поминутным архивом по всем городам и регионам России, Украины, Белоруссии и Абхазии. Smi24.net — живые новости в живом эфире! Быстрый поиск от Smi24.net — это не только возможность первым узнать, но и преимущество сообщить срочные новости мгновенно на любом языке мира и быть услышанным тут же. В любую минуту Вы можете добавить свою новость - здесь.




Новости от наших партнёров в Вашем городе

Ria.city
Музыкальные новости
Новости России
Экология в России и мире
Спорт в России и мире
Moscow.media






Топ новостей на этот час

Rss.plus





СМИ24.net — правдивые новости, непрерывно 24/7 на русском языке с ежеминутным обновлением *