Добавить новость
World News in Georgian
Новости сегодня

Новости от TheMoneytizer

უკრაინის ენერგეტიკის ყოფილ მინისტრს ორთვიანი პატიმრობა შეუფარდეს

უკრაინის ენერგეტიკის ყოფილ მინისტრს, უკანონო შემოსავლების ლეგალიზაციაში ეჭვმიტანილ ჰერმან ჰალუშჩენკოს აღკვეთის ზომად ორთვიანი პატიმრობა შეეფარდა. გადაწყვეტილება 17 თებერვალს მიიღო უკრაინის უმაღლესმა ანტიკორუფციულმა სასამართლომ.

ჰერმან ჰალუშჩენკო 15 თებერვალს დააკავეს უკრაინის სახელმწიფო საზღვრის გადაკვეთისას.სასამართლომ ჰალუშჩენკოს მისცა გირაოთი გათავისუფლების შესაძლებლობა. ენერგეტიკის ყოფილი მინისტრი წინასწარი პატიმრობიდან გათავისუფლდება, თუ გირაოს სახით გადაიხდის 200 მილიონ გრივნას(დაახლოებით 4,6 მილიონი აშშ დოლარი).

ბრალდების მხარის, უკრაინის ანტიკორუფციული პროკურატურის პოზიცია იყო, რომ ჰალუშჩენკოს წინასწარი პატიმრობის თავიდან ასაცილებლად გადაეხადა 425 მილიონი გრივნა(დაახლოებით 9,8 მილიონი დოლარი). ყოფილმა მინისტრმა განაცხადა, რომ ასეთი თანხა არ გააჩნია და გირაოს სახით მხოლოდ 30 მილიონი გრივნის გადახდა შეუძლია.

უკრაინის ეროვნული ანტიკორუფციული ბიუროს და ანტიკორუფციული პროკურატურის თანახმად, ენერგეტიკის ყოფილი მინისტრი ჰერმან ჰალუშჩენკო მონაწილეა „მიდასის“ სახელით ცნობილი საქმის, რომელიც უკრაინის ენერგეტიკის სფეროში მასშტაბურ კორუფციას ეხება.

ყოფილი მინისტრი ეჭვმიტანილია დანაშაულებრივ ორგანიზაციაში მონაწილეობასა და უკანონოდ მიღებული მილიონობით დოლარის შემოსავლების ლეგალიზაციაში.

ჰერმან ჰალუშჩენკო უკრაინის ენერგეტიკის მინისტრი იყო 2021-2025 წლებში. ეს თანამდებობა 2025 წლის ივლისში დატოვა და იუსტიციის მინისტრად დაინიშნა. ოთხ თვეში პარლამენტმა ჰალუშჩენკო იუსტიციის მინისტრის პოსტიდან გადააყენა უკრაინის ენერგეტიკის სფეროში მასშტაბური კორუფციის გამოვლენის გამო.უკრაინის ეროვნულმა ანტიკორუფციულმა ბიურომ 2025 წლის10 ნოემბერს განაცხადა, რომ გამოავლინა ენერგეტიკის სფეროში მასშტაბური კორუფცია, რომელშიც ჩართული იყო დანაშაულებრივი ორგანიზაცია ბიზნესმენ ტიმურ მინდიჩის ხელმძღვანელობით.„მიდასის საქმეს" არაერთი თვეა იძიებენ უკრაინის სპეციალური ანტიკორუფციული ბიურო და ანტიკორუფციული პროკურატურა. ეჭვმიტანილებს ან უკვე ბრალდებულებს შორის არაერთი ყოფილი მაღალჩინოსანიცაა. ორგანიზატორად მიჩნეული ტიმურ მინდიჩი უკრაინიდან გაქცეულია.

Читайте на сайте


Smi24.net — ежеминутные новости с ежедневным архивом. Только у нас — все главные новости дня без политической цензуры. Абсолютно все точки зрения, трезвая аналитика, цивилизованные споры и обсуждения без взаимных обвинений и оскорблений. Помните, что не у всех точка зрения совпадает с Вашей. Уважайте мнение других, даже если Вы отстаиваете свой взгляд и свою позицию. Мы не навязываем Вам своё видение, мы даём Вам срез событий дня без цензуры и без купюр. Новости, какие они есть —онлайн с поминутным архивом по всем городам и регионам России, Украины, Белоруссии и Абхазии. Smi24.net — живые новости в живом эфире! Быстрый поиск от Smi24.net — это не только возможность первым узнать, но и преимущество сообщить срочные новости мгновенно на любом языке мира и быть услышанным тут же. В любую минуту Вы можете добавить свою новость - здесь.




Новости от наших партнёров в Вашем городе

Ria.city
Музыкальные новости
Новости России
Экология в России и мире
Спорт в России и мире
Moscow.media






Топ новостей на этот час

Rss.plus





СМИ24.net — правдивые новости, непрерывно 24/7 на русском языке с ежеминутным обновлением *