Добавить новость
World News in Georgian
Новости сегодня

Новости от TheMoneytizer

ფსბ აცხადებს, რომ დუბაიში დააკავეს გენერლის მკვლელობის მცდელობასთან დაკავშირებული პირი

რუსეთის ხელისუფლება აცხადებს, რომ დაკავებულია რუსეთის არმიის გენერალური შტაბის მთავარი სამმართველოს (ГРУ) უფროსის მოადგილის, ვლადიმირ ალექსეევის მკვლელობის მცდელობასთან დაკავშირებული კიდევ ერთი პირი.

ამ ინფორმაციას მანამდე სხვადასხვა მედიასაშალება ავრცელებდა.

რუსეთის ფედერალური უსაფრთხოების სამსახურმა (ფსბ) 8 თებერვალს განცხადება გაავრცელა, სადაც წერს, რომ დაკავებული რუსეთის მოქალაქე დუბაიში აიყვანეს და ის უკვე მოსკოვშია გადაყვანილი.

უწყების ცნობითვე, სროლასთან კავშირში მყოფი რუსეთი კიდევ ორი მოქალაქეა იდენტიფიცირებული - ერთ-ერთი მოსკოვში დააკავეს, ხოლო მეორე, სავარაუდოდ, უკრაინაში გაემგზავრა.

გენერალ ალექსეევზე თავდასხმა პარასკევს, 6 თებერვალს, დილით, მის მოსკოვში მდებარე სახლში მოხდა. დაახლოებით დილის 7:00 საათზე გენერალი თავისი ბინიდან სამსახურში წასასვლელად გავიდა. სადარბაზოში ალექსეევი უცნობ პირს შეეჩეხა, რომელმაც, სავარაუდოდ, კურიერად გაასაღა თავი და ასე შეაღწია შენობაში.

თავდამსხმელმა ალექსეევს ესროლა და გენერალი ხელ-ფეხში დაჭრა, ხოლო როდესაც მსხვერპლმა პისტოლეტის წართმევა სცადა, ის გულმკერდის არეშიც დაჭრა.

უკრაინელი ოფიციალური პირები ალექსეევის მკვლელობის მცდელობასთან დაკავშირებით კომენტარს ჯერ არ აკეთებენ.

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, სერგეი ლავროვმა ინციდენტს „ტერორისტული აქტი“ უწოდა და თქვა, რომ ეს მოლაპარაკებების ჩაშლისა და სამართლიანი მოგვარების კურსიდან აშშ-ის აცდენის მცდელობაა. Novini.LIVE უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციაში წყაროებზე დაყრდნობით იუწყება, რომ გენერლის მკვლელობის მცდელობა ასევე შეფასებულია, როგორც სამშვიდობო მოლაპარაკებების ჩაშლის მცდელობა, თუმცა ეს რუსული მხარის მიერ განხორციელებული მცდელობაა.

The Washington Post-ის წყაროების ცნობით, დასავლური სადაზვერვო სააგენტოები არ სჯერათ, რომ უკრაინა ალექსეევის მკვლელობის მცდელობაში იყო ჩართული.

„უკრაინის სადაზვერვო სამსახურებმა წარსულშიც განახორციელეს მსგავსი თავდასხმები, მაგრამ ახლა მათი მხრიდან ამის გაკეთება სრული უგუნურება იქნებოდა“, - განაცხადა აშშ-ის დაზვერვის ყოფილმა მაღალი რანგის თანამშრომელმა.

ბოლო წლებში რუსეთის დედაქალაქსა და მის შემოგარენში რამდენიმე მაღალი რანგის სამხედრო მოკლეს.

Читайте на сайте


Smi24.net — ежеминутные новости с ежедневным архивом. Только у нас — все главные новости дня без политической цензуры. Абсолютно все точки зрения, трезвая аналитика, цивилизованные споры и обсуждения без взаимных обвинений и оскорблений. Помните, что не у всех точка зрения совпадает с Вашей. Уважайте мнение других, даже если Вы отстаиваете свой взгляд и свою позицию. Мы не навязываем Вам своё видение, мы даём Вам срез событий дня без цензуры и без купюр. Новости, какие они есть —онлайн с поминутным архивом по всем городам и регионам России, Украины, Белоруссии и Абхазии. Smi24.net — живые новости в живом эфире! Быстрый поиск от Smi24.net — это не только возможность первым узнать, но и преимущество сообщить срочные новости мгновенно на любом языке мира и быть услышанным тут же. В любую минуту Вы можете добавить свою новость - здесь.




Новости от наших партнёров в Вашем городе

Ria.city
Музыкальные новости
Новости России
Экология в России и мире
Спорт в России и мире
Moscow.media






Топ новостей на этот час

Rss.plus





СМИ24.net — правдивые новости, непрерывно 24/7 на русском языке с ежеминутным обновлением *