Добавить новость
World News in Georgian
Новости сегодня

Новости от TheMoneytizer

კიევი და რეგიონები - რუსეთის ჯარებმა უკრაინაზე მორიგი მასირებული შეტევა მიიტანეს

რუსეთის ჯარებმა მორიგი შეტევა მიიტანეს უკრაინაზე, მათ შორის დედაქალაქ კიევზე. უკრაინის საჰაერო ძალების თანახმად, საოკუპაციო ძალებმა 180-ზე მეტი დრონი და ორი ბალისტიკური რაკეტა გამოიყენეს.

მასირებული შეტევა გასული ღამიდან დაიწყო.

კიევის პოლიციის ტელეგრამ-არხზე 5 თებერვალს დილით გამოქვეყნებული ინფორმაციით, დრონებით შეტევის შედეგად დედაქალაქში დაშავდა ორი ხანდაზმული ქალი, დაზიანებულია ხუთი მრავალბინიანი სახლი, ხანძარი გაჩნდა საოფისე შენობაში.

დნეპროპეტროვსკის ოლქის სამხედრო ადმინისტრაციის მონაცემებით, რაკეტებითა და დრონებით დარტყმის შედეგად რეგიონის ათამდე რაიონში დაზიანებულია კერძო სახლები, გიმნაზია, საწარმოები და ადმინისტრაციული შენობა.

უკრაინის საჰაერო ძალების სარდლობის მიერ 5 თებერვალს დილით გამოქვეყნებული მონაცემებით, 4 თებერვლის საღამოდან რუსეთის ჯარებმა უკრაინას შეუტიეს ორი ბალისტიკური რაკეტით „ისკანდერ-მ“ და 183 უპილოტო საფრენი აპარატით.

სარდლობის თანახმად, ადგილობრივი დროით 08:00 საათისთვის დადასტურებული იყო 156 რუსული დრონის მოგერიება და ბალისტიკური რაკეტებითა და 22 დრონით პირდაპირი დარტყმა 16 ადგილზე.

დილით რუსეთის თავდაცვის სამინისტრომაც განაცხადა, რომ ღამის განმავლობაში მოიგერიეს 95 უკრაინული დრონი, მათ შორის ყველაზე მეტი, 35 - კრასნოდარის მხარეში, 27 - როსტოვის ოლქში, 21 - აზოვის ზღვის თავზე და დანარჩენი ბელგოროდის და ვოლგოგრადის ოლქებსა და ყირიმში. ეს უწყება, როგორც წესი, არ ასახელებს მოუგერიებელი დრონების რიცხვს.

როსტოვის ოლქის გუბერნატორმა იური სლიუსარმა დილით ტელეგრამზე დაწერა, რომ „მასირებული შეტევისას“ 30-ზე მეტი უპილოტო საფრენი აპარატი მოიგერიეს რეგიონის 12 ქალაქსა და რაიონში.

გუბერნატორის თანახმად, დაშავდა ერთი ადამიანი. სხვა შედეგები სლიუსარს არ დაუსახელებია. მის მიერ ჩამოთვლილ ქალაქებს შორისაა ტაგანროგი და ნოვოშახტინსკი, სადაც სამხედრო დანიშნულების და ნავთობგადადმუშავებელი ქარხნებია. უკრაინის თავდაცვის ძალებმა გასულ თვეებში დრონებით არაერთხელ დაარტყეს ნოვოშახტინსკის ნავთობგადამამუშავებელ ქარხანას, 2025 წლის ნოემბრის ბოლოს კი - ტაგანროგის ავიაშემკეთებელ და დრონების მწარმოებელ ქარხნებს.

Читайте на сайте


Smi24.net — ежеминутные новости с ежедневным архивом. Только у нас — все главные новости дня без политической цензуры. Абсолютно все точки зрения, трезвая аналитика, цивилизованные споры и обсуждения без взаимных обвинений и оскорблений. Помните, что не у всех точка зрения совпадает с Вашей. Уважайте мнение других, даже если Вы отстаиваете свой взгляд и свою позицию. Мы не навязываем Вам своё видение, мы даём Вам срез событий дня без цензуры и без купюр. Новости, какие они есть —онлайн с поминутным архивом по всем городам и регионам России, Украины, Белоруссии и Абхазии. Smi24.net — живые новости в живом эфире! Быстрый поиск от Smi24.net — это не только возможность первым узнать, но и преимущество сообщить срочные новости мгновенно на любом языке мира и быть услышанным тут же. В любую минуту Вы можете добавить свою новость - здесь.




Новости от наших партнёров в Вашем городе

Ria.city
Музыкальные новости
Новости России
Экология в России и мире
Спорт в России и мире
Moscow.media






Топ новостей на этот час

Rss.plus





СМИ24.net — правдивые новости, непрерывно 24/7 на русском языке с ежеминутным обновлением *