Добавить новость
World News in Georgian
Новости сегодня

Новости от TheMoneytizer

„კორუფციის აღქმის ინდექსით" საქართველოს რეიტინგი 3 ქულით შემცირდა

საქართველოს ბოლო 12 წლის განმავლობაში ყველაზე დაბალი ქულა აქვს ორგანიზაცია „საერთაშორისო გამჭვირვალობის“(TI) ახალ, „კორუფციის აღქმის ინდექსში”, რომელიც დღეს, 10 თებერვალს გამოქვეყნდა და მსოფლიოს 180-ზე მეტი ქვეყნის შეფასებას მოიცავს.

2025 წლის ინდექსით, წინა წელთან შედარებით საქართველოს ქულა 3 პუნქტით შემცირდა და 50 გახდა.ეს საშუალო მაჩვენებელია, რადგან ქვეყნებს აფასებენ 100-ბალიანი სისტემით, სადაც 100 დადებითი, ხოლო 0 უარყოფითი შედეგია.100 ქულა არცერთ ქვეყანას არ აქვს.„საერთაშორისო გამჭვირვალობის“ საქართველოს ოფისი ხაზს უსვამს, რომ საქართველოს ასეთი დაბალი ქულა 2013 წლის შემდეგ არ ჰქონია, მიუხედავად იმისა, რომ აღმოსავლეთ ევროპისა და შუა აზიის რეგიონში პირველობას ინარჩუნებს.

„საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს” განმარტებით, საქართველოს საშუალო ქულა მიუთითებს, რომ ქვეყანაში წვრილმანი მექრთამეობა საყოველთაოდ გავრცელებული არ არის, თუმცა, ინდექსით არ იზომება კორუფციის ისეთი კომპლექსური ფორმები, როგორიცაა სახელმწიფოს მიტაცება და კლეპტოკრატია, საქართველოში კორუფციის მხრივ მთავარი გამოწვევა კი სწორედ ეს არის:

„2025 წლის შედეგების თანმდევი ანალიზის მიხედვით, საქართველოს ქულის კლება და, შესაბამისად, კორუფციის რისკის ზრდა პირდაპირაა დაკავშირებული დემოკრატიის უკუსვლასთან და ქვეყანაში ავტოკრატიის აღზევებასთან".

ბოლო თვეებში საქართველოში კორუფციული დანაშაულის ბრალდება წაუყენეს „ქართული ოცნების" ხელისუფლების არაერთ ყოფილ მაღალჩინოსანს.„ქართული ოცნების" მთავრობის მეთაურმა ირაკლი კობახიძემ დღეს თბილისში ჟურნალისტებს განუცხადა, რომ კორუფციის სიმცირით საქართველო უსწრებს არა მხოლოდ ევროკავშირის წევრობის ყველა კანდიდატ ქვეყანას, არამედ ათამდე წევრ სახელმწიფოსაც სხვადასხვა რეიტინგის მიხედვით.

კობახიძის თანახმად, კორუფციასთან ბრძოლის კუთხით „შარშანდელი წელი იყო გამორჩეული" არა მხოლოდ სასჯელებით კონკრეტული ადამიანების მიმართ, არამედ ზომებით, რომლებიც მიღებული იყო მართვის სისტემის გაუმჯობესებისთვის, კორუფციის აღმოფხვრისთვის და მთავრობისა და ტენდერების გამჭვირვალობასთან დაკავშირებით.

„საერთაშორისო გამჭვირვალობის” მიერ დღეს გამოქვეყნებული „კორუფციის აღქმის ინდექსი” აჩვენებს, რომ ამ სფეროში ვითარება გაუარესებულია თითქმის მთელ მსოფლიოში, მათ შორის ისეთ დემოკრატიულ ქვეყნებშიც, რომლებიც კორუფციას ტრადიციულად ეფექტიანად ებრძოდნენ.

საერთაშორისო ორგანიზაციის შეფასებით, მიზეზი პოლიტიკური ლიდერების ნების შესუსტებაა.

ათი წლის წინ, „კორუფციის აღქმის ინდექსში” 12 ქვეყანას ჰქონდა 80-ზე მეტი ქულა, დღეს კი მათი რიცხვი ხუთია. საუკეთესო ქულებით პირველ ხუთეულში არიან: დანია(89), ფინეთი(88), სინგაპური(84). ახალი ზელანდია(81) და ნორვეგია(81).

ყველაზე დაბალი ქულებით ბოლო ხუთეულში არიან: ლიბია(13), იემენი(13), ვენესუელა(10), სომალი(9) და სამხრეთი სუდანი(9).

Читайте на сайте


Smi24.net — ежеминутные новости с ежедневным архивом. Только у нас — все главные новости дня без политической цензуры. Абсолютно все точки зрения, трезвая аналитика, цивилизованные споры и обсуждения без взаимных обвинений и оскорблений. Помните, что не у всех точка зрения совпадает с Вашей. Уважайте мнение других, даже если Вы отстаиваете свой взгляд и свою позицию. Мы не навязываем Вам своё видение, мы даём Вам срез событий дня без цензуры и без купюр. Новости, какие они есть —онлайн с поминутным архивом по всем городам и регионам России, Украины, Белоруссии и Абхазии. Smi24.net — живые новости в живом эфире! Быстрый поиск от Smi24.net — это не только возможность первым узнать, но и преимущество сообщить срочные новости мгновенно на любом языке мира и быть услышанным тут же. В любую минуту Вы можете добавить свою новость - здесь.




Новости от наших партнёров в Вашем городе

Ria.city
Музыкальные новости
Новости России
Экология в России и мире
Спорт в России и мире
Moscow.media






Топ новостей на этот час

Rss.plus





СМИ24.net — правдивые новости, непрерывно 24/7 на русском языке с ежеминутным обновлением *