Добавить новость
World News in Georgian
Новости сегодня

Новости от TheMoneytizer

ვენსმა და ფაშინიანმა გააფორმეს სამოქალაქო სფეროში ბირთვული თანამშრომლობის შეთანხმება

სომხეთმა და აშშ-მა 9 თებერვალს გააფორმეს შეთანხმება სამოქალაქო ბირთვული ენერგიის სექტორში თანამშრომლობის თაობაზე - აცხადებს სომხეთის პრემიერ-მინისტრი ნიკოლ ფაშინიანი.

ფაშინიანმა შეთანხმება გააფორმა აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტ ჯეი დი ვენსთან, რომელიც სომხეთში ორდღიანი ვიზიტით ჩავიდა.

სააგენტო DPA-ს შეფასებით, ეს მილიარდობით დოლარის ოდენობის შეთანხმება არის ნიშანი იმისა, რომ აშშ შედის უწინ რუსეთის ხელმძღვანელობით მოქმედ სივრცეში - სომხეთს ერთადერთი ბირთვული ელექტროსადგურისთვის საჭირო ტექნოლოგიას მოსკოვი აწვდიდა.

შეთანხმება შესაძლებელს ხდის აშშ-ის 5 მილიარდი დოლარის ღირებულების ტექნოლოგიის ექსპორტს, ასევე ბირთვული საწვავის კონტრაქტებს 4 მილიარდი დოლარის მოცულობით, - განაცხადა ვენსმა ფაშინიანთან შეხვედრის შემდეგ. მის სიტყვებს ავრცელებს სააგენტო DPA.

აშშ-ს აქვს სომხეთის ნდობა საიმისოდ, რომ მას ახალი ტექნოლოგიები მიაწოდოს, - დასძინა აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტმა.

სამხედრო დახმარების სახით, აშშ სომხეთს მიაწვდის V-BAT ტიპის სადაზვერვო დრონებს.

ჯეი დი ვენსის სამხრეთკავკასიური ტურნე ითვალისწინებს ვიზიტს აზერბაიჯანშიც.

2025 წლის აგვისტოში ვაშინგტონის შუამავლობით სამშვიდობო შეთანხმება გაფორმდა სომხეთის პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანსა და აზერბაიჯანის პრეზიდენტ ილჰამ ალიევს შორის - ორ ქვეყანას შორის მთიანი ყარაბაღის რეგიონის გარშემო ათწლეულების განმავლობაში მიმდინარე კონფლიქტის შემდეგ.

Читайте на сайте


Smi24.net — ежеминутные новости с ежедневным архивом. Только у нас — все главные новости дня без политической цензуры. Абсолютно все точки зрения, трезвая аналитика, цивилизованные споры и обсуждения без взаимных обвинений и оскорблений. Помните, что не у всех точка зрения совпадает с Вашей. Уважайте мнение других, даже если Вы отстаиваете свой взгляд и свою позицию. Мы не навязываем Вам своё видение, мы даём Вам срез событий дня без цензуры и без купюр. Новости, какие они есть —онлайн с поминутным архивом по всем городам и регионам России, Украины, Белоруссии и Абхазии. Smi24.net — живые новости в живом эфире! Быстрый поиск от Smi24.net — это не только возможность первым узнать, но и преимущество сообщить срочные новости мгновенно на любом языке мира и быть услышанным тут же. В любую минуту Вы можете добавить свою новость - здесь.




Новости от наших партнёров в Вашем городе

Ria.city
Музыкальные новости
Новости России
Экология в России и мире
Спорт в России и мире
Moscow.media






Топ новостей на этот час

Rss.plus





СМИ24.net — правдивые новости, непрерывно 24/7 на русском языке с ежеминутным обновлением *