28 წლის მასწავლებლის, გიგა ავალიანის მკვლელობამ და მისი დედის ბრძოლამ სხვა შვილმოკლულ მშობლებს თავიანთი უძლურების, ბრაზის და სამართლის ძებნის დღეები გაახსენა, თუმცა გიგა ავალიანის ამბის შემდეგ ისინი სასოწარკვეთილი ეძებენ პასუხს კითხვაზე: რა უბიძგებს ბავშვებს კრიმინალურ ჯგუფებად გაერთიანებას?