Добавить новость
World News in Georgian
Новости сегодня

Новости от TheMoneytizer

რუსეთში დრონებით შეტევა იყო სამხედრო მრეწველობის და ნავთობგადამამუშავებელ ქარხნებზე

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალურმა შტაბმა დღეს, 12 თებერვალს განაცხადა, რომ თავდაცვის ძალებმა დაარტყეს რუსეთის ტამბოვის ოლქის ქალაქ მიჩურინსკში მდებარე ქარხანა „პროგრესს”, რომელიც მაღალტექნოლოგიურ დანადგარებს აწარმოებს საავიაციო და სარაკეტო სისტემებისთვის.

უკრაინის გენშტაბის ცნობით, ქარხნის ტერიტორიაზე ხანძარი გაჩნდა, სხვა შედეგები კი ჯერ დაზუსტებული არ არის.

ტამბოვის ოლქის ხელისუფლებამ დილით განაცხადა, რომ ქალაქ მიჩურინსკზე უკრაინული დრონებით შეტევა იყო, თუმცა დაზიანებულ ობიექტებს შორის კონკრეტულად „პროგრესი“ არ უხსენებია. ოლქის გუბერნატორ ევგენი პერვიშოვის თანახმად, დაშავდა ორი ადამიანი, დაზიანდა რამდენიმე შენობა და ხანძრები გაჩნდა სამრეწველო-ტექნოლოგიური კოლეჯის სასწავლო სახელოსნოებსა და მაღაზია „მაგნიტში“.

ტელეგრამ-არხი ASTRA წერდა, რომ ეს მაღაზია და კოლეჯი ქარხანა „პროგრესთან“ მდებარეობს.

ადგილობრივ ხელისუფლებას მიჩურინსკზე შეტევის შედეგად გამოწვეული ხანძრის მასშტაბი არ დაუკონკრეტებია, თუმცა ქალაქში სკოლების დროებით დახურვა, რის შესახებაც მიჩურინსკის მერმა გამოაცხადა, რთულ ვითარებაზე მიუთითებდა.

უკრაინის გენშტაბმა, რომელიც ერთი დღით ადრე, 11 თებერვალს იუწყებოდა ვოლგოგრადის ნავთობგადამამუშავებელ ქარხანაზე შეტევის შესახებაც, დღეს, 12 თებერვალს დააზუსტა, რომ დარტყმის შედეგად დაზიანებულია ნავთობის პირველადი გადამუშავების ძირითადი დანადგარი, მეორადი გადამუშავების ობიექტების დატვირთვა კი შემცირებული ან შეჩერებულია.

12 თებერვალს უკრაინული დრონებით შეტევისა და ქალაქ უხტაში მდებარე ნავთობგადამამუშავებელი ქარხნის ტერიტორიაზე ხანძრის შესახებ იუწყებოდა რუსეთის კომის რესპუბლიკის მეთაური როსტისლავ გოლდშტეინი.

უხტაზე დრონებით შეტევის შესახებ უკრაინის გენშტაბს 12 თებერვალს, დღის პირველ ნახევარში არაფერი უთქვამს.

უხტაში ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა და კიდევ რამდენიმე საწარმო აქვს კომპანია „ლუკოილს“. ამავე ქალაქშია „გაზპრომის“ საწარმოებიც და „როსნეფტის“ ნავთობის საქაჩი სადგური.

უკრაინის თავდაცვის ძალები რუსეთის ტერიტორიაზე და ანექსირებულ ყირიმში სამხედრო ობიექტების გარდა ხშირად უტევენ ნავთობის საცავებს, ნავთობგადამამუშავებელ ქარხნებს და სხვა საწარმოებს, რომლებიც კიევის თანახმად, რუსული არმიის მომარაგებაზე მუშაობენ და „ომის ბიუჯეტს" ავსებენ.რუსეთი ამ შეტევებს „ტერაქტებს" უწოდებს, უკრაინა კი -„კანონიერ სამიზნეებზე" დარტყმებს რუსეთის მიერ გაჩაღებულ ომში.რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ 12 თებერვალს ისევ „ტერაქტებზე" პასუხად გამოაცხადა უკრაინის ენერგოობიექტებზე მასირებული შეტევა, რომელიც გასული ღამის განმავლობაში მიმდინარეობდა.

Читайте на сайте


Smi24.net — ежеминутные новости с ежедневным архивом. Только у нас — все главные новости дня без политической цензуры. Абсолютно все точки зрения, трезвая аналитика, цивилизованные споры и обсуждения без взаимных обвинений и оскорблений. Помните, что не у всех точка зрения совпадает с Вашей. Уважайте мнение других, даже если Вы отстаиваете свой взгляд и свою позицию. Мы не навязываем Вам своё видение, мы даём Вам срез событий дня без цензуры и без купюр. Новости, какие они есть —онлайн с поминутным архивом по всем городам и регионам России, Украины, Белоруссии и Абхазии. Smi24.net — живые новости в живом эфире! Быстрый поиск от Smi24.net — это не только возможность первым узнать, но и преимущество сообщить срочные новости мгновенно на любом языке мира и быть услышанным тут же. В любую минуту Вы можете добавить свою новость - здесь.




Новости от наших партнёров в Вашем городе

Ria.city
Музыкальные новости
Новости России
Экология в России и мире
Спорт в России и мире
Moscow.media






Топ новостей на этот час

Rss.plus





СМИ24.net — правдивые новости, непрерывно 24/7 на русском языке с ежеминутным обновлением *