Добавить новость
World News in Georgian
Новости сегодня

Новости от TheMoneytizer

„ახალი საზოგადოებრივი შეთანხმება - საქართველოს გულისთვის“ - თბილისში სამოქალაქო ფორუმი გაიმართა

8 თებერვალს, პოლიტიკური პარტია „თავისუფლების მოედნისა“ და „საზოგადოებრივი ასამბლეის“ თანაორგანიზებით, ექსპო ჯორჯიაში, „ახალი საზოგადოებრივი შეთანხმება - საქართველოს გულისთვის“ სამოქალაქო ფორუმი გაიმართა.

ფორუმის ორგანიზატორების თქმით, ფორუმი ეძღვნება ქვეყნის მომავალზე საერთო ხედვის შემუშავების იდეას.

ფორუმს შვიდი მთავარი სპიკერი ჰყავდა:

ლევან ცუცქირიძე - „თავისუფლების მოედნის“ თავმჯდომარელევან ღამბაშიძე - ფილოსოფოსი და მასწავლებელინინო დობორჯგინიძე - ილიას უნივერსიტეტის რექტორიდათია ბადალაშვილი - მასწავლებელივაჟა გაფრინდაშვილი - ექიმითოზუ გულმამედი - ჟურნალისტი და ადამიანის უფლებების დამცველი ნინო კასრაძე - მსახიობი.

როგორც ფორუმის ორგანიზატორები ამბობენ, მათი მიზანია მსჯელობა მომავლის საქართველოზე, რაზე დაყრდნობითაც განისაზღვრება ქვეყნის სამომავლო პოლიტიკა, მოქალაქეებსა და სახელმწიფოს შორის ურთიერთობა.

„ფორუმი ხელს შეუწყობს პოლიტიკურ ჯგუფებსა და საზოგადოებრივ გაერთიანებებს შორის თანამშრომლობის გაღრმავებას, სადისკუსიო სივრცის შენარჩუნებას, იდეებისა და მოსაზრებების თავმოყრას, თუ როგორი საქართველოს გულისთვის ღირს ბრძოლა და შრომა“, - ამბობენ ფორუმის ორგანიზატორები.

ფორუმის მომხსენებლების მიზანი იყო პასუხი გაეცათ კითხვაზე - როგორი უნდა იყოს საქართველო მომდევნო უახლოესი ათწლეულების განმავლობაში.

"მართალ და გაბედულ სიტყვას, რომელსაც დღეს და აქ ვიტყვით, ყველაზე შორეულ სოფელშიც მივიტანთ. შემოგვიერთდით საქართველოს გულისთვის! ღამეც ჩვენია, დღეც ჩვენია და გვახსოვდეს, გაზაფხული აუცილებლად მოვა!” - ამ სიტყვებით მიმართა დარბაზში შეკრებილებს ლევან ცუცქირიძემ, ,,თავისუფლების მოედნის” თავმჯდომარემ.

„ბევრი იმუშავეს იმისთვის, რომ პოლიტიკოსების მიმართ ცუდი დამოკიდებულებები გაგვჩენოდა. ეს უნდა დაიძლიოს. მე ვფიქრობ, რომ დღეს ჩვენი აქ შეკრება უკვე წინ გადადგმული ნაბიჯია”, - თქვა ფილოსოფოსმა ლევან ღამბაშიძემ სიტყვით გამოსვლისას.

„ჩვენ თუ არ ვიბრძოლებთ, დანაკარგი ბევრი იქნება. აქ სხედან ადამიანები, რომლებმაც ჩემზე მეტი დაკარგეს. ამ ბძოლაში იქამდე მივალთ სანამ არ გავიმარჯვებთ”, - ასე გამოეხმაურა ფორუმის მთავარ სათქმელს მასწავლებელი დათია ბადალაშვილი.

"ჩვენ ვართ ხალხი, ვინც თითქმის გამონაკლისის გარეშე ვთანხმდებით წარსულზე. უიშვიათესია შემთხვევები აწმყოში შეთანხმებაზე. ამიტომ ჩემთვის, როგორც მკვლევრისთვის საინტერესო ის სივრცეებია, სადაც საზოგადოება ცდილობს შეთანხმების წერტილები იპოვოს. ჩემთვის პირველი ქართული უნივერსიტეტის შექმნისთვის ბრძოლის ისტორია არის ის უნიკალური მომენტი, როდესაც მოვახერხეთ თანხმობა აწმყოში”, - თქვა ნინო დობორჯგინიძემ, ილიას უნივერსიტეტის რექტორმა ფორუმზე სიტყვით გამოსვლისას.

„ჩვენ, ხელოვანი ხალხი ვხედავთ საქართველოს და თქვენც ასე უნდა ხედავდეთ, მხოლოდ კულტურასთან ერთად. დღეს კულტურა მოიაზრება ასე, ხომ გავარემონტეთ, ხელფასი ხომ მოვუმატეთ... ეს არაფერს ნიშნავს, განსხვავებული აზრი იდევნება...

მე, როგორც ჰამლეტმა, სპექტაკლის მსვლელობისას შემიძლია ვთქვა, რომ რაღაც დალპა დანიაში. დამთავრდება სპექტაკლი, გადმოვდგამ ნაბიჯს და არ შემიძლია დავიწერო, თავისუფლება სინდისის პატიმარს. აი, აქამდე მივედით. თვითონაც რომ დაფიქრდნენ, ეს რა საზიანოა მომავალი თაობისთვის...

ჩვენ ვეღარ მივიღებთ ისეთ პროტესტს, როგორიც ახლა გვაქვს. იცით ეს პროცესი, სადაც ამ პროტესტში ხელოვანებმა თავისი თავი აჩვენეს, ამ 30 წლის დამსახურებაა. ავად თუ კარგად, მაგრამ ეს არის დამოუკიდებელ საზოგადოებაში აღზრდილი ხელოვანი, მაგრამ თუ ასეთი კანონებით ვიცხოვრეთ, ხვალ აღარავინ გამოვა“... - მსახიობმა ნინო კასრაძემ თავისი სიტყვის ნაწილი „ქართული ოცნების“ მიერ ბოლო პერიოდში მიღებულ სხვადასხვა შემზღუდავ კანონს მიუძღვნა.

Читайте на сайте


Smi24.net — ежеминутные новости с ежедневным архивом. Только у нас — все главные новости дня без политической цензуры. Абсолютно все точки зрения, трезвая аналитика, цивилизованные споры и обсуждения без взаимных обвинений и оскорблений. Помните, что не у всех точка зрения совпадает с Вашей. Уважайте мнение других, даже если Вы отстаиваете свой взгляд и свою позицию. Мы не навязываем Вам своё видение, мы даём Вам срез событий дня без цензуры и без купюр. Новости, какие они есть —онлайн с поминутным архивом по всем городам и регионам России, Украины, Белоруссии и Абхазии. Smi24.net — живые новости в живом эфире! Быстрый поиск от Smi24.net — это не только возможность первым узнать, но и преимущество сообщить срочные новости мгновенно на любом языке мира и быть услышанным тут же. В любую минуту Вы можете добавить свою новость - здесь.




Новости от наших партнёров в Вашем городе

Ria.city
Музыкальные новости
Новости России
Экология в России и мире
Спорт в России и мире
Moscow.media






Топ новостей на этот час

Rss.plus





СМИ24.net — правдивые новости, непрерывно 24/7 на русском языке с ежеминутным обновлением *