“ქართული ოცნების” ხელისუფლების საგარეო უწყება “ყურადღებით” და “ღრმა შეშფოთებით” ადევნებს თვალს ახლო აღმოსავლეთში შექმნილ ვითარებას - უწყებამ განცხადება სოციალურ პლატფორმა X-ზე გამოაქვეყნა, აშშ-სა და ისრაელის მიერ ირანის წინააღმდეგ წამოწყებული სამხედრო ოპერაციის ფონზე.