Добавить новость
World News in Georgian
Новости сегодня

Новости от TheMoneytizer

კრემლში „ავტომატური" უწოდეს აშშ-ის მიერ რუსეთისთვის სანქციების ვადის გაგრძელებას

პრეზიდენტ დონალდ ტრამპის გადაწყვეტილებას, გააგრძელოს აშშ-ის მიერ რუსეთისთვის ჯერ კიდევ 2014 წლიდან, ყირიმის ანექსიის გამო დაწესებული სანქციები, კრემლში „ავტომატური" უწოდეს.

რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივან დმიტრი პესკოვს დღეს, 20 თებერვალს მედიისთვის გამართულ ბრიფინგზე ჰკითხეს, მოსალოდნელი იყო თუ არა აშშ-ის გადაწყვეტილება მიმდინარე მოლაპარაკებების ფონზე.

პუტინის პრესმდივნის პასუხი იყო, რომ ეს მოლაპარაკებები რთული და „დროში გაწელილია“, ამიტომ რუსეთს არანაირი გადაჭარბებული მოლოდინი არ ჰქონია და სანქციების გაგრძელება „ავტომატური გადაწყვეტილებაა“. პესკოვის თქმით, რას მოიტანს მოლაპარაკებების პროცესი, ამაზე შედეგების მიხედვით იმსჯელებენ.

პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა 19 თებერვალს მოაწერა ხელი დოკუმენტს, რომლითაც კიდევ ერთი წლით გააგრძელა რუსეთისთვის ყირიმის ანექსიის გამო პრეზიდენტ ბარაკ ობამას ადმინისტრაციის მიერ 2014 წლიდან დაწესებული სანქციები. ათ წელზე მეტია აშშ ამ სანქციების მოქმედების ვადას ახანგრძლივებს.

პერსონალური და ფინანსურ-ეკონომიკური სანქციები დაწესებული აქვთ რუსეთის ფიზიკურ და იურიდიულ პირებს, რომლებსაც აშშ მიიჩნევს პასუხისმგებლად უკრაინის ტერიტორიული მთლიანობის, სუვერენიტეტის, მშვიდობის, უსაფრთხოების და დემოკრატიული პროცესებისა და ინსტიტუტების ხელყოფაზე.

რუსეთის საწინააღმდეგო სანქციები უკრაინაში ფართომასშტაბიანი ომის დაწყების შემდეგ, 2022 წლიდან გააფართოვა პრეზიდენტ ჯო ბაიდენის ადმინისტრაციამ.

2025 წლის ოქტომბერში პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა სანქციები დაუწესა რუსეთის უმსხვილეს ნავთობკომპანიებს, „ლუკოილს" და „როსნეფტს".

Читайте на сайте


Smi24.net — ежеминутные новости с ежедневным архивом. Только у нас — все главные новости дня без политической цензуры. Абсолютно все точки зрения, трезвая аналитика, цивилизованные споры и обсуждения без взаимных обвинений и оскорблений. Помните, что не у всех точка зрения совпадает с Вашей. Уважайте мнение других, даже если Вы отстаиваете свой взгляд и свою позицию. Мы не навязываем Вам своё видение, мы даём Вам срез событий дня без цензуры и без купюр. Новости, какие они есть —онлайн с поминутным архивом по всем городам и регионам России, Украины, Белоруссии и Абхазии. Smi24.net — живые новости в живом эфире! Быстрый поиск от Smi24.net — это не только возможность первым узнать, но и преимущество сообщить срочные новости мгновенно на любом языке мира и быть услышанным тут же. В любую минуту Вы можете добавить свою новость - здесь.




Новости от наших партнёров в Вашем городе

Ria.city
Музыкальные новости
Новости России
Экология в России и мире
Спорт в России и мире
Moscow.media






Топ новостей на этот час

Rss.plus





СМИ24.net — правдивые новости, непрерывно 24/7 на русском языке с ежеминутным обновлением *