Добавить новость
World News in Georgian
Новости сегодня

Новости от TheMoneytizer

პროკურატურის თანახმად, ღუდუშაურმა ბრალი აღიარა, მისთვის გირაოს შეფარდებას მოითხოვენ

პროკურატირის თანახმად ჯანდაცვის მინისტრის ყოფილმა მოადგილემ ილია ღუდუშაურმა, აღიარა მისთვის წარდგენილი ბრალი და შესაბამისად უწყება მისთვის საპატიმრო გირაოს გამოყენების შუმადგომლობით მიმართავს სასამართლოს.
პროკურატურის მიერ გავრცელებულ ცნობაში მითითებული არაა გირაოს თანხის ოდენობა. თუ სასამართლო პროკურატურის მოთხოვნას დააკმაყოფილებს საპატიმრო გირაოს გამოყენებაზე, ღუდუშაური წინასწარი დაკავების იზოლატრს დატოვებს თანხის სრულად გადახდის შემთხვევაში.
ილია ღუდუშაურს სამსახურებრივი უფალებამოსილების ბოროტად გამოყენებას ედავებიან (სისხლის სამართლის კოდექსის 332-ე მუხლის მეორე ნაწილით გათვალისწინებულ დანაშაულს)
მას ხუთიდან რვა წლამდე პატიმრობა ემუქრება.
ბრალდება უკავშირდება 2022-23 წლების ტენდერსა და მის შეწყვეტას, - ტენდერი 70 ერთეული სასწრაფო დახმარების მანქანების შესყიდვაზე იყო გამოცხადებული.
ბრალდების თანახმად, ტენდერში მონაწილეობა მიიღო სამმა კომპანიამ, რომელთაგან გამარჯვებულად გამოვლინდა ერთი, რომელმაც ყველაზე დაბალი ფასი, 8 525 876 ლარი, შესთავაზა.
"თუმცა, ბრალდებულმა, რომელიც მოქმედებდა ტენდერში მონაწილე შედარებით მაღალი ფასის წარმდგენი კომპანიის სასარგებლოდ, ხელოვნურად შექმნილი საფუძვლით, უკანონოდ შეწყვიტა სამინისტროს მიერ გამოცხადებული ტენდერი. 2023 წლის 10 მაისს მისივე მითითებით გამოცხადდა ახალი ტენდერი, შეცვლილი პირობებით, რომელიც მორგებული იყო ერთ კონკრეტულ პრეტენდენტზე და რომლის ხელმძღვანელობასთანაც ბრალდებულს პირადი ნაცნობობა აკავშირებდა", - აცხადებს პროკურატურა.
შედეგად, ტენდერი ჩატარდა სხვა კომპანიების მონაწილეობისა და ყოველგვარი კონკურენციის გარეშე.
გამარჯვებულად გამოცხადდა წინასწარ შერჩეული კომპანია, რომელსა წარდგენილი შედარებით მაღალი ფასის გამო, სამინისტრომ მინიმუმ 2 138 000 ლარით მეტი გადაუხადა.


ილია ღუდუშაური „ფინანსურმა პოლიციამ“ 26 იანვარს, დააკავა.
ილია ღუდუშაური მინისტრმა ზურაბ აზარაშვილმა დანიშნა მოადგილედ 2022 წლის 3 იანვარს.აზარაშვილი, თავის მხრივ, 2021 წელს დანიშნა პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა, რომელიც ამჟამად პატიმრობაშია.აზარაშვილმა პოსტი 2024 წლის 1 მარტს დატოვა „ირაკლი კობახიძესთან საუბრის შემდეგ“ - მისი გადადგომა კობახიძის გაპრემიერების შემდეგ პირველი საკადრო ცვლილება იყო მთავრობაში.მინისტრის მოადგილეობამდე რამდენიმე წლით ადრე, 2017-18 წლებში, ილია ღუდუშაური იკავებდა მუნიციპალური განვითარების ფონდის დირექტორის მოადგილის თანამდებობასაც.
ღუდუშაურის ძმა - ბრალდებული კორუფციის საქმეზეახლახან დაკავებული ილია ღუდუშაურის ძმა არის ვლადიმერ ღუდუშაური, - ისიც ყოფილი მაღალჩინოსანია, თავდაცვის სამინისტროს შესყიდვების დეპარტამენტის ყოფილი უფროსი.
ბრალი მასაც აქვს წარდგენილი და ოქტომბრიდან გირაოთია გათავისუფლებული.
ვლადიმერ ღუდუშაური ერთ-ერთი პირველი იყო თავდაცვის ყოფილი მინისტრის, ჯუანშერ ბურჭულაძის ახლო გარემოცვიდან, რომელიც დააკავეს.
ბრალდება ეხება „დიდი რაოდენობით თანხის“ - 1 333 728 ლარის - გაფლანგვას. საუბარია თავდაცვის სამინისტროსათვის სამედიცინო აპარატურის შესყიდვაზე.
ვლადიმერ ღუდუშაური თავდაცვის სამინისტროში 2019 წლიდან მუშაობდა.მანამდე ის საქართველოს დაზვერვის სამსახურსა და იუსტიციის სამინისტროში მსახურობდა.2019-21 წლებში იყო სამინისტროს შესყიდვების დეპარტამენტის უფროსის მოადგილე, 2021-24 წლებში კი - დეპარტამენტის უფროსი.

Читайте на сайте


Smi24.net — ежеминутные новости с ежедневным архивом. Только у нас — все главные новости дня без политической цензуры. Абсолютно все точки зрения, трезвая аналитика, цивилизованные споры и обсуждения без взаимных обвинений и оскорблений. Помните, что не у всех точка зрения совпадает с Вашей. Уважайте мнение других, даже если Вы отстаиваете свой взгляд и свою позицию. Мы не навязываем Вам своё видение, мы даём Вам срез событий дня без цензуры и без купюр. Новости, какие они есть —онлайн с поминутным архивом по всем городам и регионам России, Украины, Белоруссии и Абхазии. Smi24.net — живые новости в живом эфире! Быстрый поиск от Smi24.net — это не только возможность первым узнать, но и преимущество сообщить срочные новости мгновенно на любом языке мира и быть услышанным тут же. В любую минуту Вы можете добавить свою новость - здесь.




Новости от наших партнёров в Вашем городе

Ria.city
Музыкальные новости
Новости России
Экология в России и мире
Спорт в России и мире
Moscow.media






Топ новостей на этот час

Rss.plus





СМИ24.net — правдивые новости, непрерывно 24/7 на русском языке с ежеминутным обновлением *