Добавить новость
World News in Georgian
Новости сегодня

Новости от TheMoneytizer

ჩოხატაურის საკრებულოს ყოფილ თავმჯდომარეს 30-ათასლარიანი გირაო შეეფარდა

ჩოხატაურის საკრებულოს ყოფილ თავმჯდომარეს, დავით შარაშიძეს, ოზურგეთის რაიონულმა სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების სახით 30 000-ლარიანი გირაო შეუფარდა.

"ტვ პირველის" ცნობით, პროცესს ესწრებოდა თავად ბრალდებული დავით შარაშიძე.

პროკურატურა შარაშიძისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობას მოითხოვდა, გირაოს შუამდგომლობა სასამართლოს სხდომაზე ადვოკატმა დააყენა.

ადვოკატმა, სხდომის დაწყებამდე, განაცხადა, რომ პოლიციელზე განხორციელებული ჯგუფური ძალადობისთვის დაკავებული შარაშიძე ბრალს აღიარებს.

დავით შარაშიძე ჩოხატაურის საკრებულოს თავმჯდომარეობიდან გუშინ, 29 იანვარს, გადააყენეს, მის მიმართ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებული მიმდინარე გამოძიების გამო.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ოზურგეთში მდებარე ერთ-ერთ რესტორანში, ურთიერთშელაპარაკებისას, ჩოხატაურის საკრებულოს თავმჯდომარემ და მასთან ერთად მყოფმა ორმა პირმა ჯგუფურად იძალადეს პოლიციელზე, რომელიც იმ მომენტისთვის არ ასრულებდა სამსახურებრივ მოვალეობას.

სავარაუდოდ, იმის გამო, რომ პოლიციელი მომხდარის დროს სამსახურებრივ მოვალეობას არ ასრულებდა, შსს-მ გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი ნაწილის პრიმა მუხლის “ბ” ქვეპუნქტით დაიწყო, რაც ჯგუფურად ჩადენილ ძალადობას გულისხმობს. საზოგადოებრივი წესრიგის დამცველზე ჯგუფურად განხორციელებულ ძალადობას სისხლის სამართლის კოდექსის 353- მუხლის მე-2 ნაწილის "ა" ქვეპუნქტი განსაზღვრავს.

შარაშიძესთან ერთად ჯგუფურ ძალადობაში მონაწილე ორ პირს, რომლებიც შსს-ს თანახმად, „მიმალვაში” არიან, კვლავ ეძებენ.

Читайте на сайте


Smi24.net — ежеминутные новости с ежедневным архивом. Только у нас — все главные новости дня без политической цензуры. Абсолютно все точки зрения, трезвая аналитика, цивилизованные споры и обсуждения без взаимных обвинений и оскорблений. Помните, что не у всех точка зрения совпадает с Вашей. Уважайте мнение других, даже если Вы отстаиваете свой взгляд и свою позицию. Мы не навязываем Вам своё видение, мы даём Вам срез событий дня без цензуры и без купюр. Новости, какие они есть —онлайн с поминутным архивом по всем городам и регионам России, Украины, Белоруссии и Абхазии. Smi24.net — живые новости в живом эфире! Быстрый поиск от Smi24.net — это не только возможность первым узнать, но и преимущество сообщить срочные новости мгновенно на любом языке мира и быть услышанным тут же. В любую минуту Вы можете добавить свою новость - здесь.




Новости от наших партнёров в Вашем городе

Ria.city
Музыкальные новости
Новости России
Экология в России и мире
Спорт в России и мире
Moscow.media






Топ новостей на этот час

Rss.plus





СМИ24.net — правдивые новости, непрерывно 24/7 на русском языке с ежеминутным обновлением *