Добавить новость
World News in Georgian
Новости сегодня

Новости от TheMoneytizer

საპატიმრო დატოვა პოლიტიკოსმა გივი თარგამაძემ

დღეს, 26 იანვარს, საპატიმრო დატოვა პოლიტიკოსმა გივი თარგამაძემ. 7-თვიანი პატიმრობიდან გათავისუფლების შემდეგ, რუსთავის სასჯელაღსრულების მე-12 პენიტენციურ დაწესებულებასთან გივი თარგამაძეს ოჯახის წევრები, ახლობლები და მხარდამჭერები დახვდნენ.

2008-12 წლებში პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე გივი თარგამაძე, რომელიც რამდენიმე წელი აქტიურ პოლიტიკაში აღარ მონაწილეობდა, 2025 წლის 27 ივნისს დააკავეს - მოსამართლე ნინო გალუსტაშვილის მიერ მისთვის 7-თვიანი პატიმრობის შეფარდების გადაწყვეტილების გამოცხადების შემდეგ, თარგამაძე თავად მივიდა პოლიციის სამმართველოში.

გივი თარგამაძეს 2 წლის ვადით თანამდებობის დაკავებაც აკრძალული აქვს.

"პირველ რიგში, რა თქმა უნდა, გული მეთანაღრება იმაზე, რომ მე გამოვედი და ამდენი ხალხი რჩება საპატიმროებში. ნამდვილად ბედნიერი ვიქნებოდი, მე რომ ბოლო გამოვდიოდე და ყველა გამოსული იყოს.... ჯანმრთელობას ვუსურვებ იმ ხალხს...რამხელა მხნეობა აქვთ, დიდი ხანია დაამტკიცეს. ამიტომ, ჯანმრთელობა და საბოლოოდ ყველაფერი კარგად იქნება. მადლიერება მინდა გამოვხატო იმ ადამიანების მიმართ, ვინც ეს თვეები გვგულშემატკივრობდა და განსაკუთრებით ჩემს ოჯახს ედგა გვერდში. კი, ჩემი ცოლიც, შვილებიც მებრძოლები გოგოები არიან ნამდვილად, მაგრამ უთქვენოდ ბევრად გაუჭირდებოდათ და ამის გამო ძალიან მადლიერი ვარ, მიყვარხართ ყველა“, - თქვა ჟურნალისტებთან საუბარში პოლიტიკოსმა.

გივი თარგამაძე სადავო პარლამენტში, დროებით საგამოძიებო კომისიაზე ახსნა-განმარტების მიცემისთვის 2025 წლის 3 აპრილს დაიბარეს, სადაც ის არ გამოცხადდა.

მას ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 349-ე მუხლით წარუდგინეს, რაც "საქართველოს პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის მოთხოვნის შეუსრულებლობას" გულისხმობს. ეს ქმედება ისჯება ჯარიმით ან თავისუფლების აღკვეთით ვადით ერთ წლამდე, თანამდებობის დაკავების ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევით ვადით სამ წლამდე.

Читайте на сайте


Smi24.net — ежеминутные новости с ежедневным архивом. Только у нас — все главные новости дня без политической цензуры. Абсолютно все точки зрения, трезвая аналитика, цивилизованные споры и обсуждения без взаимных обвинений и оскорблений. Помните, что не у всех точка зрения совпадает с Вашей. Уважайте мнение других, даже если Вы отстаиваете свой взгляд и свою позицию. Мы не навязываем Вам своё видение, мы даём Вам срез событий дня без цензуры и без купюр. Новости, какие они есть —онлайн с поминутным архивом по всем городам и регионам России, Украины, Белоруссии и Абхазии. Smi24.net — живые новости в живом эфире! Быстрый поиск от Smi24.net — это не только возможность первым узнать, но и преимущество сообщить срочные новости мгновенно на любом языке мира и быть услышанным тут же. В любую минуту Вы можете добавить свою новость - здесь.




Новости от наших партнёров в Вашем городе

Ria.city
Музыкальные новости
Новости России
Экология в России и мире
Спорт в России и мире
Moscow.media






Топ новостей на этот час

Rss.plus





СМИ24.net — правдивые новости, непрерывно 24/7 на русском языке с ежеминутным обновлением *