Добавить новость
World News in Georgian
Новости сегодня

Новости от TheMoneytizer

ევროკავშირმა საბოლოოდ დაამტკიცა რუსული გაზის იმპორტის აკრძალვის გეგმა

ევროკავშირის სახელმწიფოებში რუსეთიდან გათხევადებული ბუნებრივი გაზის იმპორტი სრულად აიკრძალება 2027 წლის დასაწყისიდან, ხოლო მილსადენებით გაზის მიწოდება - 2027 წლის შემოდგომიდან.

საბოლოოდ შეთანხმებული გადაწყვეტილება რუსული გაზის იმპორტის ეტაპობრივად შეწყვეტის შესახებ დღეს, 26 იანვარს გამოქვეყნდა ევროკავშირის საბჭოს საიტზე. მანამდე გეგმას მხარი დაუჭირა ევროპარლამენტმა.

დადგენილი ვადების ძალაში შესვლამდე გარდამავალი პერიოდი დაწესდა უკვე არსებული კონტრაქტებისთვის.

აკრძალვის დარღვევის შემთხვევაში ფიზიკური პირებისთვის მაქსიმალური ჯარიმა სულ მცირე 2,5 მილიონი ევრო იქნება, ხოლო კომპანიებისთვის - სულ მცირე 40 მილიონი ევრო.

2026 წლის 1 მარტისთვის ევროკავშირის სახელმწიფოებმა უნდა მოამზადონ ეროვნული გეგმები გაზის მიწოდების წყაროთა დივერსიფიკაციის შესახებ და პოტენციური პრობლემები განსაზღვრონ.

ევროკავშირის საბჭომ და ევროპარლამენტმა 2025 წლის დეკემბრის დასაწყისში მიაღწიეს წინასწარ შეთანხმებას 2027 წლისთვის რუსული ბუნებრივი გაზის იმპორტის სრულად შეწყვეტის შესახებ. შესაბამისი წინადადებები ევროპარლამენტმა ოფიციალურად დაამტკიცა 2025 წლის 17 დეკემბერს.

ევროკავშირის სახელმწიფოებმა რუსული ბუნებრივი გაზის იმპორტის რაც შეიძლება სწრაფად და სრულად აკრძალვა საჭიროდ მიიჩნიეს 2022 წელს უკრაინაში რუსეთის არმიის ფართომასშტაბიანი შეჭრის შემდეგ, თუმცა პრაქტიკულად განხორციელება რთული აღმოჩნდა.

ევროკავშირის მონაცემებით, იმ ფონზე, როცა სანქციების შედეგად 2025 წელს რუსული ნავთობის იმპორტის მაჩვენებელი 3%-მდე დაეცა, გაზის იმპორტი დაახლოებით 13% იყო(15 მილიარდ ევროზე მეტი), რაც სერიოზული რისკია სავაჭრო და ენერგეტიკული უსაფრთხოებისთვის.

რუსული გაზის იმპორტის შეწყვეტას ეწინააღმდეგებიან უნგრეთი და სლოვაკეთი.

Читайте на сайте


Smi24.net — ежеминутные новости с ежедневным архивом. Только у нас — все главные новости дня без политической цензуры. Абсолютно все точки зрения, трезвая аналитика, цивилизованные споры и обсуждения без взаимных обвинений и оскорблений. Помните, что не у всех точка зрения совпадает с Вашей. Уважайте мнение других, даже если Вы отстаиваете свой взгляд и свою позицию. Мы не навязываем Вам своё видение, мы даём Вам срез событий дня без цензуры и без купюр. Новости, какие они есть —онлайн с поминутным архивом по всем городам и регионам России, Украины, Белоруссии и Абхазии. Smi24.net — живые новости в живом эфире! Быстрый поиск от Smi24.net — это не только возможность первым узнать, но и преимущество сообщить срочные новости мгновенно на любом языке мира и быть услышанным тут же. В любую минуту Вы можете добавить свою новость - здесь.




Новости от наших партнёров в Вашем городе

Ria.city
Музыкальные новости
Новости России
Экология в России и мире
Спорт в России и мире
Moscow.media






Топ новостей на этот час

Rss.plus





СМИ24.net — правдивые новости, непрерывно 24/7 на русском языке с ежеминутным обновлением *