Добавить новость
World News in Georgian
Новости сегодня

Новости от TheMoneytizer

ამოიცნეს და ღაზის სექტორიდან ისრაელში დააბრუნეს ბოლო ისრაელელი მძევლის ცხედარი

ამოიცნეს და ღაზის სექტორიდან ისრაელში დააბრუნეს ჯიჰადისტური დაჯგუფებების მიერ 2023 წლის 7 ოქტომბერს აყვანილი ბოლო ისრაელელი მძევლის, რან გვილის ცხედარი.

რან გვილი არის 24 წლის ისრაელელი პოლიციელი, რომელიც 2023 წლის 7 ოქტომბერს მოკლეს პალესტინური ტერორისტული დაჯგუფება ჰამასის მიერ კიბუც „ალუმიმზე“ თავდასხმის დროს. გვილი ავადმყოფობის გამო არ მუშაობდა იმ დღეებში, მაგრამ ის ნებაყოფლობით წავიდა კიბუცის მაცხოვრებლების დასაცავად და რამდენიმე თავდამსხმელი მოკლა. პოლიციელის ცხედარი ღაზაში გადაასვენეს და 842 დღის განმავლობაში ჰქონდათ იქ დაკავებული.

ღაზაში 2014 წლის შემდეგ პირველად არ არის არც ერთი ისრაელელი მძევალი, არც ცოცხალი და არც დაღუპული.

ღაზაში ბოლო მძევლის ცხედრის ძებნა გასულ შაბათ-კვირას გააქტიურდა. მაშინ ჰამასის სამხედრო ფრთამ განაცხადა, რომ მან შუამავლებს მიაწოდა ინფორმაცია იმის შესახებ, თუ სად იყო დამარხული მძევლის ცხედრი ღაზის სექტორში.

ჰამასის განცხადება ისრაელის სამხედრო-პოლიტიკური კაბინეტის შეკრებამდე ცოტა ხნით ადრე გაკეთდა. კაბინეტს უნდა განეხილათ აშშ-ის მოთხოვნა, რომ ღაზის სექტორისა და ეგვიპტის საზღვარზე რაფაჰის სასაზღვრო-გამშვები პუნქტი გაიხსნას ბოლო მძევლის ცხედრის დაბრუნებამდე, რაც ისრაელსა და პალესტინელებს შორის შეთანხმების პირობა იყო.

პრემიერ-მინისტრის ადმინისტრაციამ დაადასტურა სამძებრო ოპერაციის ჩატარება, სახელწოდებით „მამაცი გული“. ძებნა ჩატარდა სასაფლაოზე ქალაქ ღაზაში, დარაჯ-ტუფაჰისა და საჯაიას უბნებს შორის, ყვითელი ხაზის გასწვრივ და მის აღმოსავლეთით, ისრაელის სამხედრო კონტროლის ქვეშ მყოფ მყოფ ტერიტორიაზე.

ოპერაციას ხელმძღვანელობდა ბრიგადა „ალექსანდრონი“ და მასში მონაწილეობდნენ საინჟინრო ქვედანაყოფები, სამხედრო რაბინატი, სტომატოლოგები და სპეციალური სამძებრო ჯგუფები.

სამხედროებმა განმარტეს, რომ საწყისი დაზვერვის ინფორმაცია ჰამასისგან არ მოდიოდა. არმიამ ასევე უარყო ჯგუფის მტკიცება, რომ ისინი აქტიურად ეძებდნენ ცხედარს. ისრაელის თავდაცვის ძალები მიიჩნევენ, რომ ჰამასის განცხადება გაკეთდა „სიტუაციიდან პოლიტიკური ან ინფორმაციული ეფექტის მისაღებად“.

ჰამასსა და ისრაელს შორის ღაზის სექტორში ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმებას ოქტომბერში მოეწერა ხელი. შეთანხმების პირველი ფაზა ითვალისწინებდა 2023 წლის 7 ოქტომბერს ტყვედ აყვანილი 20 დარჩენილი ისრაელელი მძევლის გათავისუფლებას ისრაელის ტყვეობაში მყოფი პალესტინელი პატიმრების სანაცვლოდ. პირველი ფაზა ასევე მოიცავდა ყველა დაღპული მძევლის გადაცემას.

მეორე ფაზა გულისხმობს ისრაელის ჯარების ძირითადი ნაწილის გაყვანას ღაზის სექტორიდან, საერთაშორისო სტაბილიზაციის ძალების განლაგებას და ახალი ადმინისტრაციული სტრუქტურის შექმნას. აშშ-ის გეგმის თანახმად, მას უხელმძღვანელებს „მშვიდობის საბჭო“.

Читайте на сайте


Smi24.net — ежеминутные новости с ежедневным архивом. Только у нас — все главные новости дня без политической цензуры. Абсолютно все точки зрения, трезвая аналитика, цивилизованные споры и обсуждения без взаимных обвинений и оскорблений. Помните, что не у всех точка зрения совпадает с Вашей. Уважайте мнение других, даже если Вы отстаиваете свой взгляд и свою позицию. Мы не навязываем Вам своё видение, мы даём Вам срез событий дня без цензуры и без купюр. Новости, какие они есть —онлайн с поминутным архивом по всем городам и регионам России, Украины, Белоруссии и Абхазии. Smi24.net — живые новости в живом эфире! Быстрый поиск от Smi24.net — это не только возможность первым узнать, но и преимущество сообщить срочные новости мгновенно на любом языке мира и быть услышанным тут же. В любую минуту Вы можете добавить свою новость - здесь.




Новости от наших партнёров в Вашем городе

Ria.city
Музыкальные новости
Новости России
Экология в России и мире
Спорт в России и мире
Moscow.media






Топ новостей на этот час

Rss.plus





СМИ24.net — правдивые новости, непрерывно 24/7 на русском языке с ежеминутным обновлением *